Facebook Twitter

¹ბს-412-533-კ-03 15 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),

ნ. კლარჯეიშვილი,

ი. ლეგაშვილი

დავის საგანი: საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისში, ... მცხოვრებმა ნ. ო.-მ, რომელმაც აღნიშნა, რომ ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტმა ... მდებარე მიწის ნაკვეთზე და შენობა-ნაგებობაზე 10.12.01წ. გასცა ამონაწერი გარდაცვლილ გ. მ.-ის სახელზე, იგივე მისამართზე 2002წ იანვრის თვეში გაიცა საკუთრების უფლების ამონაწერი გ. მ.-ის მემკვიდრის – რ. მ.-ის სახელზე. მოსარჩელემ საჯარო რეესტრის მიერ გაცემული ორივე ამონაწერი მიიჩნია უკანონოდ, ვინაიდან სკ-ის 1515 მუხლის შესაბამისად საჯარო რეესტრის სამსახურის ჩამოყალიბებამდე ამ სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციები უნდა განახორციელონ ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროები. სკ-ის 311.2 მუხლის თანამად, საჯარო რეესტრის ორგანიზაციის წესი განისაზღვრება კანონით. მოსარჩელე თვლის, რომ ვინაიდან საჯარო რეესტრის ერთიანი სამსახური არ ჩამოყალიბებულა, საჯარო რეესტრის ჩამოყალიბებამდე ტექინვენტარიზაციის ბიუროები საჯარო რეესტრის განმხორციელებლად ითვლებიან.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 04.07.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიერ 10.12.01წ. განხორციელებული რეგისტრაცია ¹.../2001 და 21.12.01წ. რეგიტსრაცია ¹.../2001 ქ. თბილისში, ... მდებარე უძრავ ქონებაზე აწ გარდაცვლილი გ. მ.-ის და შემდგომში მისი მემკვიდრის – რ. მ.-ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის სამსახური არის ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 10.01.98წ. ბრძანების საფუძველზე შექმნილი ზონის რეგისტრატორები, სადაც უნდა განხორციელდეს უძრავ ქონებაზე სკ-ით გათვალისწინებული სანივთო უფლებების რეგისტრაცია. მიწის მართვის დეპარტამენტის შემადგენლობაში შემავალ საჯარო რეესტრის სამსახურში რეგიტსრაცია ნიშნავს ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის 2.2 მუხლით გათვალისწინებულ სახელმწიფოს მიერ წარმოშობილი უფლების აღიარებასა და დადასტურებას. რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა რა მოპასუხე – მიწის მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლის არგუმენტაცია, მიიჩნია, რა მოპასუხე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრის სამსახურს წარმოადგენდა, რომელსაც ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ” კანონით დაკისრებული ჰქონდა გარკვეული ფუნქციები. აღნიშნულიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაცია კანონიერი იყო და არ არსებობდა მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.07.03წ. განჩინებით ნ. ო.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მიწის მართვის დეპარტამენტი წარმოადგენს საჯარო რეესტრის სამსახურს, სადაც უნდა მოხდეს უძრავ ქონებაზე სკ-ით გათვალისწინებული სანივთო უფლებების რეგისტრაცია. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრის სამსახურში გ. მ.-ი, ხოლო შემდეგ რ. მ.-ი აღრიცხული იქნა კანონიერი საფუძვლის გარეშე. პალატამ მიუთითა, რომ ტექაღრიცხვის სამსახურის 16.07.01წ. ცნობის და ნახაზის მიხედვით დასტურდება ... მდებარე ნაგებობის აღრიცხვა აწ გარდაცვლილ გ. მ.-ის სახელზე. 13.12.01წ. კანონიერი სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ 16.06.66წ. გარდაცვლილი გ. მ.-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ არის ცნობილი პირველი რიგის მემკვიდრე _ შვილი რ. მ.-ი. სამკვიდრო ქონებას წარმოადგენს ... მდებარე 334 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სასარგებლო ფართით 159,52 კვ.მ, მათ შორის 70.96 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ მიწის რეგისტრაცია განხორციელებულია ,,ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონის შესაბამისად.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 17.07.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ო.-ის მიერ. კასატორი აღნიშრნავს, რომ საჯარო რეესტრის სამსახურმა გ. მ.-ზე ... მდებარე მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე რეგისტრაცია მოახდინა ქ. თბილისის ტექაღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც გ. მ.-ზე ... მდებარე სახლთმფლობელობა ირიცხებოდა ყოველგვარი იურიდიული საბუთის გარეშე ანუ სახლთმფლობელობა წარმოადგენდა უკანონო ნაგებობას.

