Facebook Twitter

¹ბს-985-978(კ-11) 21 ივლისი , 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ლ. დ-ძის, რ. შ-ძის, მ. ჭ-შვილისა და სხვათა საკასაციო საჩივრის ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის ნაწილში წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 25 იანვარს ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ლ. დ-ძის, რ. შ-ძის, მ. ჭ-შვილის, თ. კ-იას, დ. დ-ძის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ძის, დ. მ-ძის, ნ. ს-ვას, ქ. ა-ძის, რ. ღ-ძის, ჯ. თ-ძის, გ. ძ-ურის, თ. ა-ძის, მ. თ-ურის, ს. გ-იას, ნ. ნ-ძის, რ. ბ-ანცის, ი. დ-ძის, ჯ. მ-ძის, ვ. ც-ძის, ო. შ-ძის, ზ. თ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, ლ. კ-ძის, ა. მ-ხის, მ. უ-ძის, ბ. ბ-ძის, მ. ც-ძის, ე. ზ-იანის, ა. ფ-ძის, ლ. დ-ძის, ო. ქ-ძის, გ. წ-ძისა და ნ. ს-ძის წარმომადგენელმა – მ. ა-ძემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ლ. დ-ძის, რ. შ-ძის, მ. ჭ-შვილის, თ. კ-იას, დ. დ-ძის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ძის, დ. მ-ძის, ნ. ს-ვას, ქ. ა-ძის, რ. ღ-ძის, ჯ. თ-ძის, გ. ძ-ურის, თ. ა-ძის, მ. თ-ურის, ს. გ-იას, ნ. ნ-ძის, რ. ბ-ანცის, ი. დ-ძის, ჯ. მ-ძის, ვ. ც-ძის, ო. შ-ძის, ზ. თ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, ლ. კ-ძის, ა. მ-ხის, მ. უ-ძის, ბ. ბ-ძის, მ. ც-ძის, ე. ზ-იანის, ა. ფ-ძის, ლ. დ-ძის, ო. ქ-ძის, გ. წ-ძისა და ნ. ს-ძის წარმომადგენელმა – მ. ა-ძემ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების წარმომადგენლის – მ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების წარმომადგენელმა – მ. ა-ძემ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ლ. დ-ძის, რ. შ-ძის, მ. ჭ-შვილის, თ. კ-იას, დ. დ-ძის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ძის, დ. მ-ძის, ნ. ს-ვას, ქ. ა-ძის, რ. ღ-ძის, ჯ. თ-ძის, გ. ძ-ურის, თ. ა-ძის, მ. თ-ურის, ს. გ-იას, ნ. ნ-ძის, რ. ბ-ანცის, ი. დ-ძის, ჯ. მ-ძის, ვ. ც-ძის, ო. შ-ძის, ზ. თ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, ლ. კ-ძის, ა. მ-ხის, მ. უ-ძის, ბ. ბ-ძის, მ. ც-ძის, ე. ზ-იანის, ა. ფ-ძის, ლ. დ-ძის, ო. ქ-ძის, გ. წ-ძისა და ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, ხოლო ს. გ-იას, ნ. ნ-ძის, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძის, ო. ქ-ძისა და ვ. ქ-იას ნაწილში საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა მასზე ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით მიეცათ 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი კასატორებს ჩაჰბარდათ 2011 წლის 27 ივნისს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის ხარვეზის განჩინების ასლი ჩაბარდათ 2011 წლის 27 ივნისს, შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2011 წლის 7 ივლისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ კასატორების - ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის მიერ ხარვეზი გამოსწორებული არ იქნა სასამართლოს მიერ მითითებული 10 დღის ვადაში, რაც საკასაციო საჩივრის ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის ნაწილში განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის ნაწილში უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ¹... საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,...” წევრების – ლ. დ-ძის, რ. შ-ძის, მ. ჭ-შვილისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ს. გ-იას, ი. დ-ძის, ნ. მ-იანი-კ-იას, მ. უ-ძის, მ. ც-ძისა და ო. ქ-ძის ნაწილში დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.