Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1017-1009(კ-11) 21 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა კ. მ-ოვის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 9 ივნისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-1017-1009(კ-11) კ. მ-ოვის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 ივნისის განჩინებით კ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სსკ-ის 396.1 მუხლის ,,ე» ქვეპუნქტის მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული კასაციის მიზეზი და სართოდ არ შეიცავდა დასაბუთებას თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა, ასევე საკასაციო საჩივარზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. შესაბამისად, მითითებული ხარვეზების შესავსებად კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ს.ფ. 147-149).

ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო საჩივრის ავტორს _ კ. მ-ოვს საკასაციო სასამართლოსთვის არ მოუმართავს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო რა საქმის მასალებს, მიაჩნია, რომ კ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის ავტორს – კ. მ-ოვის საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, განუსაზღვრა გონივრული ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1 მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

კონკრეტულ შემთხვევაში, ხარვეზის მითითების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინების ასლი საკასაციო საჩივრის ავტორს – კ. მ-ოვს და მის წარმომადგენელ გ. გ-ძეს გაეგზავნათ საპროცესო კოდექსის 13.2 და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 151, 153).

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13.2 მუხლი ავალდებულებს სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, ბრძანების, დადგენილების ასლი, გაუგზავნოს მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგაზავნილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინების ასლი კ. მ-ოვის რძალს ნ. ჯ-ოვას ჩაჰბარდა - 2011 წლის 28 ივნისს, რაც დასტურდება მისივე ხელმოწერით (იხ. 1567), ხოლო მის წარმომადგენელ – გ. გ-ძის გზავნილი კი დაუბრუნდა სასამრთლოს, იმ მოტივით, რომ სასამართლო კურიერის საქმეში მითითებულ მისამართზე არაერთხელ გამოცხადების მიუხედავად გ. გ-ძე არ ომყოფებოდა სახლში (ის. ს.ფ. 159).

სსსკ-ის 74.1 მუხლის შესაბამისად, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, სასამართლო დოკუმენტი ბარდება ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, რომელიც ვალდებულია დოკუმენტი დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. ამასთან, დოკუმენტის ჩაბარება მითითებული პირისათვის ითვლება ადრესატისათვის ჩაბარებად.

საქმეში წარმოდგენილი საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების თანახმად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 17 ივნისის განჩინების ასლი კ. მ-ოვის რძალს ჩაჰბარდა - 2011 წლის 28 ივნისს (იხ. 156), საკასაციო სასამართლოს განმარტებით, კონკრეტულ შემთხვევაში ხარვეზის შევსებისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს ხარვეზის განჩინების კ. მ-ოვის რძლისათვის ჩაბარების დღიდან და შესაბამისად, ზემოაღნიშნულიდან გამომიდნარე, ხარვეზის შესავსებად საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული 10-დღიანი ვადა ამოიწურა – 2011 წლის 8 ივლისს, მაგრამ წინამდებარე განჩინების გამოტანის დროისათვის, საკასაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოსათვის არ მოუმართავს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. მ-ოვის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.