Facebook Twitter
¹ბს-191-188(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-191-188(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ ნ. გოგატიშვილი

კასატორები (მოპასუხეები) _ა., ლ., ს. და ა. ე-ები, წარმომადგენელი ე. თ-ი, ა. ბ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი მ. ჯ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე _ ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონის გამგეობა, წარმომადგენელი თ. გ-ა;

მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, წარმომადგენელი ვ. გ-ი;

მოწინააღმდეგე მხარე _ პ. კ-ე, წარმომადგენელი გ. კ-ე;

მესამე პირი_ქ. თბილისის მერია;

გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარად აღიარება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 11 დეკემბერს პ. კ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების- ისანი-სამგორის რაიონის გამგეობისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის, მესამე პირების-საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ა., ლ., ს. და ა. ე-ებისა და თბილისის მერიის მიმართ.

Mმოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 22 მაისს ს. ე-ზე ... მე-... მ/რ, ... კორპუსში, ¹55 ბინაზე გაცემული ორდერის (სერია ¹..., 010492) არარად აღიარებასა და ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹724 განკარგულებისა და საკუთრების დამადასტურებელი ¹1346 მოწმობის ბათილად ცნობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით პ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა აღიარებული ისანი-სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 22 მაისს ს. ე-ზე ... მე-... მ/რ, ... კორპუსში, ¹55 ბინაზე გაცემული ორდერი (სერია ¹..., 010492); ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹724 განკარგულება და საკუთრების დამადასტურებელი ¹1346 მოწმობა ძალაში შესვლის დღიდან.

სასამართლომ მიუთითა, რომ წითელ დროშოვანი სამხედრო ოლქის 1992 წლის 20 მაისის ¹289 წერილის საფუძველზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ 1992 წლის 22 მაისს ს. ე-ზე ოჯახით 4 სულზე ... მე-... მ/რ, 6ბ კორპუსში, ¹55 ბინაზე გაცემული იქნა ორდერი (სერია ¹..., 010492). ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 09 ოქტომბრის ¹727 განკარგულებით დაკმაყოფილდა ს. ე-ის თხოვნა და საკუთრებაში გადაეცა ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა მდებარე: ... ... მ/რ, კორპ ¹..., ბინა ¹55, საერთო ფართით 70.77 კვ.მ. მათ შორის საცხოვრებელი ფართი 32,03 კვ.მ. ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე მოქალაქეებს ს. ე-ს, ლ. ე-ს, ა. ე-ს და ა. ე-ს. ქ. თბილისის მერიის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან 2004 წლის 19 აპრილს გაცემული ცნობით დასტურდება, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1992 წლის სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება მოქალაქე სერგეი ს. ძე ე-ის ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ არსებობს, ხოლო ორდერში მითითებული ¹289 გადაწყვეტილება ეხება სხვა მოქალაქეს.

საქართველოს შეირაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 2009 წლის 18 სექტემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ქ. თბილისი, ... მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა 55 აღრიცხულია თავდაცვის სამინისტროს საბინაო ფონდში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი ცენტრალური საბინაო კომისიის 2008 წლის 3 დეკემბრის ¹9 ოქმის გადაწყვეტილების საფუძველზე. 2009 წლის 17 ივლისს გაერთიანებული შტაბის ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის ¹219 ბრძანებულების საფუძველზე მოსარჩელის მიმართ გასცა ¹3-11/5657 ცნობა საცხოვრებელი ფართის პრივატიზებისათვის. 2009 წლის 15 იანვარს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცენტრალური საბინაო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე გაფორმდა საბინაო ფონდიდან სამხედრო მოსამსახურეზე განაწილებული საცხოვრებელი ფართის ¹246 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის მიხედვით საბრძოლო პოლიციის ბატალიონის საჯარისო სამსახურის უფროსს პ. კ-ეს გადაეცა ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ, ¹... კორპუსში მდებარე ¹55 ოროთახიანი ბინა. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2009 წლის 17 ივნისის ¹330 განკარგულებით პ. და მ. კ-ეებს საკუთრებაში გადაეცა ოროთახიანი ბინა მდებარე: ქ. თბილისში, ... ... მ/რ, კორპუსი ¹..., ბინა ¹55 საერთო ფართით 71.84 კვ.მ. მ/შორის საცხოვრებელი ფართი 33.22 კვ.მ ფართობის კანონიერი სარგებლობის დამადასტურებლი დოკუმენტის საფუძველზე, რაზედაც გაცემული იქნა საკუთრების დამადასტურებლი მოწმობა ¹2746. ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹724 განკარგულებით სადაო ბინის ს. ე-ზე საკუთრების უფლებით გადაცემა განხორციელდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანხმობის გარეშე.

