Facebook Twitter

¹ბს-482-479(2კ-11) 28 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ლ. ც-ძისა და ლ. თ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე თ. ც-ძის სარჩელისა და ლ. თ-ის შეგებებული სარჩელის გამო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2005 წლის 22 ივნისს თ. ც-ძემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხეების – ნოტარიუსების თ. ჯ-შვილის, დ. წ-ას, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ლ. თ-ის მიმართ და მოითხოვა შემდეგი აქტების სიყალბის ფაქტის დადგენისა და მათი ბათილად ცნობის შესახებ: ნოტარიუს თ. ჯ-შვილის მიერ გაცემული 2004 წლის 26 აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა; ი. ხ-ძესა და ვ. შ-ას შორის 1997 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება; ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ 2004 წლის 29 ივლისს ლ. თ-ის სახელზე გაცემული ცნობა-დახასიათება; საჯარო რეესტრის 2004 წლის 6 ოქტომბრის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 1-3; ტ.I).

2006 წლის 12 იანვარს ლ. თ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა საქალაქო სასამართლოში, რომლითაც უსაფუძვლობის მოტივით არ ცნო სარჩელი და მოითხოვა თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა თ. ც-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ქ. თბილისში, ... ქ. ¹58/10-ში მდებარე 6 კვ.მ დამხმარე ფართზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2005 წლის 11 აგვისტოს ¹... ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა აღნიშნული ფართის თ. ც-ძის სახელზე დარეგისტრირების შესახებ და სარეგისტრაციო ჩანაწერში ცვლილების განხორციელება (იხ. ს.ფ. 69-71; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით თ. ც-ძის სარჩელი 1997 წლის 29 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ნოტარიუს თ. ჯ-შვილის მიერ 2004 წლის 26 აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (იხ. ს.ფ. 256-257; ტ.I).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე თ. ც-ძე შეიცვალა უფლებამონაცვლით – ლ. ც-ძით (იხ. ს.ფ. 26; ტ.II).

მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს სხდომაზე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა 74კვ.მ დამხმარე ფართის ლ. თ-ის სახელზე რეგისტრაციის ნაწილში. შეგებებულმა მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 6 კვ.მ დამხმარე ფართზე თ. ც-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ტექბიუროს ჩანაწერის ბათილად ცნობა ნაწილობრივ (იხ. ს.ფ. 62-64; ტ.II).

საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ტექაღრიცხვის სამსახურის ცნობა-დახასიათების ბათილად ცნობის ნაცვლად მოითხოვა ჩანაწერის ნაწილობრივ ბათილად ცნობა 74 კვ.მ დამხმარე ფართის ლ. თ-ის დედის – ვ. შ-ას სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის შესახებ და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა აღნიშნული ფართის ლ. თ-ის საკუთრებად რეგისტრაციის ნაწილში (იხ. ს.ფ. 385; 400-401; ტ.II).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით ლ. ც-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის ჩანაწერი იმ ნაწილში, რომლითაც ... ქ. ¹58/10-ში მდებარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 17 სექტემბრის ¹497 განჩინებით თ. ც-ძისათვის მიკუთვნებული 6 კვ.მ დამხმარე ფართი აღირიცხა ვ. შ-ას საკუთრებად; ასევე ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრში 2004 წლის 29 სექტემბერს განხორციელებული რეგისტრაცია უძრავ ნივთზე საკადასტრო კოდით ¹... იმ ნაწილში, რომლითაც განხორციელდა ლ. თ-ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 1996 წლის 17 სექტემბრის ¹497 განჩინებით თ. ც-ძისათვის მიკუთვნებული 6 კვ.მ დამხმარე ფართზე; ლ. თ-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 431-435; ტ.II).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-მა და ლ. ც-ძემ.

ლ. თ-მა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ლ. ც-ძის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო ლ. თ-ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 453-462; ტ.II).

ლ. ც-ძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 444-452; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ლ. ც-ძისა და ლ. თ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 108-120; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ლ. თ-მა და ლ. ც-ძემ.

ლ. თ-მა მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის (იხ. ს.ფ. 127-134; ტ.III).

ლ. ც-ძემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 14 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება ნაწილობრივ, ლ. ც-ძის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 135-143; ტ.III).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 და 29 აპრილის განჩინებებით წარმოებაში იქნა მიღებული ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრები დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრების ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 168-169; 187-188; ტ.III).

საკასაციო საჩივრების დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს კასატორებმა.

ლ. თ-მა და მოითხოვა ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 196-201; ტ.III).

ლ. ც-ძემ მოითხოვა ლ. თ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 202; ტ.III).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ისინი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორების _ ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრები არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივრები დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორებს _ ლ. ც-ძესა და ლ. თ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეთ მათ მიერ თავიანთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300-300 ლარის) 70%, _ თითოეულს 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. თ-ისა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორებს _ ლ. ც-ძესა და ლ. თ-ს დაუბრუნდეთ მათ მიერ თავიანთ საკასაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300-300 ლარის) 70%, _ თითოეულს 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.