Facebook Twitter

¹ბს-787-761(კ-10) 14 აპრილი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებაზე დამატებითი განჩინების გამოტანის საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ც-ემ 18.02.08წ. სასარჩელო და 06.03.08წ. დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართა ქობულეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ. მოსარჩელემ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის 27.12.08წ. ¹143 მიწერილობის, 07.02.08წ. ¹2 დადგენილებისა და 03.03.08წ. ¹17 აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა.

ქობულეთის რაიონული სასამართლოს 25.07.08წ. გადაწყვეტილებით გ. ც-ის სარჩელი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურის მიერ 27.12.08წ. გაცემული ¹143 მიწერილობის, 07.02.08წ. ¹2 დადგენილებისა და 03.03.08წ. ¹17 აქტის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას ძალადაკარგულად ჩაითვალა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 06.03.08წ. განჩინება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შეჩერების ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ც-ემ.

ქუთიასის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.09.08წ. განჩინებით გ. ც-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. აღნიშნულთნ დაკავშირებით კერძო საჩივარი შეიტანა გ. ც-ემ, რომელმაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 15.09.08წ. განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება და განხილვა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 10.12.08წ. განჩინებით, გ. ც-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება შეჩერდა ამ უკანასკნელის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენამდე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 05.01.10წ. განჩინებით გ. ც-ის წარმომადგენლის _ ნ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა, გ. ც-ის კერძო საჩივარზე საქმის წარმოება განახლდა, გ. ც-ის საპროცესო უფლებამონაცვლედ საქმეში ჩაერთო მისი მეუღლე ნ. ნ-ე. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.10წ. განჩინებით გ. ც-ის უფლებამონაცვლის _ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 15.10.08წ. განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.10წ. განჩინებით, გ. ც-ის უფლებამონაცვლე ნ. ნ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 25.07.08წ. გადაწყვეტილება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.10წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. ნ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებით ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქობულეთის რაიონული სასამართლოს 25.07.08წ. გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.03.2010წ. განჩინება და საქმის წარმოება გ. ც-ის სარჩელზე შეწყდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.

დადგენილია, რომ ნ. ნ-ეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განახევდრება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 13.04.2011წ. განჩინებით საქმის წარმოება გ. ც-ის სარჩელზე შეწყდა, თუმცა სასამართლოს არ მიუღია გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის) შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი, რაც შეადგენს 150 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის «გ» ქვეპუნქტით და 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორს – ნ. ნ-ეს (საიდენტიფიკაციო ნომერი ) დაუბრუნდეს მის მიერ 13.04.2011წ. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 500 ლარის 70% _ 350 ლარის ოდენობით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.