¹ბს-338-335(კ-11) 30 ივნისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები _ ლ. კ-ნა; პ. უ-ვი; ო. უ-ვი
მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. ბათუმის მერია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება
სარჩელის საგანი _ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 22 იანვარს ქ. ბათუმის მერიამ განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და ქ. ბათუმში, ... ქუჩაზე გამავალი საავტომობილო გზის მშენებლობის გაგრძელების მიზნით, აღნიშნული გზის აეროპორტის გზატკეცილთან მისაერთებლად ქ. ბათუმის მერიისათვის საავტომობილო გზის მშენებლობის ზოლში მოხვედრილი უძრავი ქონების მიმართ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის უფლების მინიჭება მოითხოვა (1. მ. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 300,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: (...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 65,35 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 46.26 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 19,08 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 2) თ. ვ.-ის (პ/ნ ...), ე. ვ.-ის (პ/ნ ...) და ჯ. ვ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 009,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 74,99 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 61,89 კვ.მ დამხმარე ფართობი – 11,90 კვ.მ სხვა ფართოი – 1,20 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 3) ა. ხ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 557,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 0 59,39 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 4) ა. ხ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ში) მდებარე 496,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 5) გ. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 422,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 89,94 კვ.მ საცოვრეებლი ფართობი – 60,71 კვ.მ, სხვა დამხმარე ფართობის – 1.19,76 კვ.მ, 9,47 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 6) ი. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 422,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით - 76,98 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 7) ს. ი.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 630,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი; ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 74.03 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 8) დ. დ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 1364,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით – 150,55 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 9) ნ. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ი) მდებარე 977,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 10) ვ. პ.-ის (პ/ნ ...), ი. პ.-ის (პ/ნ ...) და ლ. პ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 164.13 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 133,55 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 23,21 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 11) ნ. პ.-ის საკუთრებული არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 401,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის – საერთო ფართობით 140,92 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 12) ე. ნ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 902,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, საერთო ფართობით - 290,65 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 212,00 კვ.მ, სხვა ფავრთობი: დამხმარე ფართობი ¹1- 49,36 კვ.მ და ¹2 – 28,95 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 13) ლ. კ.-ს, ო. უ.-ის და პ. უ.-ის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაუპრის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ა) მდებარე 801,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 24.40 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 14) ო. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 684,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 1 897,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 200,52 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 176.15 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 22,39 კვ.მ, სხვა ფართობი – 1,98) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 15) ლ. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 2 142,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .... მასზე განთავსებული 137,84 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 1 044,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 16) მ. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 321,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 836.00 კვ.მ სასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით 193,57 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 64,15 კვ.მ, სხვა ფართობი: დამხმარე ფართობი (სარდაფი) – 71,4 კვ.მ, სხვენი – 38,78, დამხმარე შენობის ფართობი – 19,25) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 17) თ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მასზე განთავსებული 340,45 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან (საცხოვრებელი ფართობი – 281,79 კვ.მ, დამხმარე ფართობის – 13,76 კვ.მ, ავტოფარეხის – 27,57კვ.მ, ავტოფარეხის სარდაფის ფართობის – 20,33 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 53,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 18) ნ. კ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 513,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... მასზე განთავსებული 200,52 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან (საცხოვრებელი ფართობი – 102,39 კვ.მ, დამხმარე ფართობის –98.13 კვ.მ), Lდა მრავალწლიანი ნარგავებიდან, 281,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 98,13 კვ.მ შენობა-ნაგებობის მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 19) გ. ა.-ის (პ/ნ ...) და ი. ა.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული 56,60 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 185,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 20) ჯ. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 849,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), 1 614,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 386,50 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი ფართობი - 6,43 კვ.მ. დამხმარე ფართობი – 23,77 კვ.მ, სხვა ფართობი: დამხმარე შენობის - 4,05 კვ.მ და 2,25 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 21) ი. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 3 503,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), 1 145,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 286,96 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი ფართობი - 0,55 კვ.მ, დამხმარე ფართობის -10,40 კვ.მ ავტოფარეხის – 24,18 კვ.მ სხვა ფართობი – 2,25 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 22) ზ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 327,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 623,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 227,03 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 23) ჯ. მ.