Facebook Twitter

¹ბს-685-679(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ც. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 24 აგვისტოს ამხანაგობა «...» თავმჯდომარემ ბ. ო-ძემ და ც. კ-ძემ სარჩელი აღძრეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში ქ. რუსთავის მერიისა და რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიმართ, რომლებმაც მოითხოვეს რუსთავის მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹149 დადგენილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, ასევე ქ. რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 3 აპრილის ¹3 ბრძანების, ¹1 ოქმის, 2006 წლის 5 აპრილის კომისიის დასკვნის, ¹2 ოქმის, 6 აპრილის ¹45 ბრძანების, 16 მაისის აუქციონის შედეგების ¹5/1 ოქმისა და 24 მაისის ¹83 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 1-2; ტ.I).

მოსარჩელეებმა სსსკ-ი 831-ე მუხლის შესაბამისად, გამოიხმეს სარჩელი რუსთავის მთავრობის ¹149 დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში, გარდა აღნიშნულისა, მოითხოვეს მოსარჩელეთა რიცხვიდან ბ. ო-ძის ამორიცხვა (იხ. ს.ფ. 42-53; ტ.I).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 21 ნოემბრის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს რუსთავის სარეგისტრაციო სამსახური (იხ. ს.ფ. 81-82; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა რუსთავის მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹149 დადგენილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, ქ. რუსთავში, ... გამზ. ¹10-ში მდებარე სარდაფის ნაწილში, ასევე ქ. რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 3 აპრილის ¹3 ბრძანების, ¹1 ოქმის, 2006 წლის 5 აპრილის კომისიის დასკვნის, ¹2 ოქმის, 6 აპრილის ¹45 ბრძანების, 16 მაისის აუქციონის შედეგების ¹5/1 ოქმისა და 24 მაისის ¹83 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 88; ტ.I).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 3 აპრილის ¹3 ბრძანება, ¹1 ოქმი, 2006 წლის 5 აპრილის კომისიის დასკვნა, ¹2 ოქმი, 6 აპრილის ¹45 ბრძანება, 16 მაისის აუქციონის შედეგების ¹5/1 ოქმი და 24 მაისის ¹83 ბრძანება (იხ. ს.ფ. 146-149; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველომ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების შეწყვეტა (იხ. ს.ფ. 154-155; ტ.I).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ც. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის - რუსთავის მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹149 დადგენილების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში (იხ. ს.ფ. 164-166; ტ.I).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 11 ნოემბრის განჩინებით ც. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, ხოლო სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 201-207; ტ.I).

ც. კ-ძემ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა საქალაქო სასამართლოში, მოპასუხეებად მიუთითა ქ. რუსთავის მერია, ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველო, ე. მ-შვილი და მოითხოვა რუსთავის მთავრობის 2005 წლის 29 დეკემბრის ¹149 დადგენილების ბათილად ცნობა ნაწილობრივ, ქ. რუსთავში, ... გამზ. ¹10-ში მდებარე სარდაფის ნაწილში, ასევე ქ. რუსთავის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2006 წლის 3 აპრილის ¹3 ბრძანების, ¹1 ოქმის, 2006 წლის 5 აპრილის კომისიის დასკვნის, ¹2 ოქმის, 6 აპრილის ¹45 ბრძანების, 16 მაისის აუქციონის შედეგების ¹5/1 ოქმისა და 24 მაისის ¹83 ბრძანების ბათილად ცნობა (იხ. ს.ფ. 225-235; ტ.I).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა «...» (იხ. ს.ფ. 49-52; ტ.II).

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით ც. კ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 104-111; ტ.II).

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ძემ და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ.118-127; ტ.II).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინებით ც. კ-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ. 136-144; ტ.III).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ც. კ-ძემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 157-163; ტ.III).

საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 9 ივნისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 226-229; ტ.III).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს მხარეებმა.

მოწინააღმდეგე მხარეებმა _ ე. მ-შვილმა და ქ. რუსთავის მერიამ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა (იხ. ს.ფ. 241-246; 248-253; ტ.III).

კასატორმა – ც. კ-ძემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 247; ტ.III).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა საქმის მასალების გაცნობისა და ც. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

კასატორის _ ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ც. კ-ძის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ არ არსებობს ც. კ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს _ ც. კ-ძეს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც. კ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. კასატორს _ ც. კ-ძის დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900 (საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი _ 300773150, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი _ 220101222);

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.