Facebook Twitter

¹ბს-759-753(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ი. თ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 22 ივლისს მცხეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ი. თ-შვილმა მოპასუხეების სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურისა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის ტ. ი-ულის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ივნისის ¹157390 და 2010 წლის 2 ივლისის ¹172321 გადაწყვეტილებების, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 მაისის ¹882010553367-08 გადაწყვეტილების, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2009 წლის 30 ნოემბრის ¹882009382676 გადაწყვეტილების ბათილად ცნობასა და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის დავალდებულებას გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სოფ. ... მდებარე 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე ი. თ-შვილის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით ი. თ-შვილის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დუშეტის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის ტ. ი-ულის მიმართ, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 15 აპრილის ¹882010553367-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში ცნობილ იქნა დაუშვებლად და ადმინისტრაციულ საქმეზე ნაწილობრივ შეწყდა წარმოება.

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი. თ-შვილის წარმომადგენლის სასარჩელო განცხადება მოპასუხეების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირის ტ. ი-ულის მიმართ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 17 ივნისის ¹157390 და 2010 წლის 2 ივლისის ¹172321 გადაწყვეტილებების, დუშეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 18 მაისის ¹882010553367-08 გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის დავალდებულების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით, ხოლო განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი. თ-შვილმა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

კერძო საჩივრის ავტორი ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით ი. თ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის განჩინება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. თ-შვილმა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ი. თ-შვილის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით ი. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-394-ე და 396-ე მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარი არ იყო დასაბუთებული და არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორს ჩაჰბარდა პირადად 2011 წლის 6 მაისს, მაგრამ ზემოაღნიშნულ განჩინებაში მითითებულ ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ შერმადინ ართმელაძეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 აპრილის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 6 მაისს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 16 მაისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ 10 დღის ვადაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ი. თ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. თ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.