Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-855-849(კ-11) 12 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობით:

მოსამართლე _ ნათია წკეპლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე (ადმინისტრაციული საქმე _ ნ. გ-ძის სარჩელისა გამო ქ. თბილისის მერიის, ქ. თბილისის მერიის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის გამგეობისა და მესამე პირის დ. მ-შვილის მიმართ).

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საკასაციო სასამართლოში 2011 წლის 10 მაისს შემოვიდა ადმინისტრაციული საქმე ¹ბს-855-849(კ-11) ნ. გ-ძის საკასაციო საჩივრით განსახილველად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინებაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე შემდეგი საფუძვლით: საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას, რადგან საკასაციო საჩივარში არ იყო მითითებული თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო საჩივრით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი და საერთოდ არ შეიცავდა დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობა, ასევე, სსსკ-ის 38-39-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და სსსკ-ის 368.2 მუხლის მოთხოვნის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ იყო წარმოდგენილი იმდენი ასლის სახით, რამდენი მხარეც მონაწილეობს საქმეში. შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ტ. II ს.ფ. 78-80).

2011 წლის 7 ივნისს ხარვეზის შევსების მიზნით საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორმა _ ნ. გ-ძემ და წარმოადგინა სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ ნ. გ-ძე დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ოჯახების სიაში და მისი სარეიტინგო ქულაა - 56850 და საკასაციო საჩივრის ასლები (იხ. ტ.II ს.ფ. 91-94).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ნ. გ-ძეს გაუგრძელდა საპროცესო ვადა, ვინიადან, კასატორმა სრულყოფილად არ შეავსო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით დადგენილი ხარვეზები, კერძოდ, წარმოადგინა საკასაციო საჩივრის სათანადო ოდენობის ასლები და სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ამონაწერი, რომლითაც დასტურდება, რომ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სსსკ-ის 46.1 ,,ვ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგრამ არ წარმოუდგენია დასაბუთებული საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებით განსაზღვრული საპროცესო ვადა კასატორს გაუგრძელდა 5 დღით (იხ. ტ.II ს.ფ. 101-103).

ხარვეზის შევსების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მომართა კასატორმა ნ. გ-ძემ (იხ. ს.ფ. 110).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების გაცნობის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორს საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 20 მაისის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გაუგრძელა 5 დღით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია ვადები ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისათვის, როგორც სასამართლოსათვის, ასევე მხარეთათვის, ამასთან, დადგენილია სასამართლოს მიერ მხარეთათვის განსაზღვრულ საპროცესო ვადაში საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის შედეგები, კერძოდ: თუ მხარემ სასამართლოს მიერ დანიშნულ საპროცესო ვადაში არ შეასრულა საპროცესო მოქმედება, იგი კარგავს ამ მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59.1. მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის მიერ ხარვეზი არ იქნა შევსებული, რადგან ხარვეზის შევსების მიზნით ნ. გ-ძემ კვლავ უკვე მეორედ წარმოადგინა საკასაციო საჩივარი, რომელიც არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 396.1 მუხლის «ე» ქვეპუნქტის მოთხოვნას და არ შეიცავს მითითებას, თუ რაში მდგომარეობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 აპრილის განჩინების საკასაციო წესით გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი, ასევე არ შეიცავს დასაბუთებას, თუ რაში მდგომარეობს მითითებული განჩინების უკანონობა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად, სსსკ-ის 396.3 მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რამდენადაც სახეზე არ არის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. გ-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნეს განუხილველად; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.