Facebook Twitter

¹ბს-765-759(უს-11) 21 ივნისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა შ. ჯ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ნ. რ-ამ სარჩელი აღძრა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე კრწანისი-მთაწმინდის გამგეობისა და მესამე პირის – გ. წ-შვილის მიმართ და მოითხოვა კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 18 თებერვლის ¹102 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის დაბრუნება (იხ. ტ.1; ს.ფ. 3).

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ.1; ს.ფ. 51-52).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ (იხ. ტ.1; ს.ფ. 54-46).

ნ. რ-ამ განცხადებით მიმართა საოლქო სასამართლოს და მოითხოვა სადავო სახლზე, მდებარე ... ქუჩა ¹10-ში, ყადაღის დადება საკითხის საბოლოო გადაწყვეტამდე (იხ. ტ.1; ს.ფ. 92-93).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის განჩინებით, ნ. რ-ას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; ყადაღა დაედო ქალაქ თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე სახლის მეორე სართულის ერთ ოთახს (16კვ.მ) (იხ. ტ.1; ს.ფ. 99-100).

საოლქო სასამართლოში საქმის განხილვისას, 2004 წლის 15 სქტემბრის სასამართლო სხდომაზე, ნ. რ-ამ გაზარდა დავის საგანი და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის კიროვის რაისაბჭოს აღმასკომის 1987 წლის 18 თებერვლის ¹102 გადაწყვეტილებისა და 1995 წლის 31 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების აღდგენა (იხ. ტ.1; ს.ფ. 144-147).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის საოქმო განჩინებით სასამართლომ დააკმაყოფილა მხარის მოთხოვნა დავის საგნის გაზრდის თაობაზე და პრივატიზაციის ხელშეკრულების მონაწილენი, გამგეობა და გ. წ-შვილი, საქმეში ჩააბა მოპასუხეებად, ხოლო ხელშეკრულების დამმოწმებელი ნოტარიუსი მესამე პირად (იხ. ტ.1; ს.ფ. 144-147).

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. რ-ას სარჩელი (იხ. ტ.1; ს.ფ. 150-154).

სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. რ-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება (იხ. ტ.1; ს.ფ. 163-165).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.1; ს.ფ. 224-230).

ნ. წ-შვილმა, 2010 წლის 17 დეკემბერს, განცხადებით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე სახლის მეორე სართულის ერთ ოთახზე (16.კვ.მ) ყადაღის მოხსნა (იხ. ტ.2; ს.ფ. 1-2).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. წ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე სახლის მეორე სართულის ერთ ოთახზე (16.კვ.მ) დადებული ყადაღა ჩაითვალა მოხსნილად, შემდეგი მოტივაციით:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით, რომლის თანახმად, “სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”. ამდენად, მითითებული მუხლი პირდაპირ ადგენს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კი კონკრეტულ შემთხვევაში თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის მოტივით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 16 იანვრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ნ. რ-ას სარჩელი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005 წლის 28 აპრილის განჩინებით ნ. რ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება. ამდენად, კანონიერ ძალაშია შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. რ-ას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ტ.2; ს.ფ. 24-28).

2011 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ჯ-მა და მიუთითა, რომ ნ. რ-ა გარდაიცვალა 2006 წლის 12 აგვისტოს და მისი უფლებამოსილება ეკუთვნის მას, როგორც კანონიერ მეუღლეს და ითხოვს ნ. წ-შვილის მიერ მითვისებულ ფართზე ყადაღის აღდგენასა და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ ცნობას (იხ. ტ.2; ს.ფ. 41).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით შ. ჯ-ის განცხადება დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ იგი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 1971-ე მუხლის მოთხოვნას და მას ხარვეზის შევსების მიზნით უნდა წარმოედგინა საჩივარი, სადაც აღნიშნული იქნებოდა გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელება და მითითება თუ რაში მდგომარეობდა განჩინების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვდა საჩივრის შემომტანი პირი; ნ. რ-ას გარდაცვალებისა და მისი უფლებამონაცვლეობის (სამკვიდრო მოწმობის მიღების) დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად, განესაზღვრა საპროცესო ვადა 7 დღე (იხ. ტ.2; ს.ფ. 42-44).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შ. ჯ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (იხ. ტ.2; ს.ფ. 47-49).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ. ჯ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დარღვეულია საპროცესო სამართლის ნორმები. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა იგი, რაც სსსკ-ის 393-ე მუხლისა და ამავე კოდექსის 394-ე მუხლის “ე”, “ე1” ქვეპუნქტების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.

