Facebook Twitter
¹ბს-930-923(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

¹ბს-930-923(კ-11) 20 ივლისი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ლ. ღ-მა მოპასუხის სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საპრეტენზო კომისიის 2010 წლის 10 სექტემბრის გადაწყვეტილების ლ. ღ-ის შედეგების ნაწილში ბათილად ცნობას; გამოცდების ეროვნული ცენტრის დავალდებულებას, გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2010 წლის 9 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ. ღ-მა წარადგინა დაზუსტებული სარჩელი მოპასუხეების სსიპ გამოცდების ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელე დაზუსტებული სარჩელით ითხოვდა მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საპრეტენზიო კომისიის 2010 წლის 10 სექტემბრის დასკვნის ლ. ღ-ის შედეგების ნაწილში ბათილად ცნობას; 2010 წლის მასწავლებლის სასარტიფიკაციო გამოცდების ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განმხილველი საპრეტენზიო საბჭოს 2010 წლის 17 სექტემბრის ¹7 სხდომაზე კანონმდებლიბით დადგენილი წესის შესაბამისად მიღებული გადაწყვეტილების, მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდების ქართულ ენასა და ლიტერატურის შედეგების გასაჩივრებასთან დაკავშირებით შექმნილი საპრეტენზო კომისიის გადაწყვეტილების დამტკიცების შესახებ, ბათილად ცნობას; ლ. ღ-ისათვის საბოლოოდ 52 ქულის განსაზღვრას; გამოცდების ეროვნული ცენტრის დავალდებულებას გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ლ. ღ-ის ტესტური ნაშრომის ხელახალი შეფასების გათვალისწინებით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. ღ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-მა.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის განჩინებით ლ. ღ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ღ-მა.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ლ. ღ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ღ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. ღ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.