¹ბს-959-952(3კ-11) 13 ივლისი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი/მ «ი. ი-ძემ» 28.07.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურისა და თბილისის რეგიონალური ცენტრის მიმართ, რომლითაც თბილისის რეგიონალური ცენტრის 28.05.10წ. ¹12/346 ბრძანების, 28.05.10წ. ¹82 საგადასახადო მოთხოვნის, შემოსავლების სამსახურის 22.06.10წ. ¹809 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.10წ. გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.10წ. გადაწყვეტილებით ი/მ «ი. ი-ძის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყველტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის 30.04.10წ. კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტი, 28.05.10წ. ¹12/346 ბრძანება, 28.05.10წ. ¹82 საგადასახადო მოთხოვნა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურ ცენტრს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში ი/მ «ი. ი-ძის» მიმართ, ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის 22.06.10წ. ¹809 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 13.07.10წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.10.10წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ი/მ «ი. ი-ძის» სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ი/მ «ი. ი-ძის» მიმართ 9528 (ცხრა ათას ხუთას ოცდა რვა) ლარის დარიცხვის ნაწილში, ხოლო გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები ი/მ «ი. ი-ძის» მიამრთ 6352 (ექვსი ათას სამას ორმოცდა თორმეტი) ლარის დარიცხვის ნაწილში დარჩა ძალაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, სსიპ შემოსავლების სამსახურმა და სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალურმა ცენტრმა, რომლებმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე სრულად უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის საქმე ¹ბს-903-877(კ-10) 26.01.11წ. გადაწყვეტილება; საქმე ¹ბს-892-854(3კ-09) 24.03.10წ. განჩინება).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თბილისის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივრები თბილსის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 30.12.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.