-ის (პ/ნ ...), ნ. მ.-ის (პ/ნ ...), ს. მ.-ის (პ/ნ ...), ჯ. მ.-ის (პ/ნ ...) და ს. მ.-ის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 901,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 601.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით – 262,955 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 24) ა. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 237,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: (...), 806,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 429,68 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი – 324,10 კვ.მ, დამხმარე ფართობის – 105,69 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 25. ა. მ.-ის (პ/ნ ...), მ. მ.-ის (პ/ნ ...), ე. მ.-ის (პ/ნ ...) და გ. მ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2503,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 202,90 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი - 184,27 კვ.მ, მდებარე ფართობის – 18,63 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 26) ა. დ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 911,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...; 27) თ. წ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 1010,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 507,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები მიმართ; 28) ე. ბ.-ის (პ/ნ ...) და ნ. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 431,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი: ...), მასზე განთავსბული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 168,09 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 155,79 კვ.მ, სამეურნეო ფართობი – 12,30 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავები მიმართ; 29) თ. დ.-ის, ი. დ.-ის (პ/ნ ...), ლ. დ.-ის (პ/ნ ...), ნ. დ.-ის (პ/ნ ...), რ. დ.-ე (პ/ნ ...) და ჯ. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1046,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი: ...) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 30) ბ. დ.-ის (პ/ნ ...), გ. დ.-ის (პ/ნ ...), დ. დ.-ის (პ/ნ ...), ი. დ.-ის (პ/ნ ...), მ. დ.-ის (პ/ნ ...) და ნ. დ.ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1062,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგბობის საერთო ფართობით – 229,98 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობის 187,69. დამხმარე ფართობის – 15,41 კვ.მ სხვა ფართობით: ავტოფარეხის - 26,88 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ. 31) ე. დ.-ის (პ/ნ ...), ე. დ.-ის (პ/ნ ...), ი. ჭ.-ის (პ/ნ ...), ლ. დ.-ის, მ. დ.-ის და ს. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1153,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 305,46 კვ. და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 32) გ. ც.-ის (პნ ...), გ. ც.-ის (პ/ნ ...), ე. ც.-ის, მ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...) და რ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 928,00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 227,69 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 33) ა. ც.-ის (პ/ნ ...), ზ. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), ხ. ც.-ის (პ/ნ ...) და ჯ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 621,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 393,62 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 34) ე. ც.-ის (პ/ნ ...), თ. ც.-ის (პ/ნ ...), ლ. მ.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...), რ. ც.-ის (პ/ნ ...), ს. ც.-ის (პ/ნ ...) და შ. ც.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 901,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 514.60 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 35) თ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ს (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...), და ნ. პ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 502,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 371,26 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 36) ა. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ქ.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...) და შ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1709,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 296,84 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 37) ბ. კ.-ს (პ/ნ ...), ი. ხ.-ს (პ/ნ ...), ნ. კ.-ს (პ/ნ ...) და ს. კ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 228,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 188,85 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 38) ა. კ.-ს (პ/ნ ...), გ. ქ.-ის (პ/ნ ...) დ. კ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 414,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილებით ქ. ბათუმის მერიის განცხადება დაკმაყოფილდა; ქ. ბათუმის მერიას მიენიჭა შემდეგ მესაკუთრეთა ქონების ექსპროპრიაციის უფლება: 1. მ. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 300,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: (...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 65,35 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 46.26 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 19,08 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 2) თ. ვ.-ის (პ/ნ ...), ე. ვ.-ის (პ/ნ ...) და ჯ. ვ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 009,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 74,99 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 61,89 კვ.მ დამხმარე ფართობი – 11,90 კვ.მ სხვა ფართოი – 1,20 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 3) ა. ხ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 557,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით 0 59,39 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 4) ა. ხ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ში) მდებარე 496,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 5) გ. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 422,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 89,94 კვ.მ საცოვრეებლი ფართობი – 60,71 კვ.მ, სხვა დამხმარე ფართობის – 1.19,76 კვ.მ, 9,47 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 6) ი. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 422,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით - 76,98 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 7) ს. ი.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 630,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი; ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საერთო ფართობით – 74.03 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 8) დ. დ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 1364,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით – 150,55 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 9) ნ. ფ.