სასამართლომ მიუთითა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლზე და განმარტა, რომ ორდერი, რომელიც საცხოვრებელ სადგომში შესახლების ერთადერთი საფუძველია, წარმოადგენს აღმჭურველ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, წერილობით განკარგულებას მასში მითითებულ პირთათვის სარგებლობის, საცხოვრებელი სადგომის ქირავნობის ხელშეკრულების დადების შესახებ, რომელიც წარმოშობს ორდერის მიმღებ მოქალქეებსა და საბინაო-საექსპლუატაციო ორგანოთა შორის განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ისნის რაიონის გამგეობის მიერ სერგეი ე-ზე 1992 წლის 22 მაისს გაცემული სადავო ორდერი წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რამდენადაც ის გამოცემულია არაუფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

სასამართლომ განმარტა, რომ საცხოვრებელი სადგომები, რომლებიც შედიოდა საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ რუსეთის ფედერაციის ჯარების ჯგუფის კუთვნილ საბინაო ფონდში, წარმოადგენდა სამსახურებრივ საცხოვრებელ სადგომებს.

სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, სადაო ბინა წარმოადგენდა სამსახურებრივი დანიშნულების ბინას, რომლის დანიშნულებას ცალსახად განსაზღვრავდა სადავო ორდერის გამოცემის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 112-ე მუხლი, რომლითაც სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები განკუთვნილი იყო იმ მოქალაქეთათვის, რომლებიც თავიანთი შრომითი ურთიერთობის ხასიათის გამო მუშაობის ადგილზე ან მის მახლობლად უნდა ცხოვრობდნენ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილებას სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომების მიცემის შესახებ იღებდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციების ადმინისტრაცია, ასევე ჯარის ნაწილის სარდლობა, რომელთა გამგებლობაში იყო სამსახურებრივი საცხოვრებელი სადგომები. სასამართლომ მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, ვერც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და ვერც მესამე პირების წარმომადგენელთა მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისად ვერ იქნა დასაბუთებული ის გარემოებები, რომ ს. ე-ი წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. ასეთი გარემოების დადასტურების შემთხვევაშიც კი სასამართლოს მოსაზრებით ისნის რაიონის გამგეობა არ იყო უფლებამოსილი წითელი დროშ. სამხ. ოლქის ¹289 წერილის საფუძველზე გაეცა ორდერი, რამდენადაც ქ. თბილისში, ... მე-... მ/რ, კორპუსი ..., ბინა ¹55 წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის მფლობელობაში არსებულ ქონებას, რომელიც საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992 წლის ¹446 და 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებების საფუძველზე გადაეცა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც მის სამართალმემკვიდრეს. ამასთან, ქ. თბილისის მერიის ცენტრალური სახელმწიფო არქივიდან 2004 წლის 19 აპრილს გაცემული ცნობით სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1992 წლის სხდომის ოქმებში გადაწყვეტილება მოქალაქე ს. ს. ძე ე-ის ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ არსებობს, ხოლო ორდერში მითითებული ¹289 გადაწყვეტილება ეხება სხვა მოქალაქეს.

