¹ბს-1059-1050(კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2002 წლის 25 მარტს შპს «ა-მა» სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მსხვილგადამხდელთა ინსპექციისა და საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში მიუთითა, რომ მას საქართველოში რამდენიმე ფილიალი გააჩნდა, მათ შორის ერთ-ერთი ფილიალი ქ. ბათუმში მდებარეობდა. პროდუქციის მიღებისას შპს ,,ა-მა» შესამისი ანგარიშ-ფაქტურები გამოწერა და მათზე დამატებული ღირებულების გადასახადი გადაიხადა. შპს «ა-მა» გადახდილი დღგ-ს ჩასათვლელად მიმართა მსხვილგადამხდელთა ინსპექციას, სადაც ის აღიცხვაზე იმყოფებოდა. თუმცა მსხვილგადამხდელთა ინსპექციის ¹11/202 და ¹11/400 წერილებიდან გაირკვა, რომ მსხვილგადამხდელთა ინსპექციამ საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის 10 იანვრის ¹1/11/46 და 2002 წლის 4 თებერვლის ¹1/11/579 წერლების საფუძველზე გააუქმა ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული დღგ-ს ჩათვლები. მოსარჩელის მოსაზრებით, საგადასახადო ორგანოს აღნიშნული ქმედებით დაირღვა საგადასახადო კოდექსის 114-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის 2002 წლის 8 თებერვლის ¹119 და 19 თებერვლის ¹184 წერილების თანახმად, შპს ,,ა-ის” ბათუმის ფილიალს ბიუჯეტთან ანგარიშსწორება სრულად ჰქონდა მოხდენილი. ანგარიშ-ფაქტურის მე-4 ეგზემპლარები ქ. ბათუმის საგადასახადო ინსპექციის მიერ საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მონიტორინგის სამსახურს ჩაბარდა, მაგრამ ამის მიუხედავად მსხვილგადამხდელთა ინსპექციამ 2002 წლის 18 თებერვალს საინკასო დავალება წარადგინა შპს ,,ა-ის” საბანკო ანგარიშზე მის მოსამსახურე ბანკ ,,ინტელექტბანკში”.
ზენოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს მსხვილგადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 28 იანვრის ¹11/202 და 2002 წლის 19 თებერვლის ¹11/400 წერილების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის 10 იანვრის ¹1/11/46 და 2002 წლის 4 თებერვლის ¹1-11/579 წერილების ბათილად ცნობა და ანგარიშ-ფაქტურების შესაბამისად გადახდილ დღგ-ს ჩათვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილგადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 28 იანვრის ¹11/202 და 2002 წლის 19 თებერვლის ¹11/400 წერილები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის 10 იანვრის ¹1/11/46 და 2002 წლის 4 თბერვლის ¹1-11/579 წერილები; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილგადამხდელთა ინსპექციასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტს ანგარიშ-ფაქტურებით გადახდილი დღგ-ს ჩათვლაზე შესაბამისი ადმინისტრაციული აქტების გამოცემა დაევალათ.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს «ა-ის» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ნოემბრის განჩინებით საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს «ა-ის» სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 14 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წლის 27 ნოემბრის განჩინება.
2004 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტმა განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება, მიღებული გადაწყვეტილებების გაუქმება, საქმის არსებითად განხილვა და შპს «ა-ი»-სთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004 წლის 11 ნოემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განსახილველად გადაეცა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის საოქმო განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება და განახლდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 3 მაისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნენ სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტი და სსიპ შემოსავლების სამსახური; ამავე განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონალური ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 27 მაისის საოქმო განჩინებით ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება სსიპ შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს «ა-ის» სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის 2002 წლის 28 იანვრის ¹11/202 და 2002 წლის 13 თებერვლის ¹11/400 წერილები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2002 წლის 10 იანვრის ¹1-11/46 და 2002 წლის 4 თებერვლის ¹1-11/579 წერილები იმ ნაწილში, რომელიც ეხება შპს «ა-ს»; სსიპ შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტს შპს ,,ა-ისთვის” გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლაზე (ანგარიშ-ფაქტურებით _ სერია აა-70 ¹026294, აა-70 ¹026295, აა-70 ¹027534, აა-70 ¹027535, აა-70 ¹027538, აა-70 ¹026297, აა-70 ¹027544, აა-70 ¹026300, აა-70 ¹027545, აა-70 ¹027547, აა-70 ¹027549, აა-70 ¹027550, აა-70 ¹026296, აა-70 ¹020950, აა-70 ¹020948, აა-70 ¹027530, აა-70 ¹026284, აა-70 ¹026286, აა-70 ¹026285, აა-70 ¹026287, აა-70 ¹027533, აა-70 ¹026288, აა-70 ¹026290, აა-70 ¹026291, აა-70 ¹020949) ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ შემოსავლების სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.