¹ბს-825-819(კ-11) 5 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა შემოსაველების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სარჩელისა გამო სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ვ. მ-ელმა, გ. მ-შვილმა და კ. თ-ძემ სარჩელი აღძრეს ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოპასუხის –სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურის ვ. მ-ელის სასარგებლოდ დაკისრებოდა ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 1222,98 ლარისა და აღნიშნული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07% - 3112,47 ლარის, სულ – 4335,45 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ ხელზე ასაღები თანხის – 2788.30 ლარის, აღნიშნული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07% - 7987,64 ლარის, სულ – 10775,94 ლარისა და კ. თ-ძის სასარგებლოდ - ხელზე ასაღები თანხის - 943.44 ლარისა და აღნიშნული თანხის დაყოვნების ყოველი დღისათვის თანხის 0.07% - 3112,47 ლარის, სულ – 4335.45 ლარის ანაზღაურება (იხ. ტ.1; ს.ფ. 1-10).
ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სარჩელი არ ცნო მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 28-36; ტ.1).
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
მოპასუხეს – სსიპ შემოსავლების სამსახურს ვ. მ-ელის სასარგებლოდ დაეკისრა 1998 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების - 29,92 ლარის, 2000 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების - 719,62 ლარისა და 2003 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 34,32 ლარის, გ. მ-შვილის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 498,96 ლარის, 1999 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 171,60 ლარის, 2000 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 162,80 ლარისა და 2003 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 51,92 ლარის, კ. თ-ძის სასარგებლოდ 1998 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 222,72 ლარის, 2000 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 180,40 ლარისა და 2003 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 51,92 ლარის ანაზღაურება, ხოლო ულუფის კომპენსაციის, პრემიისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07 % ის ანაზღაურებაზე ეთქვათ უარი ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ.1. ს.ფ. 50-57
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 დეკემბრის განჩინებით 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი შესწორდა და გ. მ-შვილისათვის 2003 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების – 51,92 ლარის ნაცვლად მიეთითა 32,56 ლარი, ხოლო კ. თ-ძის -2003 წლის ხელზე ასაღები სახელფასო დავალიანების 51,92 ლარის ნაცვლად მიეთითა 32,56 ლარი.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. მ-ელმა, გ. მ-შვილმა და კ. თ-ძემ და მოითხოვეს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადების სრულად დაკმაყოფილება, (იხ. ტ.1; ს.ფ. 64-73)
ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ტ.2 ს.ფ. 17-24)
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება ულუფის კომპენსაციისა და პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ. მ-ელის, გ. მ-შვილისა და კ. თ-ძის სარჩელი ულუფის კომპენსაციისა და პრემიის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სსიპ შემოსავლების სამსახურს გ. მ-შვილის სასრგებლოდ დაეკისრა - 1715.64 ლარის, ვ. მ-ელის სასარგებლოდ – 387,20 ლარისა და კ. თ-ძის სასარგებლოდ – 455,84 ლარის ანაზღაურება, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაადაცილებეულ დღეზე დაყოვნეული თანხის – 0.07%-ის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში დარჩა უცვლელად (იხ. ტ.2; ს.ფ. 52-59).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების გაუქმება მოსარჩელეებისათვის ულუფის კომპენსაციისა და პრემიის ანაზღაურების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილება უარის თქმა (იხ. ტ. 2; ს.ფ. 79-87).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 13 მაისის განჩინებით შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ტ.2; ს.ფ. 92-93).
სსიპ შემოსავლების სამსამხურმა მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა, იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი აკმაყოფილებდა ასკ-ის 34.3 მუხლის ,,ა» და ,,ბ» ქვეპუნქტის მოთხოვნებს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-587-556(კ-08) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრისა გამო გ. ქ-შვილის მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს შსს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.