Facebook Twitter

¹ბს-871-865(2კ-11) 7 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 2 აგვისტოს ი/მ “ბ. წ-ამ” სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხეების – სსიპ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონული ცენტრისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, მის საქმიანობას განეკუთვნება მეორადი საბურავების რეალიზაცია. 2009 წლის 30 ნოემბერს, საგადასახადო ინსპექციის მიერ, შედგენილ იქნა კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზე, მოსარჩელეს გადასახდელად 105205 ლარი დაერიცხა (მათ შორის ძირითადი თანხა – 475858, ჯარიმა – 57620 ლარი).

მოსარჩელემ განმარტა, რომ მან 2009 წლის მდგომარეობით საბურავების საბითუმო ფასი – 19 ლარი, ხოლო საცალო სარეალიზაციო ფასი – 21 ლარი მიუთითა, რაც შემმოწმებლების მხრიდან გავრცელებულ იქნა 2006-2008 წლებზეც, მაშინ, როდესაც მითითებულ წლებში საბურავები გაცილებით იაფი ღირდა, რითაც ხელოვნურად გაიზარდა შემოსავლები და დაიბეგრა შესაბამისი გადასახადებით. ამასთან, მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი არ იყენებდა სასაქონლო-მატერიალური მარაგების აღრიცხვისათვის აღრიცხვის ჟურნალს, ვინაიდან, აღნიშნული ჟურნალის ქონის აუცილებლობა შესამოწმებელ პერიოდში არ არსებობდა. ასევე, შემმოწმებლების მიერ არასწორად იქნა გადაანგარიშებული დღგ-ს გადასახადთან დაკავშირებული ხარჯები, ვინაიდან, არასწორად იქნა საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკები გამოთვლილი, რის გამოც დადგინდა, რომ დღგ-ს გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაცია მოსარჩელეს 2007 წლის 24 მარტს უნდა გაევლო, რადგან ბრუნვა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში 100000 ლარს გადააჭარბა. მოსარჩელის განმარტებით კი აღნიშნულ ზღვარს მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს გადააჭარბა და სწორედ მაშინ უნდა გაევლო რეგისტრაცია, რის გამოც, მოსარჩელეზე დარიცხული დღგ – 30494 ლარი უნდა შემცირდეს 14836 ლარამდე. ასევე, შემმოწმებელთა მხრიდან არასწორადაა დაანგარიშებული იმპორტირებული საქონლის თვითღირებულება, რის გამოც საშემოსავლო და სოციალურ გადასახადებში არსებული დარიცხვები – 13315 ლარი და 10423 უნდა გაუქმდეს სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო.

რაც შეეხება შემოწმების შედეგად გამოყვანილი საბურავების დანაკლისს – 6289 ლარის ოდენობით, მოსარჩელის განმარტებით, გამოწვეულია საბაზრო ფასებისა და თვითღირებულების მანიპულირებით. ხოლო საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის თაობაზე დარიცხული ჯარიმა – 1500 ლარის ოდენობით, არასწორად არის დარიცხული, ვინაიდან, მოსარჩელის განმარტებით, იგი იყენებდა სალარო აპარატს და ადგენდა შესაბამის გაანგარიშებებს.

ამდენად, მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურის ფოთის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) 2009 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტის, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 8 თებერვლის ¹696 ბრძანების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 19 ივლისის ¹428/2/10 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ასევე, დარიცხული ჯარიმების მოცულობის გადაანგარიშება და მოპასუხე მხარისათვის მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ი/მ “ბ. წ-ას” სასარგებლოდ დაკისრება მოითხოვა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 13 სექტემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახური.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ი/მ “ბ. წ-ას” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ “ბ. წ-ამ”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით ი/მ “ბ. წ-ას” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება; ი/მ “ბ. წ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ფოთის რეგიონალური ცენტრის 2009 წლის 30 ნოემბრის შემოწმების აქტი, შემოსავლების სამსახურის 2010 წლის 8 თებერვლის ¹696 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2010 წლის 19 ივლისის ¹428/2/10 გადაწყვეტილება; ფოთის რეგიონულ ცენტრს (უფლებამოსილ ორგანოს) დარიცხული ჯარიმების გადაანგარიშება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გადაწყვეტილებაში მითითებული არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევა-შეფასების შემდეგ, დავის საგნიდან გამომდინარე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.