-ს (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ი) მდებარე 977,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 10) ვ. პ.-ის (პ/ნ ...), ი. პ.-ის (პ/ნ ...) და ლ. პ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 164.13 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 133,55 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 23,21 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 11) ნ. პ.-ის საკუთრებული არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 401,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის – საერთო ფართობით 140,92 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 12) ე. ნ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 902,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების, საერთო ფართობით - 290,65 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 212,00 კვ.მ, სხვა ფავრთობი: დამხმარე ფართობი ¹1- 49,36 კვ.მ და ¹2 – 28,95 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 13) ლ. კ.-ს, ო. უ.-ის და პ. უ.-ის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაუპრის მუნიციპალიტეტის სოფ. ...ა) მდებარე 801,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 24.40 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 14) ო. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 684,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 1 897,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 200,52 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 176.15 კვ.მ, დამხმარე ფართობი – 22,39 კვ.მ, სხვა ფართობი – 1,98) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 15) ლ. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 2 142,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: .... მასზე განთავსებული 137,84 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 1 044,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 16) მ. ბ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 321,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 836.00 კვ.მ სასოფლო-სამეურეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით 193,57 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 64,15 კვ.მ, სხვა ფართობი: დამხმარე ფართობი (სარდაფი) – 71,4 კვ.მ, სხვენი – 38,78, დამხმარე შენობის ფართობი – 19,25) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 17) თ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) მასზე განთავსებული 340,45 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან (საცხოვრებელი ფართობი – 281,79 კვ.მ, დამხმარე ფართობის – 13,76 კვ.მ, ავტოფარეხის – 27,57კვ.მ, ავტოფარეხის სარდაფის ფართობის – 20,33 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 53,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 18) ნ. კ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში 1 513,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ... მასზე განთავსებული 200,52 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან (საცხოვრებელი ფართობი – 102,39 კვ.მ, დამხმარე ფართობის –98.13 კვ.მ), Lდა მრავალწლიანი ნარგავებიდან, 281,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 98,13 კვ.მ შენობა-ნაგებობის მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 19) გ. ა.-ის (პ/ნ ...) და ი. ა.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 1 501,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული 56,60 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობიდან და მრავალწლიანი ნარგავებიდან, 185,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 20) ჯ. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2 849,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), 1 614,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 386,50 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი ფართობი - 6,43 კვ.მ. დამხმარე ფართობი – 23,77 კვ.მ, სხვა ფართობი: დამხმარე შენობის - 4,05 კვ.მ და 2,25 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 21) ი. ვ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 3 503,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), 1 145,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 286,96 კვ.მ შენობა-ნაგებობის (საცხოვრებელი ფართობი - 0,55 კვ.მ, დამხმარე ფართობის -10,40 კვ.მ ავტოფარეხის – 24,18 კვ.მ სხვა ფართობი – 2,25 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 22) ზ. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 327,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 623,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული 227,03 კვ.მ შენობა-ნაგებობის და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 23) ჯ. მ.-ის (პ/ნ ...), ნ. მ.-ის (პ/ნ ...), ს. მ.-ის (პ/ნ ...), ჯ. მ.-ის (პ/ნ ...) და ს. მ.-ის საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 901,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 601.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის, საერთო ფართობით – 262,955 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 24) ა. მ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 237,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: (...), 806,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 429,68 კვ.მ საცხოვრებელი ფართობი – 324,10 კვ.მ, დამხმარე ფართობის – 105,69 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 25. ა. მ.-ის (პ/ნ ...), მ. მ.-ის (პ/ნ ...), ე. მ.-ის (პ/ნ ...) და გ. მ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 2503,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 202,90 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი - 184,27 კვ.მ, მდებარე ფართობის – 18,63 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 26) ა. დ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 911,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიმართ მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...; 27) თ. წ.-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში (ადრინდელი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ...-ა) მდებარე 1010,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., 507,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავები მიმართ; 28) ე. ბ.-ის (პ/ნ ...) და ნ. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 431,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი: ...), მასზე განთავსბული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 168,09 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობი – 155,79 კვ.მ, სამეურნეო ფართობი – 12,30 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავები მიმართ; 29) თ. დ.-ის, ი. დ.-ის (პ/ნ ...), ლ. დ.-ის (პ/ნ ...), ნ. დ.-ის (პ/ნ ...), რ. დ.-ე (პ/ნ ...) და ჯ. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1046,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასატრო კოდი: ...) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 30) ბ. დ.-ის (პ/ნ ...), გ. დ.-ის (პ/ნ ...), დ. დ.-ის (პ/ნ ...), ი. დ.-ის (პ/ნ ...), მ. დ.-ის (პ/ნ ...) და ნ. დ.ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1062,00 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგბობის საერთო ფართობით – 229,98 კვ.