სასამართლომ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზეც, რომ ორდერი ს. ე-ზე გაცემულია ისნის რაიონის გამგეობის მიერ, მაშინ როცა სადავო ბინა მდებარეობს ..., შესაბამისად, ისნის რაიონის გამგეობა გასცდა მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებს, რამდენადაც სხვა ადმინისტრაციული ერთეულის გამგებლობაში არსებულ ბინაზე ის არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება ბინის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობის 2007 წლის 9 ოქტომბრის ¹724 განკარგულება და საკუთრების დამადასტურებელი ¹1346 მოწმობა გაცემულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების უგულვებელყოფით. კერძოდ, 2007 წლის 29 იანვრის ¹73 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის მე-2 მუხლის ,,ე» ქვეპუნტით უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ დოკუმენტში მოიაზრება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი ან საბინაო წიგნი, ისე სხვა დოკუმენტიც, რომლითაც შესაძლებელია საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი ფართის კანონიერად სარგებლობის დადასტურება. კონკრეტულ შემთხვევაში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სადავო ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა განახორციელა ს. ე-ზე, რომელიც არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, რამდენადაც დოკუმენტი, რომელიც მის მიერ წარდგენილი იქნა საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში, რეალურად წარმოადგენდა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მეტიც, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ არსებობდა არც თავდაცვის სამინისტროს თანხმობა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა., ლ., ს. და ა. ე-ებმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით ა., ლ., ს. და ა. ე-ების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგეობამ სადავო ბინაზე საკუთრების უფლების გადაცემა განახორციელა ს. ე-ზე, რომელიც არ წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის კანონიერ მოსარგებლეს, რამდენადაც დოკუმენტი, რომელიც მის მიერ წარდგენილი იქნა საკუთრების უფლების მოპოვების მიზნით ადმინისტრაციულ ორგანოში, რეალურად წარმოადგენდა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემულ არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ არსებობდა არც თავდაცვის სამინისტროს თანხმობა.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა., ლ., ს. და ა. ე-ებმა.

Gკასატორმა მიუთითა, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ არასწორად განმარტა ბინის ორდერის გაცემის დროისათვის მოქმედი საბინაო კოდექსის 112-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს მხოლოდ საცხოვრებელი სადგომის დანიშნულებას და არა ვადას. კასატორის მოსაზრებით, სასამართლო ვერ უთითებს თუ რატომ არ ჰქონდა უფლება ისნის რაიონის გამგეობას გაეცა ორდერი ს. ე-ზე. კასატორმა ჩათვალა, რომ ბინის ორდერი არ უნდა მიეჩნია სასამართლოს არაუფლებამოსილ პირის მიერ გაცემულად, ვინაიდან ისანში იყო კომუნალური საექსპლუატაციო ნაწილი, რომელიც ეკუთვნოდა შტაბს და შესაბამისად სრული უფლებამოსილება ჰქონდა ადგილმდებარეობის მიუხედავად მოეხდინა ბინის ორდერის გაცემა სადავო ბინაზე ს. ე-ის სახელზე. კასატორმა აღნიშნა, რომ სასამართლოს ასევე არ უნდა გამოეყენებინა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროს მთავრობის 1992 წლის ¹446 და 1992 წლის 9 ოქტომბრის ¹984 დადგენილებები, რადგან არც ამ დადგენილებებისა და არც, სხვა დოკუმენტის საფუძველზე არ გადასცემია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე ზემოაღნიშნული ბინა.

საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მათ ახსნა-განმარტებებში ჩამოყალიბებულია რომ ს. ე-ი არის სამხედრო მოსამსახურე, რამდენადაც იგი 1979 წლიდან 1993 წლამდე მსახურობდა შეიარაღებულ ძალებში. 1988 წელს დაამთავრა სამხედრო ინსტიტუტი. 1991 წლიდან მუშაობდა შტაბში. 1993 წლამდე კი გადახდილი აქვს კომუნალური გადასახადები.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა., ლ., ს. და ა. ე-ების საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა ძირითადად ემყარება სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არასწორი ფაქტობრივი გარემოებების დადგენას და მათ მცდარ შეფასებას.

ზემოაღნიშნული პრეტენზიის საფუძველზე საკასაციო სასამართლომ გადაამოწმა საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რის საფუძველზეც მიიჩნევს, რომ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სახეზე არ არის იმ სახის შეცდომა, რაც გამოიწვევდა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, ისევე როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლი, განამტკიცებს სამართალწარმოების ისეთ ძირითად პრინციპს როგორიცაა შეჯიბრებითობის პრინციპი, რაც ნიშნავს მხარეთა უფლებას და ვალდებულებას დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მე-2 მხარის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. Mმხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

Pპროცესუალური მოწინააღმდეგის (მოსარჩელის) მიერ წარმოდგენილია თბილისის ცენტრალური სახელმწიფო არქივის ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ ქ. თბილისის ისნის რაიონის გამგეობის 1992 წლის სხდომის ოქმში გადაწყვეტილება მოქ. ს. ს. ძე ე-ზე ბინით დაკმაყოფილების შესახებ არ იძებნება, ხოლო ორდერში მითითებული ¹289 გადაწყვეტილება ეხება სხვა მოქალაქეს.