საქმის მასალებით დგინდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ. წ-შვილის განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 26 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ქ. თბილისში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე სახლის მეორე სართულის ერთ ოთახს (16.კვ.მ) მოეხსნა ყადაღა (იხ. ტ.2; ს.ფ. 24-28).

2011 წლის 4 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მომართა შ. ჯ-მა და მიუთითა, რომ ნ. რ-ა გარდაიცვალა 2006 წლის 12 აგვისტოს, რომლის უფლებამოსილება ეკუთვნის მას, როგორც კანონიერ მეუღლეს და მოითხოვა ნ. წ-შვილის მიერ მითვისებულ ფართზე ყადაღის აღდგენა და აღნიშნული ფართის მესაკუთრედ ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 41).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შ. ჯ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი (იხ. ტ.2; ს.ფ. 47-49).

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 197.1 მუხლის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის გაუქმების განჩინებაზე შეიძლება საჩივრის შეტანა, ხოლო ამავე კოდექსის 1971-ე მუხლი განსაზღვრავს საჩივრის განხილვის წესს და ადგენს მის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს, კერძოდ, მითითებული ნორმის თანახმად, სასამართლო საჩივარს წარმოებაში იღებს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესების თანახმად, თუ სასამართლო საჩივარს დასაშვებად და დასაბუთებულად მიიჩნევს იგი აკმაყოფილებს მას, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივარს საქმის მასალებთან ერთად სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადაუგზავნის ზემდგომ სასამართლოს განჩინების მიღებიდან 5 დღის ვადაში.

ამდენად, მითითებული ნორმის თანახმად, საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს ის სასამართლო, რომელმაც განიხილა განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ხოლო ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უკვე საჩივრის დაუშვებლად და დაუსაბუთებლად ანუ არდაკმაყოფილების პირობებშია უფლებამოსილი იმსჯელოს მისი მოტივების საფუძვლიანობაზე.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით შ. ჯ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 31 იანვრის განჩინებაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი, იმ მოტივით, რომ საჩივრის ავტორის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ იქნა აღმოფხვრილი.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე იყო არა საჩივრის დასაბუთებულობის არამედ, სსსკ-ის 1971.1 მუხლით განსაზღვრული საჩივრის წარმოებაში მიღების პროცესუალური წინაპირობების შემოწმება, ვინაიდან, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს საჩივრის წარმოებაში მიღებას შესაბამისი ინსტანციის სასამართლოსათვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კონკრეტულ შემთხვევაში კი სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილი წესით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს შ. ჯ-ის საჩივარი სსსკ-ის 368.5 შესაბამისად, უნდა დაეტოვებინა განუხილველად დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, შ. ჯ-ის მიერ არ იქნა აღმოფხვრილი სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 7 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზი, რაც წარმოადგენს საჩივრის განუხილველად დატოვების და არა სსსკ-ის 1971.2 შესაბამისად, დაუშვებლად ცნობისა და ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გადაგზავნის საფუძველს.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არასწორად იქნა განმარტებული საპროცესო კანონი, ვინაიდან საჩივრის დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებისა და საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად დაუსაბუთებლად და დაუშვებლად ცნობის ანუ დაუკმაყოფილებლობის შემთხვევებში კანონი ითვალისწინებს სხვადასხვა პროცესუალურ შედეგებს, კერძოდ, განჩინება საჩივრის დაუშვებლობის მოტივით განუხილველად რჩება იმ დროს როცა იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 1971 მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის ფორმალურ წინაპირობებს და განჩინება დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვების თაობაზე საჩივრდება კერძო საჩივრით, ხოლო სსსკ-ის 1971.2 მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო უკვე საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმებისას მისი დაუსაბუთებლად და დაუშვებლად ცნობის ანუ დაუკმაყოფილებლობის პირობებშია უფლებამოსილი იმსჯელოს მის საფუძვლიანობაზე, ამასთან შეამოწმოს საჩივრის თაობაზე ქვემდგომი სასამართლოს განჩინების კანონიერება მხოლოდ მის მიერ საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და მისი ზემდგომ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ განჩინების საფუძველზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით, არა აქვს მინიჭებული კომპეტენცია იმსჯელოს წარმოდგენილ საჩივარზე და აღნიშნულზე გავლენას ვერ მოახდენს ის გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი განჩინებით არასწორად განმარტა მისი გასაჩივრების წესი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შ. ჯ-ის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 26.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. ჯ-ის საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინება და საქმე შ. ჯ-ის საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.