,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის მე-2 მუხლის თანახმად მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო გ. მ.-ზე არსებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი საბუთით, მიუხედავად ამისა ამ უკანასკნელზე სახლთმფლობელობა აღირიცხება ასეთი საბუთის გარეშე. მიწის მართვის დაპერტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურს გ. მ.-ზე მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობის საკუთრებაში აღრიცხვის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძვლად მითითებული აქვს ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ" კანონი, ხსენებული კანონის თანახმად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე კერძო საკუთრების უფლება ენიჭებათ ფიზიკურ პირებს მათთვის სარგებლობაში დადგენილი წესით გამოყოფილი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე. რეგიტსრაცია განხორციელდა იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით “ბ" ქვეპუნქტის დარღვევით, რომლის თანახმად რეგისტრატორს უნდა წარედგინოს კერძო საკუთრების უფლების მისანიჭებელ მიწის ნაკვეთთან მყარად დაკავშირებულ უძრავ ქონებაზე საკუთრების დამადასტურებელი საბუთი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ არსებობდა. ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის წესის შესახებ” კანონის 3.1 მულის თანახმად, ადგილობრივი მმართველობის ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოები, ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონით დადოგენილი წესით, აფორმებენ, რეგისტრაციაში ატარებენ და გასცემენ მიწის ნაკვეთით სარგებლობის ან საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს. ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს გ. მ.-ის მიმართ მიწის ნაკვეთის საკუთრების დადასტურების შესახებ გადაწყვეტილება არ გამოუტანია. საჯარო რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ სამათლებრივ საფუძვლად მითითებულია მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 და მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. დადგენილებები, რომელთა მიხედვით თვითნებურად მიტაცებული მიწის ნაკვეთები დაექვემდებარა სამართლებრივ რეგიტსრაციას, რომელსაც საქალაქო (რაიონული) საბჭოების აღმასკომები ახორციელებდნენ, ხოლო შემდგომში ქ. თბილისის მერია და რაიონული გამგეობები. აღნიშნულთან დაკავშირებით გამოცემულ იქნა აგრეთვე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 25.09.97წ. ¹119 დადგენილება, რომლის თანახმად რეგისტრაციას ახორციელებდნენ აღმასკომები, შემდგომში ქ. თბილისის მერია და რაიონული გამგეობები. საჯარო რეესტრის სამსახურმა ისე განახორციელა რეგისტრაცია, რომ არ დაინტერესებულა დადგენილებაში მითითებული გადაწყვეტილების არსებობით. კასატორი თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და ითხოვს მის გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ 10.12.01წ. და 21.12.01წ. რეგისტრაციის ბათილად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ქ. თბილისის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ 02.11.01წ. გაცემული საინვენტარიზაციო გეგმის თანახმად ... მდებარე სახლთმფლობელობა გ. მ.-ზე უკანონო მშენებლობის სახით, 1956 წლიდან ირიცხება. ,,საქართველოს სს რესპუბლიკაში ინდივიდუალური საბინაო მშენებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ" მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილებით, მასში მინისტრთა კაბინეტის 16.03.94წ. ¹156 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით, დაშვებულ იქნა თვითნებურად აშენებული სახლების (მათი ნაწილების) სამართლებრივი რეგისტრაცია და სათანადო წესით მიწის ნაკვეთის გამოყოფის გაფორმება იმ თვითნებური ამშენებლებისათვის, რომლებმაც ააგეს საქალაქო განაშენიანების მოთხოვნების დასაკმაყოფილებელი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები (მათი ნაწილები). მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილების რეალიზაციის უზრუნველსაყოფად გამოცემული თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 16.05.85წ. ¹10.23.288 გადაწყვეტილების მე-7 პუნქტი უშვებდა ნაკვეთის სამართლებრივ რეგისტრაციას გარდაცვლილ მენაშენეზე, რის შემდეგადაც სამართალმემკვიდრეებს სანოტარო კანტორების ან სასამართლოების მეშვეობით შეეძლოთ თავიანთ სახელზე გადაეფორმებიათ სახლთმფლობელობა. ამდენად, მართლზომიერია საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ ქ. თბილისში, ... მდებარე 159,52 კვ.მ საერთო სასარგებლო ფართობის შენობა-ნაგებობის გარდაცვლილი გ. მ.-ის საკუთრებად აღრიცხვა, მით უფრო, რომ ქ. თბილისის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების სამსახური ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის მიმართვის პასუხად 27.11.01წ. გაცემული ¹მ-267 დასკვნის მიხედვით ... აწ გარდაცვლილი გ. მ.-ის სახელზე რიცხული სახლთმფლობელობა და მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს საქალაქო განაშენიანების მოთხოვნებს, რაც ხსენებული აქტების მიხედვით რეგისტრაციის სავალდებულო პირობას წარმოადგენდა.

