¹ბს-1455-1389(კ-09) 13 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა მ. ზ-ის განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით ა. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი განჩინება, რომლითაც დაკმაყოფილდა კასატორ ა. შ-ის წარმომადგენლის _ დ. ჭ-ის, ასევე მ. ზ-ისა და ლ. ჯ-ის წარმომადგენლების _ რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა და მხარეებს შორის დამტკიცდა წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობით: 1) ა. შ-ე თანახმაა, უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ....... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ......... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი ...... ), მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად მ. ზ-ეს და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 450 კვ.მ მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ; 2) მ. ზ-ე თანახმაა, ა. შ-გან უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება, კერძოდ, 2500 კვ.მ-დან 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ....... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ....... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი .......) მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად; 3) ა. შ-ე თანახმაა ლ. ჯ-თან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ ლ. ჯ-ეს უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით გადასცეს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ....... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ......... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი ........), მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად; 4) ლ. ჯ-ე თანახმაა ა. შ-თან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 161 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ......... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ........ 01, კვარტალი 01, ნაკვეთი .......), მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად; 5) ლ. ჯ-ე თანახმაა ა. შ-თან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით ა. შ-ეს გადასცეს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ......... სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ....... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ....... 01, კვარტალი 01, ნაკვეთი ........), მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად; 6) ა. შ-ე თანახმაა ლ. ჯ-გან გადაფარვაში არსებული ფართიდან 261 კვ.მ უსასყიდლოდ საკუთრების უფლებით მიიღოს 100 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, ....... (სარეგისტრაციო ზონა ხელვაჩაური _ 22, სექტორი ........ 01, კვარტალი 01, ნაკვეთი .......), მორიგების აქტზე თანდართული შპს «ტ-ის» აზომვითი ნახაზის შესაბამისად; 7) ლ. ჯ-ე თანახმაა საკუთრებაში მიღებული 2510 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, რომელიც მიიღო 2008 წლის 13 მარტს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიიდან საკუთრების მოწმობა ¹....... , საკუთრებაში დარჩეს 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთი და დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრში 2410 კვ.მ მიწის ნაკვეთზე და 41.3 კვ.მ შენობა-ნაგებობაზე მესაკუთრედ; 8) ა. შ-ე თანახმაა საკუთრებაში არსებული 2500 კვ.მ-დან სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან საკუთრებაში დარჩეს 1889 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი; 9) ლ. ჯ-ე და მ. ზ-ე უარს ამბობენ სასარჩელო განცხადებაზე და მათ შორის არსებულ სამოქალაქო საქმეზე». დაკმაყოფილდა მ. ზ-ისა და ლ. ჯ-ის წარმომადგენლების – რ. ბ-ისა და თ. ჭ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის შესახებ და შეწყდა საქმის წარმოება მ. ზ-ისა და ლ. ჯ-ის სარჩელზე უარის თქმის გამო.
მ. ზ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა ზემოაღნიშნულ განჩინებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა, იმ მოტივით, რომ ა. შ-ე ნებაყოფლობით არ ასრულებდა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით დამტკიცებულ მორიგების პირობებს /იხ. ს.ფ. 2?
2011 წლის 12 აპრილს მ. ზ-ემ განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე, იმ მოტივით, რომ ა. შ-ემ ნებაყოფლობით შეასრულა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები/იხ. ს.ფ. 18/
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მ. ზ-ის განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ზ-ის განცხადებაზე სააღსულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში მ. ზ-ემ სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმით გამოხატა ნება თავისი საპროცესო და მატერიალური უფლების რეალიზაციაზე, რაც მოტივირებულ იქნა იმ გარემოებით, რომ მისთვის აზრი დაკარგა მოთხოვნამ სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე იმ მიზეზით, რომ ა. შ-ემ ნებაყოფლობით შეასრულა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 20 აპრილის განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობები.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის მიერ გამოხატული ნება სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე ფიზიკური პირის ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სსსკ-ის მე-7 და 272 «გ" მუხლის საფუძველზე მ. ზ-ის განცხადებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, განცხადებაზე უარის თქმის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლითა და 272-ე მუხლის «გ» პუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ზ-ის განცახდება სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის სააღსრულებო ფურცელი;
3. შეწყდეს საქმის წარმოება მ. ზ-ის განცხადებაზე;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.