¹ბს-1045-1036(3კ-11) 12 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ხ-ის, გ. კ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ე. რ-ემ, ლ. ხ-მა, ე. ა-მა, გ. კ-მა, ზ. ა-ამ, ა. მ-მა და მ. ჩ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხის - ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირის - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით: 1. ე. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 124468,89 ლარის ანაზღაურება, სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 2. ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 187501,74 ლარის ანაზღაურება, სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 3. ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 83832,72 ლარის, აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 4. ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 83832,72 ლარის, აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 5. ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 83832,72 ლარის, აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 6. გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 133862,20 ლარის, აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; 7. მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას დაეკისრა მის სასარგებლოდ 103200 ლარის გადახდა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ანაზღაურებაზე ეთქვა უარი; მოსარჩელეებს დაეკისრათ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა: ე. რ-ეს 1707 ლარის, ლ. ხ-ს 1947 ლარის, ე. ა-ის 1350 ლარის, ზ. ა-ს 1350 ლარის, ა. მ-ს 1182 ლარის, გ. კ-ს 1500 ლარის, მ. ჩ-ს 2886 ლარის გადახდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ხ-მა და მ. ჩ-მა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ხ-ისა და მ. ჩ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; 1. ე. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 533,4 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 2. ლ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 1536,40 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 3. ე. ა-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 570 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 4. ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 570 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 5. ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 570 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 6. გ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 814,80 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. აგრეთვე 550 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა, ყოველთვიურად, 2007 წლის 1 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე, მაგრამ არაუმეტეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადისა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი; 7. მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ქ. თბილისის მერიას მის სასარგებლოდ დაეკისრა 5285,40 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში გადახდა. სარჩელის მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი;
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ე. რ-ემ, ლ. ხ-მა, ე. ა-მა, გ. კ-მა, ზ. ა-მა, მ. ჩ-მა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებებით ე. რ-ის, ე. ა-ისა და ზ. ა-ის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ხ-ის, გ. კ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივრებში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. ხ-ის, გ. კ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები, რის გამოც კასატორებს უარი უნდა ეთქვათ საკასაციო საჩივრების განხილვაზე.
ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე მ. ჩ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 6000 (ექვსიათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 6000 (ექვსიათასი) ლარის 70% _ 4200 (ოთხიათასორასი) ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან მოცემულ საქმეზე გ. კ-ს გადახდილი აქვს საკასაციო საჩივრისათვის სახელმწიფო ბაჟი _ 6000 (ექვსიათასი) ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს 6000 (ექვსიათასი) ლარის 70% _ 4200 (ოთხიათასორასი) ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ხ-ის, გ. კ-ისა და მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;
3. მ. ჩ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 (ექვსიათასი) ლარის 70% _ 4200 (ოთხიათასორასი) ლარი.
4. გ. კ-ს დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 6000 (ექვსიათასი) ლარის 70% _ 4200 (ოთხიათასორასი) ლარი.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.