¹ბს-76-61-კ-04 14 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: თანხების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 25 ივნისს ე. კ.-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შს სამინისტროს მიმართ და მიუთითა, რომ მას პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, 10 თვის ხელფასის თანხის კომპენსაციის გარდა, წელთა ნამსახურობის დანამატი (170 ლარი) და ულუფის თანხაც (590 ლარი) ეკუთვნოდა.
მოპასუხე – შს სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელე ე. კ.-ს 10 თვის ხელფასის თანხა 505 ლარი უკვე მიღებული ჰქონდა, ხოლო პენსიაზე გასვლისას ულუფის თანხის ანაზღაურებას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა.
თბილისის კრწანისი-მთაწმინიდს რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილებით, ე. კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შს სამინისტროს მის სასარგებლოდ წელთა ნამსახურობის დანამატის – 170 ლარის და ულუფის თანხის – 590 ლარის გადახდა დაეკისრა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შს სამინისტრომ სააპელაციო წესით ულუფის თანხის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა ხელფასის ცნებაში ულუფის თანხას არ მოიცავდა და, ამდენად, ე. კ.-ისათვის პენსაზე გასვლასთან დაკავშირებით 10 თვის ხელფასის ანაზღაურება სამართლიანი იყო, მაგრამ ხელფასთან ერთად ულუფის თანხის მოთხოვნა კანონს მოთხოვნებიდან არ გამომდინარეობდა.
აპელანტმა აქვე აღნიშნა, რომ, მართალია, “საქართველოს შინაგან საქმეთა ორანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997წ. 17 მარტის ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციის მუშაკის ხელფასში ულუფის თანხაც მოიაზრებოდა, მაგრამ აღნიშნულს თვით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლი არ ითვალისწინებდა, რაც “ნორმატიული აქტების შესახებ” კანონის თანახმად, ნორმატიული აქტების იერარქიული წყობის პრინციპიდან გამომდინარე, ხსენებული დებულების ნორმაზე დაყრდნობის შესაძლებლობას გამორიცხავდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინებით საქარვთელოს შსს-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 ივლისის გადაწყვეტილება.
შს სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. თ.-მ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასაადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინება იმავე საფუძვლით საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა, მიღებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ შსს-ს წარმომადგენლის ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს მიღებული გადაწყვეტილების გაუქმეით მირებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო მიირებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები სააპელაციო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო სასამართლო მხარეთა უირადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ე. კ.-ის 10 წლის ხელფასთან ერთად წელთა ნამსახურობის დანამატის _ 170 ლარის გადახდის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. აღნიშნული არც ერთ ინსტანციაში აღარ გასაჩივრებულა მხზარეთა მიერ და კანონიერ ძალაშია შესული, ამდენად, საკასაციო სასამართლო მსჯელობის საგანი ამ ეტაპზე მხოლოდ ე. კ.-ისათვის პენსიაზე გასვლის გამო 10 წლის ხელფასისა და დანამატთან ერთად ულუფის თანხის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო სრულიად იზიარებს და ეთანხმება კასატორის მოსაზრებას და განმარტავს შემდეგს:
“პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 131-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პოლიციის თანამშრომელი პოლიციაში სამსახურისათვის იღებს ყოველთვიურ ხელფასს, რომელიც შეიცავს თანამდებობისა და სპეციალური წონებისათვის დადგენილ განაკვეთს, წელთა ნამსახურების დანამატის, რაიონულ კოეფიციენტს, სადაც იგი დაწესებულია.
ხოლო “საქართველოს შინაგან საქმეთა ორანოებში სამდახურის გასვლის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 17 მარტის ¹139 ბრზანებულებით დამტკიცებული დებულების 55-ე მუხლის შესაბამისად, პოლიციის სამსახურისათვის ტანამშრომლები იღებს ხელფასს (რომელიც შეიცავს თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს, ნამსახურობის დანამატს, სასურსათო ულუფას ღირებულებას (თუ იგი ნატურით არ ეძლევათ) ამავე დებულების 75-ე მუხლი კი პოლიციის ორგანოებიდან დათხოვნილი შეღთავათებისა და ანაზრაურებას ადგენს და განმარტავს, რომ პოლიციიც თანამშრომელს, რომელიც სამსახურიდან დათხოვნილია პენსიის მიღების უფლებით ეძლევა ერთდროული დახმარების სახით უკანასკნელი 10 თვის ხელფასი.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელი ე. კ.-ის განმარტებას და მიიჩნევს, რომ მისი მოტხოვნის დაკმაყოფილებით ხსენებული დებულების ნორმების თანახმად დაუშვებელია, რადგან მართალია არსებობს კოლიზია “პოლიციის შესახებ” კანონით მოცემულ და მითითებული დებულებით განმარტებულ “პოლიციის მუშაკის ხელფასის” ცნობაში, მაგრამ აქვე უნდა მოვიხმოთ “ნორატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ნორმა: “ნორმატიულ აქტებს შორის წინააღმდეგობის წარმოქმნისას უპირატესობა ეძლევა იერარქიის უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ ნორმატიულ აქტს”. აქვე უნდა დავამატოთ, რომ ხსენებული მსჯელობა არ ნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომელს სამსახურის პერიოდში უფლება არ ეძლევა, მაგრამ იგი ხელფასის შემადგენობაში არ შედის და სპეციალური დანამატის სახით განისაზღვრება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრნაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთაგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 2 დეკემბრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ე. კ.-ის მოთხოვნა 10 წლის ხელფასის ერთად ულუფის თანხის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შსს წარმომადგენლის ლ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 2 დეკემრის განჩინება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. კ.-ის სასარჩელო მოთხოვნისათვის სასურსათო ულუფის სახით 590 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
4. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.