Facebook Twitter
¹ბს-925-918(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-925-918(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ო. გ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 13 აპრილს მარტვილის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ე. ჯ-უამ მოპასუხეების ო. გ-უას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ო. გ-უას სახელზე 0,2855 ჰა მიწის ნაკვეთზე საკუთრებას უფლების აღიარების შესახებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებისა და ო. გ-უას სახელზე გაცემული 2008 წლის 24 აპრილის ¹161 საკუთრების უფლების მოწმობის გაუქმებას; საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის განყოფილების დავალდებულებას სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის საოქმო განჩინებით საქმეში მოპასუხედ ჩაება მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინებით აღნიშული საქმე ერთ წარმოებად გაუერთიანდა ადმინისტრაციულ საქმეს ნ. გ-უას სარჩელისა გამო მოპასუხეების ო. გ-უას, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ო. გ-უას სახელზე გაცემული ¹161 საკუთრების მოწმობის გაუქმებისა და სააქტო ჩანაწერში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2011 წლის 25 იანვრის საოქმო განჩინებით მოსარჩელეების ე. ჯ-უას და ნ. გ-უას წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ასევე მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 აპრილის ¹41200800545 განაცხადის რეგისტრაციის ძალადაკარგულად გამოცხადება.

მარტვილის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ჯ-უასა და ნ. გ-უას სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილება 0,2855 ჰა მიწის ნაკვეთზე ო. გ-უას საკუთრებას უფლების აღიარების შესახებ; გაუქმდა ო. გ-უას სახელზე გაცემული 2008 წლის 24 აპრილის ¹161 საკუთრების უფლების მოწმობა; ძალადაკარგულად გამოცხადდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მარტვილის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 30 აპრილის ¹41200800545 განაცხადის რეგისტრაცია.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-უამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 მარტის განჩინებით ო. გ-უას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 25 იანავრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ო. გ-უამ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ო. გ-უას საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ო. გ-უას საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ო. გ-უას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ო. გ-უას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ო. გ-უას საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ო. გ-უას უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.