Facebook Twitter

¹ბს-517-512 (2კ-11) 29 ივნისი, 2011წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ჭ-ძემ, დ. ღ-ძემ, ი. ც-შვილმა, ზ. ც-ძემ, რ. ბ-შვილმა, მ. გ-ძემ, თ. კ-ძემ, შ. ო-ვამ, ა. ბ-შვილმა, თ. ყ-შვილმა, ს. ქ-ძემ, ნ. გ-შვილმა და ნ. შ-ამ 27.08.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და აღნიშნული თანხების გაცემის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დაკისრება მოითხოვეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა სახელფასო დავალიანების _ თ. ჭ-ძის სასარგებლოდ 1590,99 ლარის, დ. ღ-ძის _ 932 ლარის, ი. ც-შვილის _ 607,11 ლარის, ზ. ც-ძის _ 419,21 ლარის, რ. ბ-შვილის _ 1066,47 ლარის, მ. გ-ძის _ 698,34 ლარის, თ. კ-ძის _ 728,77 ლარის, შ. ო-ვას _ 1398,36 ლარის, ა. ბ-შვილის _ 401,31 ლარის, თ. ყ-შვილის _ 194,40 ლარის, ს. ქ-ძის _ 37,70 ლარის, ნ. გ-შვილის _ 1358,05 ლარის, ნ. შ-ას _ 436,62 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მივლინების, პრემიის, ულუფის კომპენსაციისა და დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10 წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც თ. ჭ-ძეს, დ. ღ-ძეს, ი. ც-შვილს, ზ. ც-ძეს, რ. ბ-შვილს, მ. გ-ძეს, თ. კ-ძეს, შ. ო-ვას, ა. ბ-შვილს, თ. ყ-შვილს, ნ. გ-შვილს და ნ. შ-ას უარი ეთქვათ ულუფის კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს თ. ჭ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა ულუფის თანხის _ 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, დ. ღ-ძის სასარგებლოდ _ 1999 წ. ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ი. ც-შვილის სასარგებლოდ _ 1999 წ. ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ზ. ც-ძის სასარგებლოდ _ 1999 წ. ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, რ. ბ-შვილის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, მ. გ-ძის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, თ. კ-ძის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შ. ო-ვას სასარგებლოდ _ 1999 წ. ულუფის თანხის _ 184,05 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ა. ბ-შვილის სასარგებლოდ 1999 წ. ულუფის თანხის _ 207,68 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, თ. ყ-შვილის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ნ. გ-შვილის სასარგებლოდ _ ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ნ. შ-ას სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ასევე თ. ჭ-ძემ დ. ღ-ძემ და სხვებმა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმე ¹ბს-1608-1536(კ-09), საქმე ¹ბს-1588-1547(კ-10)).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ – შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.