¹ბს-703-697(კ-11) 13 ივლისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ... ¹... ამხანაგობის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
... ¹... ამხანაგობის 01.06.10 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ ქ. ქუთაისის მერიისა და ქ. ქუთაისის საკრებულოს მიმართ, რომლითაც ქ. ქუთაისის საკრებულოს 29.10.08 წ. ¹150 განკარგულების, 26.12.07 წ. ¹85 განკარგულებით დამტკიცებული საპრივატიზაციო ნუსხის ¹355 პუნქტის ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა. მანვე საჯარო რეესტრში 08.10.08 წ. ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹58ა-ში მდებარე მიწის ქ. ქუთაისის მერიის საკუთრებად რეგისტრაციის გაუქმება მოითხოვა.
მოსარჩელემ მოგვიანებით მესამე პირად მიუთითა _ ი. კ-შვილი, ასევე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ ქ. ქუთაისის მერის 30.01.95 წ. ¹70 განკარგულების, ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ქ. ქუთაისში, ... ქ. ¹58ა-ში მდებარე უძრავ ქონებაზე ქ. ქუთაისის მერიის საკუთრების უფლების რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი ...) ბათილად ცნობა, ასევე თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს 29.10.08 წ. ¹159 განკარგულების «თვითმმართველი ქალაქის _ ქუთაისის საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ» ¹355 პუნქტის (... ქ. ¹58ა, სარეგისტრაციო ნომერი ..., ფართობი 2469,64 კვ.მ.) ნაწილში ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ ასევე აღნიშნულ უძრავ ქონებასთან მიმართებით ჩატარებული აუქციონის შედეგის და მასზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში ი. კ-ძის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.09.10 წ. გადაწყვეტილებით ... ¹... ამხანაგობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ... ¹... ამხანაგობამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.11 წ. განჩინებით ... ¹... ამხანაგობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 29.09.10 წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.11 წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ... ¹... ამხანაგობამ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ... ¹... ამხანაგობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. შესაბამისად, ... ¹... ამხანაგობის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე ი. ნ-ძეს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ... ¹... ამხანაგობის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 09.02.11 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ი. ნ-ძეს (საიდენტიფიკაციო ¹...) დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.