¹ბს-769-763(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 10 აგვისტოს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მაგარამ მ-ევმა მოპასუხის საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების ნ., . ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ივნისის ¹882010601973-07 გადაწყვეტილებისა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებით ¹83/16/04/688 საჯარო რეესტრის ჩანაწერში სარგებლობის გრაფაში განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობას.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 22 სექტემბრის საოქმო განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება მესამე პირის ნ. ბ-ოვას მიმართ მისი უფლებამონაცვლის დადგენამდე.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. მ-ევის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მ. მ-ევს უარი ეთქვა საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ივნისის ¹882010601973-07 გადაწყვეტილების გაუქმებასა და ჩანაწერის ბათილად ცნობაზე.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. მ-ევმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით მ. მ-ევის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ. მ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს მარნეულის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 02 ივნისის ¹882010601973-07 გადაწყვეტილება და მის საფუძველზე განხორციელებული საჯარო რეესტრის ჩანაწერები.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ., ნ. და ი. ბ-ოვებმა და ნ. ჰ-ოვამ.
კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ., ნ. და ი. ბ-ოვებისა და ნ. ჰ-ოვას საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ე. ლ-ძეს უნდა დაუბრუნდეს ნ., ნ. და ი. ბ-ოვებსა და ნ. ჰ-ოვას საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ., ნ. და ი. ბ-ოვებსა და ნ. ჰ-ოვას უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ე. ლ-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.