¹ბს-1805-1760(კ-10) 20 ივლისი, 2011 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე;
კასატორი – ი. ა-ი;
მოწინააღმდეგე მხარე –სსიპ შემოსავლების სამსახური;
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 30 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ი. ა-მა მოპასუხის–შემოსავლების სამსახურის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის 01.03. 10წ. ¹პ-455 ბრძანების ბათილად ცნობას, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ადეკვატურ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურებას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით ი. ა-ის სარჩელი მოპასუხე შემოსავლების სამსახურის მიმართ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ადეკვატურ თანამდებობაზე აღდგენის და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ნაწილში განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით ი. ა-ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ა-ი 2009 წლის პირველი სექტემბრიდან გათავისუფლების დღემდე მუშაობდა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... თანამდებობაზე; შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 18.03¹16-05/8851 წერილით, ადვოკატ ნ. ო-ს მიეწოდა საჯარო ინფორმაცია მასზედ რომ, ... დეპარტამენტის ... სამმართველოს მიერ, 2009 წლის 1 სექტემბრიდან 2010 წლის 28 თებერვლის ჩათვლით, შესრულებულია 2033 წერილი, მათ შორისაა ი. ა-ის 49 წერილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 01.03¹პ/455 ბრძანებით, .... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... ი. ა-ი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან; ... დეპარტამენტის უფროსის დ. ჭ-ას მ/წ 18 თებერვლის ¹7730 მოხსენებითი ბარათის თანახმად, ... სამმართველოს მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ... კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნქციებთან ერთად შედის მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, რაც ი. ა-ის მიერ ვერ სრულდება ჯეროვნად არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონზე და განმარტა, რომ მოსამსახურეთა სამსახურში მიღების და სამსახურის გავლის წესის საფუძველი და მათი სოციალური დაცვის გარანტიები რეგულირდება ამ კანონით და მის შესაბამისად გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, მათ შორის სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის და გათავისუფლების, სამსახურის გავლის, ატესტაციის, კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების ფორმების და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების წესი და საფუძვლები; სასამართლომ დასახელებული კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე’’ ქვეპუნქტის საფუძველზე განმარტა, რომ მოხელე შესაძლოა გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო; აღნიშნული საკითხის შეფასება სასამართლო კოლეგიის მითითებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება და უკავშირდება მოსამსახურის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ფუნქციების და საქმიანობის განხორციელებას.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტსა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 2.1 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტზე, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე.
Pპირველი ინსტანციის სასამართლომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილისა და ამ მუხლის მე-2 ნაწილზე დაყრდნობით, მიიჩნია, რომ სადავო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 01.03¹პ/455 ბრძანება შეიცავს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწიებულ რეკვიზიტებს, მათ შორის იმ საკანონმდებლო ნორმებს, რომელთა საფუძველზე გამოიცა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველია.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით ი. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველ მუხლში საჯარო სამსახური განმარტებულია, როგორც საქმიანობა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო დაწესებულებებში-საჯარო ხელისუფლების ორგანოებში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი უნდა მოწესრიგდეს პირველ რიგში ,,ფინანთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისისა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა «შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე.’’ ქვეპუნქტსა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე და მათ საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო მოხელე თავისი ფუნქციონალური დატვირთვით წარმოდგენს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულ პირს და მას შესაბამისად, განსაკუთრებული მითითებების გარეშე, ეკისრება ვალდებულება კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულოს დაკისრებული ვალდებულება. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საჯარო მოხელე სწორედ იმით განსხვავდება კერძო დაწესებულებებში მომსახურე პირისგან, რომ მისი შრომითი ურთიერთობა დაკავშირებულია საჯარო სამსახურის განხორციელებასთან, მისი საქმიანობის მიზანი სახელმწიფო საქმიანობაა და სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს თავის მხრივ განსაკუთრებულ ვალდებულებებსაც, რასაც მას თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში აკისრებს კანონი. მოცემულ შემთხვევაში, სადავო საკითხია რამდენად სწორად განხორციელდა ი. ა-ის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება და რამდენად შეესაბამება იგი დასახელებული კანონის მოთხოვნებს; სააპელაციო პალატამ მიუთითა აპელანტის გათავისუფლების დროს მოქმედ ,,საქართველოს ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე.’’ ქვეპუნქტსა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლზე და მათ საფუძველზე განმარტა, რომ საჯარო მოხელის გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველად კანონი დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის გამო, არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების არსებობის შემთხვევაში, ითვალისწინებს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას.
სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის მითითება სადავო სამართალურთიერთობაზე ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 81-ე მუხლის გამოყენების თაობაზე, რომელიც მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მიიჩნევს ატესტაციის შედეგებს. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში აპელანტის გათავისუფლების საფუძველია არა ატესტაციის შედეგები, არამედ, მისი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული შედეგი, რაც ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე.’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, უფლაბამოსილი თანამდებობის პირის მიერ, მოხელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ღონისძიებამ არ გამოიწვია ი. ა-ის კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი ხელყოფა, ვინაიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფროსის მიერ 2010 წლის 01.03. ¹პ-455 გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სრულ შესაბამისობაშია ,,შემოსავლების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე.ე.’’ ქვეპუნქტსა და ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 52-ე მუხლების მოთხოვნებთან.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ა-მა.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე პალატისათვის დაბრუნებას.
