¹ბს-991-984(კ-11) 26 ივლისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე რ. გ-ძის სარჩელისა გამო საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ).
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
რ. გ-ძემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხე - საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანების – 1103,63 ლარის, იურიდიული მომსახურების ხარჯების – 90 ლარისა და რწმუნებულებისათვის გადახდილი სანოტარო ხარჯის – 14 ლარის ანაზღაურების დაკისრება (იხ. ს.ფ. 2-10).
საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) შესაგებლით სარჩელი არ ცნო კვების კომპენსაციის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების - 90 ლარისა და რმწუნებულებისათვის გადახდილი სანოტარო ხარჯის – 14 ლარის დაკისრების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 19-29).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 დეკემბრის საქომო განჩინებით საქმეში ასკ-ის 16.1 მუხლის თანახმად, მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო (იხ. ს.ფ. 28-29).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილებით რ. გ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 წლის 11 თვის ხელფასის (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგო) – 454,63 ლარისა და სასამართლოს გარეშე ხარჯების - 51 ლარის ანაზღაურება, ხოლო სარჩელი კვების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით (იხ. ს.ფ. 49-57).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოსათვის (ბათუმი) რ. გ-ძის სასარგებლოდ სასამართლოს გარეშე ხარჯების – 51 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 62-71).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 18 იანვრის გადაწყვეტილება სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) რ. გ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა – 42,81 ლარის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 92-96).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის სასამართლოს ხარჯის – 42,81 ლარის დაკისრების ნაწილში, დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 102-108).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 111-112).
საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველომ (ბათუმი) წერილობითი მოსაზრებით მოითხოვა მისი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა (იხ. ს.ფ. 116-117).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს (ბათუმი) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორის _ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საკასაციო საჩივარი და სადავო სამართალურთიერთობის იდენტური კონფლიქტები არაერთგზის არის გადაწყვეტილი საერთო სასამართლოების მიერ, რომლებსაც საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მისცა სამართლებრივი შეფასებები და რომელთა დამაჯერებელ სამართლებრივ კრიტიკას არ შეიცავს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, დადგენილია სასამართლო პრაქტიკა, კერძოდ, იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 29 იანვრის განჩინება ადმინისტრაციულ საქმეზე ბს-795-757(2კ-07) ე. ც-ძის საჩივრისა გამო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიმართ).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის ¹1 სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.