Facebook Twitter

¹ბს-938-897(კს-06) 8 დეკემბერი, 2006წ.

თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის

საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე),

ლალი ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (მოპასუხე)

თანამოპასუხე _ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

მოწინააღმდეგე მხარე _ რ. მ-ი, ბ. გ-ი, ზ. დ-ი, გ. კ-ი, დ. დ-ა, შ. გ-ე, გ. კ-ე, გ. კო-ა (მოსარჩელეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

რ. მ-მა, ბ. გ-მა, ზ. დ-მა, გ. კ-მა, დ. დ-მ, შ. გ-მ, გ. კ-მ და გ. კო-მ 2005 წლის 14 დეკემბერს სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2005 წლის 28 ნოემბრის ¹14299 წერილის ბათილად ცნობა და 1991 წლის ნოემბერ-დეკემბრის თვეების კუთვნილი მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება (ს.ფ. 2-3).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 30 დეკემბრის განჩინებით საქმე პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2000 წლის 28 ნოემბრის ¹14299 წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა დაუშვებლობის გამო (ს.ფ. 42).

2006 წლის 27 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სასარჩელო განცხადებით მიმართეს მოსარჩელეებმა და მოითხოვეს ფინანსთა სამინისტროსათვის მათი კუთვნილი დეპონირებული აუღებელი ხელფასის დაკისრება, კერძოდ: რ. მ-ის სასარგებლოდ _ 1365 აშშ დოლარის შესაბამისი 2468 ლარის, გ. კო-სა და შ. გ-ის სასარგებლოდ – 1006-1006 აშშ დოლარის ეკვივალენტი 1830.80 ლარისა და ბ. გ-ის, დ. დ-ს, ზ. დ-ისა და გ. კ-ის სასარგებლოდ _ 970-970 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 1766 ლარის ანაზღაურება (ს.ფ. 64-65).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაეკისრა მოსარჩელეთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურება შემდეგი ოდენობით: რ. მ-ისათვის _ 828 ლარი, შ. გ-ისა და გ. კო-სათვის _ თითოეულისათვის 613 ლარი, ბ. გ-ის, ზ. დ-ის, გ. კ-ის, დ. დ-სა და გ. კ-ისათვის _ თითოეულისათვის 591 ლარი (ს.ფ. 107-111).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (ს.ფ. 126).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ მოტივით, რომ აპელანტს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2006 წლის 2 აგვისტოს, ხოლო სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2006 წლის 21 აგვისტოს, ანუ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ. 131).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნული გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი 2006 წლის 21 დეკემბერს იქნა შეტანილი, არასწორია, ვინაიდან 21 აგვისტო თბილისის სააპელაციო სასამართლოში საჩივრის შესვლის თარიღია, ხოლო სამინისტრომ სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 4 დღით ადრე, რაც დასტურდება შპს «საქართველოს ფოსტისათვის» კორესპონდენციის გადაცემის რეესტრის ამონაწერით. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ არ დარღვეულა (ს.ფ. 135-136).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების გზავნილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჩაბარდა 2006 წლის 2 აგვისტოს (ს.ფ. 117). შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 3 აგვისტოს და დასრულდა მე-14 დღეს, ანუ _ 16 აგვისტოს. სააპელაციო საჩივრის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში რეგისტრაციის თარიღის _ 17 აგვისტოს მდგომარეობით უკვე გასული იყო სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადა (ს.ფ. 126). ამასთან, მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრის დაკმაყოფილებისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 4 სექტემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.