Facebook Twitter
¹ბს-1037-1028(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-1037-1028(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 6 აპრილს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს «...» მოპასუხეების საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 31 დეკემბრის ¹1045 საგადასახადო მოთხოვნის, რუსთავის რეგიონული ცენტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ¹10572 ბრძანების, 2009 წლის 8 დეკემბრის ¹036220 საგადასახდო სამართალდარღვევის ოქმის, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 11 თებერვლის ¹774 ბრძანების ბათილად ცნობას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 15 მარტის ¹425/2/10 გადაწყვეტილების ნაწილობრივ ბათილად ცნობას.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “...”-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 8 დეკემბრის ¹036220 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რუსთავის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 25 დეკემბრის ¹10572 ბრძანება, 2009 წლის 31 დეკემბრის ¹1045 «საგადასახადო მოთხოვნა», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 11 თებერვლის ¹774 ბრძანება.

ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 15 მარტის ¹425/2/10 გადაწყვეტილება. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონულ ცენტრს დაევალა შპს «...»-ის კუთვნილ საყოფაცხოვრებო ნივთების ობიექტში ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგები გამოეკვლია და შეეფასებინა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი საფუძვლების ურთიერთშეჯერების საფუძველზე და შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მოპასუხეებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონულ ცენტრს სოლიდარულად დაეკისრათ შპს «...»-ის სასარგებლოდ 1356 ლარის გადახდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონულმა ცენტრმა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მარტის საოქმო განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის რუსთავის რეგიონული ცენტრის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ შემოსავლების სამსახური.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, სარჩელი დაკმაყოფლიდა ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი რუსთავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 8 დეკემბრის ¹036220 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, 2009 წლის 25 დეკემბრის ¹10572 ბრძანება, 2009 წლის 31 დეკემბრის ¹1045 «საგადასახადო მოთხოვნა», საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 11 თებერვლის ¹774 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 15 მარტის ¹425/2/10 გადაწყვეტილება და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმის გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი შპს ,,...’’-ის მიმართ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია ისეთი საპროცესო დარღვევებით, რომელმაც არსებითად არ იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის (იხ. განჩინება საქმე ბს-1037-1028 (კ-10).

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.