Kკასატორის მოსაზრებით, ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს თანაზომიერებისა და კანონიერების პრინციპის უგულებელყოფას, ადმინისტრაციული ორგანოს თავისუფალი მოქმედების სფერო შებოჭილია კანონით და მთავრდება იქ, სადაც იწყება კანონით დადგენილი შეზღუდვები. საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ ი. ა-ის პროფესიული თვისებების შეფასება არ განეკუთვნება «შესაბამისი თანამდებობის პირის კომპეტენციას», ვინაიდან ამგვარ დისკრეციას (კომპეტენციას) თანამდებობის პირის, არ ცნობს საქართველოს კანონი «საჯარო სამსახურის შესახებ» და არც სხვა რომელიმე ნორმატიული აქტი, ხოლო რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ ფუნქციებს_ეს უნდა იყოს სამართლის ნორმა, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს აძლევს შესაძლებლობას, რამდენიმე სასურველი გადაწყვეტილებიდან მიიღოს ერთ-ერთი და არა გადაწყვეტილება მიიღოს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-13 მუხლის დარღვევით. Kკასატორი თვლიდა, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად იქნა გათვალისწინებული ი. ა-ის სამსახურიდან განთავისუფლების პრინციპები_შეფასდა თუ არა გადასაწყვეტი საკითხი კანონით დადგენილი წესით და აღნიშნული შეჯერების საფუძველზე იქნა თუ არა მიღებული ოპტიმალური გადაწყვეტილება. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დასაბუთებას იმის თაობაზე, თუ რა კონკრეტული ფაქტებით გამოიხატა ი. ა-ის არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები და ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელი კანონით უნდა შეფასებულიყო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2009 წლის 1 სექტემბრის ¹პ-2554 ბრძანებით შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) ... სამმართველოს ... განყოფილების ..._ი. ა-ი-გადაყვანილ იქნა შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... თანამდებობაზე, 2009 წლის პირველი სექტემბრიდან.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 1 მარტის ¹პ-455 ბრძანებით ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ... ი. ა-ი არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
განთავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო მომსახურების დეპარტამენტის უფროსის დ. ჭ-ას 2010 წლის 18 თებერვლის ¹7730 მოხსენებითი ბარათი.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს განთავისუფლების სამართლებრივ საფუძვლებზე: «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის «ე.ე» ქვეპუნქტსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» და «ზ» ქვეპუნქტზე.
«საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის «ე.ე» ქვეპუნქტის თანახმად, მოსამსახურის სამსახურიდან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევები.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების» მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის «ვ» და «ზ» ქვეპუნქტზე, რომლის შესაბამისადაც სამსახურის უფროსი თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს, იგი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის მომსახურების დეპარტამენტის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე დანიშვნა, ისევე, როგორც თანამდებობიდან მისი გათავისუფლება, წარმოადგენს სამსახურის ხელმძღვანელის უფლებამოსილებას, რომელსაც იგი ახორციელებს ერთპიროვნულად. სამსახურის ხელმძღვანელი უფლებამოსილია, «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საფუძვლების გამოვლების შემთხვევაში დაკავებული თანამდებობიდან ვადამდე გაათავისუფლოს სამსახურის საჯარო მოსამსახურე.
მომსახურების დეპარტამენტის უფროსის დ. ჭ-ას 2009 წლის 18 თებერვლის ¹7730 მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ ... კომპეტენციის ფარგლებში სხვა ფუნციებთან ერთად შედის მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, რაც ი. ა-ის მიერ ჯეროვნად ვერ სრულდებოდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2007 წლის 2 მარტის ¹170 ბრძანებით დამტკიცებული «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების» მე-3 მუხლის თანახმად, გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს სწორედ კომპეტენციის ფარგლებში მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის და განხორციელებული ცვლილებების ეფექტურობის ანალიზის უზრუნველყოფა და საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადების და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადების უზრუნველყოფა.
მითითებული სამართლებრივი საფუძვლით მოხელის სამსახურიდან დათხოვნა უკავშირდება მოსამსახურის პროფესიული უნარ-ჩვევების შეფასების უფლებამოსილებას, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს უქმნის დისკრეციის, შეფასების თავისუფლების ფართო არეალს, ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, შეამოწმოს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია თუ არა მოსარჩელის პროფესიული ჩვევების შეფასების ობიექტურობის კრიტერიუმები, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ი. ა-ის მიერ მომზადებული საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის სრულყოფაზე წინადადებებისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესახებ ინფორმაცია საქმის წარმოების სამმართველოში არ იძებნება.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიუთითა, რომ ი. ა-ი იყო ... დეპარტამენტის ... სამმართველოს ..., რომლის განთავისუფლებაც «საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას წარმოადგენს, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობების მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და არ არსებობს მისი, როგორც კანონსაწინააღმდეგო აქტის, ბათილად ცნობის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი ი. ა-ს სააპელაციო საჩივრისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ა-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 ოქტომბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.