¹ბს-1023-1015(კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 1 ნოემბერს ე. დ-ემ, რ. ა-მა, ლ. ვ-ემ, ა. კ-ემ, ა. კ-მა, რ. მ-ემ, ე. ა-ემ, ნ. კ-ემ, გ. ბ-მა, ზ. ბ-მა, გ. ც-მა, გ. რ-ემ, დ. კ-ემ, ე. ჭ-ემ, ი. ს-მა და ი. ტ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელეებმა საწარმოო ტრავმით მიყენებული ზიანის თანხის 2007 წლის 1 სექტემბრიდან ანაზღაურება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. დ-მ, რ. ა-მა, ლ. ვ-ემ, ა. კ-ემ, ა. კ-მა, რ. მ-ემ, ე. ა-ემ, ნ. კ-ემ, გ. ბ-მა, ზ. ბ-მა, გ. ც-მა, გ. რ-ემ, დ. კ-ემ, ე. ჭ-ემ, ი. ს-მა და ი. ტ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ე. დ-მ, რ. ა-მა, ლ. ვ-ემ, ა. კ-ემ, ა. კ-მა, რ. მ-ემ, ე. ა-ემ, ნ. კ-ემ, გ. ბ-მა, ზ. ბ-მა, გ. ც-მა, გ. რ-ემ, დ. კ-ემ, ე. ჭ-ემ, ი. ს-მა და ი. ტ-ემ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის საკასაციო ზ. ბ-ისა და გ. ც-ის ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქმე ¹ბს-111-109(2კ-10) 29.07.10 განჩინება).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე. დ-ის, რ. ა-ის, ლ. ვ-ის, ა. კ-ის, ა. კ-ის, რ. მ-ის, ე. ა-ის, ნ. კ-ის, გ. ბ-ის, ზ. ბ-ის, გ. ც-ის, გ. რ-ის, დ. კ-ის, ე. ჭ-ის, ი. ს-ისა და ი. ტ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.