მ (საცხოვრებელი ფართობის 187,69. დამხმარე ფართობის – 15,41 კვ.მ სხვა ფართობით: ავტოფარეხის - 26,88 კვ.მ) და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ. 31) ე. დ.-ის (პ/ნ ...), ე. დ.-ის (პ/ნ ...), ი. ჭ.-ის (პ/ნ ...), ლ. დ.-ის, მ. დ.-ის და ს. დ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1153,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 305,46 კვ. და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 32) გ. ც.-ის (პნ ...), გ. ც.-ის (პ/ნ ...), ე. ც.-ის, მ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...) და რ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 928,00 კვ.მ სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 227,69 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 33) ა. ც.-ის (პ/ნ ...), ზ. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), ხ. ც.-ის (პ/ნ ...) და ჯ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 621,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 393,62 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 34) ე. ც.-ის (პ/ნ ...), თ. ც.-ის (პ/ნ ...), ლ. მ.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...), რ. ც.-ის (პ/ნ ...), ს. ც.-ის (პ/ნ ...) და შ. ც.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 901,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ..., მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 514.60 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 35) თ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ს (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...), და ნ. პ.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 502,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 371,26 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 36) ა. ც.-ის (პ/ნ ...), მ. ქ.-ის (პ/ნ ...), მ. ც.-ის (პ/ნ ...), ნ. ც.-ის (პ/ნ ...) და შ. ც.-ის (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1709,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით - 296,84 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 37) ბ. კ.-ს (პ/ნ ...), ი. ხ.-ს (პ/ნ ...), ნ. კ.-ს (პ/ნ ...) და ს. კ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 1 228,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...), მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართობით – 188,85 კვ.მ და მრავალწლიანი ნარგავების მიმართ; 38) ა. კ.-ს (პ/ნ ...), გ. ქ.-ის (პ/ნ ...) დ. კ.-ს (პ/ნ ...) საერთო საკუთრებაში არსებული, ქ. ბათუმში, დასახლება ...-ში მდებარე 414,00 კვ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: ...) და მასზე განთავსებული მრავალწლიანი ნარგავების მიმართ).
განმცხადებელსა და დაინტერესებულ პირებს განემარტათ, რომ ექსპროპრიაციისას მესაკუთრის სათანადო კომპენსაციით უზრუნველყოფა იყო სავალდებულო.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება მათ მიმართ ქ. ბათუმის მერიის განცხადების დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-მ, პ. უ-მა და ო. უ-მა. აპელანტებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათ ნაწილში ქ. ბათუმის მერიის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ლ. კ-ას, ო. უ-სა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 2 თებერვლის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. კ-ამ, პ. უ-მა და ო. უ-მა. კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით მათ ნაწილში ქ. ბათუმის მერიის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მოპასუხისათვის მათ მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება; ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად და მისი განხილვა ჩაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 მაისის განჩინებით ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი მათი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და აღნიშნულ ნაწილში უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 დეკემბრის განჩინება, ხოლო ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ისათვის სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინებით ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარს სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტებს ხარვეზის შესავსებად განესაზღვრათ 7 დღე (ტ. II, ს.ფ. 213-215). ასევე დადგენილია, რომ აპელანტებმა ვადაში შეავსეს ხარვეზი და გადაიხადეს სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარის ოდენობით (ტ. II, ს.ფ. 218-219).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და პირობებს განსაზღვრავს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონი და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. საპროცესო ხარჯების საკითხი ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9-მე-11 მუხლებით არის მოწესრიგებული. ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე, საპროცესო ხარჯების საკითხის გადაწყვეტისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივარზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ.ა” ქვეპუნქტის თანახმად, ფიზიკური პირისათვის სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს – 5000 ლარს.
საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ექსპროპრიატორი ვალდებულია გადაიხადოს მხარეთა მიერ გაღებული ყველა ხარჯი, მათ შორის, სამართალწარმოების ხარჯები, აგრეთვე საექსპროპრიაციო ქონების შეფასებათან და მის გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, სახელმწიფო ბაჟის საკითხის გადაწყვეტა ხდება ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლი არის სპეციალური ნორმა, რომელიც არეგულირებს უშუალოდ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებულ დავებზე სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, მოცემული დავა არის ქ. ბათუმის მერიის მიერ განხორციელებულ ექსპროპრიაციასთან დაკავშირებული დავა, ,,აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ” საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, კასატორები განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჟეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდისაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს და ა. რ-ძეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარის ოდენობით.
ამასთან, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორების შუამდგომლობას საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე და დამატებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 406-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება, შეგებებული სარჩელის შეტანა და ხარჯების განსაზღვრა საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია. იმავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. ამდენად, საკასაციო სასამართლოზე დაუშვებელია ახალი მტკიცებულებების წარდგენა, რის გამოც კასატორების შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სახელმწიფო ბაჟის _ 150 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. ა. რ-ძეს დაუბრუნდეს მის მიერ 2010 წლის 15 ნოემბერს ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი;
3. ლ. კ-ას, ო. უ-ისა და პ. უ-ის შუამდგომლობა საქმეზე მტკიცებულებების დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს და წარმოდგენილი მტკიცებულებები დაუბრუნდეს მხარეს;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.