¹ბს-895-888(კ-11) 13 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. და ნ. მ-შვილებმა 2003 წლის 16 მაისს სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების მცხეთის გამგეობის, ვ. კ-ძის, ზ. კ-ძისა და ლ. კ-ძე-ჩ-ძის მიმართ, რომლითაც 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთის მოსარჩელეების ოჯახის კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთად აღიარება და საკუთრებაში დამაგრება მოითხოვეს.
ა. და ნ. მ-შვილებმა 2003 წლის 2 სექტემბერს დამატებითი სასარჩელო განცხადებით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ქ. მცხეთის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის, ლ. ჩ-ძე-კ-ძის, ზ. კ-ძის, მცხეთის მიწის მართვის სამმართველოსა და მცხეთის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ, რომლითაც მცხეთის გამგეობის 30.10.98წ. ¹115 და 29.03.02წ. ¹10 დადგენილებების, საერთო სარგებლობის კიბის რეკონსტრუქციის პროექტის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის მიერ 17.08.02წ. კიბის რეკონსტრუქციის რეგისტრაციისა და ლ. ჩ-ძეზე 1600 კვ.მ მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ მცხეთის ტექსამსახურების ჩანაწერების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. და ა. მ-შვილების ადმინისტრაციული სარჩელი მოპასუხე მცხეთის გამგეობის, ვ. კ-ძის, ზ. კ-ძის, ლ. ჩ-ძე-კ-ძისა და მესამე პირი – მცხეთის მიწის მართვის სამმართველოს მიმართ, მიწის ნაკვეთის კანონიერად სარგებლობის აღიარებისა და საკუთრებაში დამაგრების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ქ. მცხეთაში ... დასახლებაში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე სადავო 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი აღიარებულ იქნა ნ. და ა. მ-შვილების სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთად, ნ. და ა. მ-შვილების დამატებითი სარჩელი მოპასუხე ქ. მცხეთის გამგეობის, მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექციის, ლ. ჩ-ძე-კ-ძის, ზ. კ-ძის, მცხეთის მიწის მართვის სამმართველოსა და მცხეთის ტექინვენტარიზაციის სამსახურის მიმართ, მცხეთის გამგეობის 2002 წლის 29 მარტის ¹10 დადგენილების, კიბის მოწყობის შესახებ პროექტის, მცხეთის გამგეობის 1998 წლის 30 ოქტომბრის ¹115 დადგენილებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის გამგეობის 2002 წლის 29 მარტის ¹10 დადგენილება და მცხეთაში ... ქუჩიდან მდ. მტკვარზე ჩასასვლელი საერთო სარგებლობის კიბის რეკონსტრუქციის პროექტი. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ჩ-ძემ, ზ. კ-ძემ და ვ. კ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებით სასკ-ის და სსკ-ის 92-ე მუხლების თანახმად ქალაქ მცხეთის გამგეობის ნაცვლად საქმეში ჩაბმულ იქნა მისი უფლებამონაცვლე ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 12 ივნისის საოქმო განჩინებით სასკ-ის და სსკ-ის 92-ე მუხლების შესაბამისად მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური არქმშენინსპექცია შეიცვალა მისი უფლებამონაცვლით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 20 ნოემბრის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე ¹3ბ/150-06 მოწინააღმდეგე მხარის ა. მ-შვილის გარდაცვალების გამო მის უფლებამონაცვლეებად დადგენილ იქნენ გ. მ-შვილი და ნ. მ-შვილი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებით ლ. ჩ-ძის, ზ. და ვ. კ-ძეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა მცხეთის რაიონულ სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. მ-შვილებმა, რომლებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 თებერვლის განჩინებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2010 წლის 2 ივლისს მოსარჩელეებმა ნ. და გ. მ-შვილებმა დაზუსტეს სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვეს: მცხეთაში, ... დასახლებაში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე 1300მ2 მიწის ნაკვეთზე გ. და ნ. მ-შვილების სარგებლობის უფლების უფლების აღიარება; მცხეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 მარტის ¹10 დადგენილებისა და ქ. მცხეთაში, ... ქუჩიდან მდინარე მტკვარზე ჩასასვლელი კიბის რეკონსტრუქციის პროექტის ბათილად ცნობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეზე, მოსარჩელეების ნ. და გ. მ-შვილების სარჩელზე, მოპასუხე მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ლ. ჩ-ძის, ვ. კ-ძისა და ზ. K-ძის მიმართ, ქ. მცხეთაში, ... დასახლებაში, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე 1300მ2 მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების აღიარებისა და ასევე ქ. მცხეთაში, ... ქუჩიდან მდინარე მტკვარზე ჩასასვლელი კიბის რეკონსტრუქციის პროექტის ბათილად ცნობის ნაწილში, სარჩელის დაუშვებლობის გამო, შეწყდა წარმოება.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. და გ. M-შვილების სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 მარტის დადგენილება ¹10; მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ. და ზ. K-ძეებმა და ლ. K-ძე-ჩ-ძემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ნ. და გ. მ-შვილებმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის განჩინებით ნ. და გ. მ-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის განჩინება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით აპელანტების ვ. K-ძის, ზ. K-ძისა და ლამარა კაკაბაძე-ჩიკვაიძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელეების ნ. და გ. M-შვილების სარჩელს მცხეთის რაიონის გამგეობის 2002 წლის 29 მარტის ¹10 დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე ეთქვა უარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ. და გ. M-შვილებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 27 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ნ. და გ. მ-შვილების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. მ-შვილს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. და გ. მ-შვილებს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. გ. მ-შვილს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.