საგულისხმოა, რომ გლდანი-ნაძალადევის რ-ნული გამგეობის 09.10.07 ¹724 განკარგულებას და შესაბამისად საკუთრების უფლების მოწმობას ს. ე-ის სახელზე, საფუძვლად უდევს უფლებადამდგენი დოკუმენტი – ორდერი, რომელიც თავის მხრივ, მიუთითებს წითელი დროშის სამხედრო ოლქის 20.05.92 წლის ¹289 გადაწყვეტილებაზე.

როგორც აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, რომელიც ადგენს, რომ ზემოაღნიშნული ¹289 გადაწყვეტილება ეხება სხვა პირს.

Kკასატორი, მართალია, მიუთითებს საარქივო ცნობის უსაფუძვლობაზე, მაგრამ საქმის განხილვის ვერცერთ ეტაპზე ვერ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომელიც გააქარწყლებდა ან უარყოფდა აღნიშნულ ცნობაში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოების სისწორეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მტკიცებულების ძალას ვერ მიანიჭებს მარტოოდენ მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ საარქივო ცნობა არ ასახავს ფაქტობრივ რეალობას. ამასთან საგულისხმოა, რომ კასატორს არ დაუყენებია შესაბამისი შუამდგომლობა საჭირო მტკიცებულებების მიღების შეუძლებლობის თაობაზე, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია პროცესუალურ შესაძლებლობას უარყოს ან ეჭვქვეშ დააყენოს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება უფლებადამდგენი დოკუმენტის იურიდიული ძალის არქონის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას ისნის რ-ნის გამგეობის უფლებამოსილებისა და ს. ე-ის სამხედრო სამსახურებრივი კარიერის თაობაზე, მაგრამ თვლის, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების მცდარ შეფასებას არსებითი გავლენა არ მოუხდენია გადაწყვეტილების სისწორეზე.

საკასაციო სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს ბინის პრივატიზაციის პროცესში დაშვებულ კანონდარღვევაზე და თვლის, რომ ს. ე-სა და მისი ოჯახის წევრებზე ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის ¹73 ბრძანებულების დარღვევით.

საგულისხმოა, რომ ყველა ინსტანციის სასამართლოში კასატორები თავადვე ადასტურებენ ფაქტს იმის თაობაზე, რომ მათ 1993 წლიდან სადავო ბინაში არ უცხოვრიათ და არ გადაუხდიათ კომუნალური გადასახადები.

,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართის ადგილობრივი თვითმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის პირველი მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს დებულების რეგულირების საგანს. მითითებული მუხლის შესაბამისად, ეს დებულება არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს.

იმავე დებულების მე-2 მუხლის ,,ე” ქვეპუნქტი განსაზღვრავს კანონიერი მოსარგებლის ცნებას, კერძოდ კანონიერ მოსარგებლედ ითვლება პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართით, ხოლო კანონიერი მოსარგებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მისი მემკვიდრე.

მითითებული მუხლის ნორმატიული განმარტება იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას: იმისათვის, რომ პირი აკმაყოფილებდეს კანონიერი მოსარგებლის სტატუსს, საჭიროა, აღნიშნული პირი ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და ამ ქონებაზე გააჩნდეს უფლებადამდგენი დოკუმენტი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მფლობელობა არის ფაქტი, რომლის დადასტურებასაც კასატორები ვერ ახერხებენ. უფრო მეტიც, სადავო არაა ის გარემოება, რომ კასატორები 1993 წლიდან დავის განხილვის მომენტამდე არ ფლობენ სადავო ბინას. მათ ამ პერიოდის განმავლობაში არ მიუმართავთ არცერთი ორგანოსათვის იმის თაობაზე, რომ ხელი ეშლებათ საცხოვრებელი ფართით სარგებლობაში და რომ მესამე პირი მათ ქონებას დაუფლებულია მათი ნების საწინააღმდეგოდ, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კასატორები არც პრივატიზაციის და არც პრივატიზაციამდე პერიოდში არ წარმოადგენდნენ ბინის მოსარგებლეებს და შესაბამისად დაუფლებული არ იყვნენ სადავო ბინას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინებით დავა გადაწყვეტილია არსებითად სწორად, რის გამოც არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა., ლ., ს. და ა. ე-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 21 ოქტომბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.