მინისტრთა საბჭოს 23.12.83წ. ¹806 დადგენილება, მინისტრთა კაბინეტის 11.03.94წ. ¹156 დადგენილებით შეტანილი ცვლილებებით, მათ შესასრულებლად გამოცემული თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 16.03.85წ. ¹10.23.283, 22.09.94წ. ¹21.34.446 დადგენილებები ითვალისწინებდნენ თვითნებურად აშენებული ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების სამართლებრივ რეგისტრაციას აღმასკომების მიერ. ამასთანავე, 1997წ 1 იანვრიდან ამოქმედებული ,,მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთის და მასთან უძრავად დაკავშირებული ქონების რეგისტრაცია ხდება ზონის რეგისტრაციის სახელმწიფო სამსახურში (3.6 მუხ.), კანონით გათვალისწინებულია პირველადი რეგიტსრაციის განხორციელება მიწის და სხვა უძრავი ქონების ობიექტებზე უფლებების დადგენის და ამ ქონების უფლების გადასვლის საფუძველზე.

საკასაციო პალატა კასატორის ყურადღებას ამახვილებს იმ გარემეობაზე, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ – რ. მ.-ის სახელზე საჯარო რეესტრში 21.12.01წ. განხორციელებული განაცხადის ¹.../2001 რეგისტრაციას საფუძვლად ედო სანოტარო წესით 13.12.01წ. დამოწმებული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა (რეესტრში რეგისტრაციის ¹2-109), რომლითაც დადასტურებულია, რომ გ. მ.-ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია პირველი რიგის მემკვიდრე _ შვილი _ რ. მ.-ი, სამკვიდრო ქონებას შეადგენს ქ. თბილისში, ... მდებარე 334 კვ.მ მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, სასარგებლო ფართით 159,52 კვ.მ, მათ შორის 70,96 კვ.მ საცხოვრებელი ფართით. კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობა წარმოადგენს საჯარო რეესტრის 21.12.01წ. ¹.../2001 რეგისტრაციის საკმარის საფუძველს. ამდენად, უსაფუძვლოა ნ. ო.-ის მოთხოვნა ქ. თბილისის მიწის მართვის დეპარტამენტის საჯარო რეესტრის სამსახურის მიერ რ. მ.-ის სახელზე განხორციელებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნა.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 397-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ. ო.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 17.07.03წ. განჩინება.

2. კასატორს გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარის ოდენობით.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.