Facebook Twitter

¹ბს-1116-1105(კ-11) 15 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 5 აპრილს დ. ს-ემ, ლ. ი-ემ და ზ. ლ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართეს გორის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების მანძილზე მსახურობდნენ შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხაშურის რაიონულ სამმართველოში. 2010 წლის 4 მარტისა და 2011 წლის 1 მარტის ბრძანებებით მოსარჩელეები განთავისუფლებულ იქნენ თანამდებობებიდან.

მოსარჩელეებმა მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსათვის სახელფასო დავალიანების, კერძოდ, დ. ს-ისათვის _ 1402,07 ლარის ოდენობით, ლ. ი-ისათვის _ 1087,53 ლარის ოდენობით და ზ. ლ-ისათვის _ 1351,64 ლარის ოდენობოთ ანაზღაურების დავალდებულება მოითხოვეს.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით დ. ს-ის, ლ. ი-ის და ზ. ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ზ. ლ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1387,02 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ზ. ლ-ეს მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოზე 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 59 ლარის და წელთა ნამსახურობის დანამატის _ 11,47 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო; მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს მოსარჩელე დ. ს-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1334,29 ლარის ოდენობით; მოსარჩელე დ. ს-ეს მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოზე 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 59 ლარის და წელთა ნამსახურობის დანამატის _ 8,78 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო; მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოს მოსარჩელე ლ. ი-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება 1028,53 ლარის ოდენობით; მოსარჩელე ლ. ი-ეს მოპასუხე შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარ სამმართველოზე 2003 წლის ნოემბრის ულუფის კომპენსაციის _ 59 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნაზე უარი ეთქვა ხანდაზმულობის გამო.

გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მოსარჩელეთა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ხანდაზმულობის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინებით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება საკასაციო წესით შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარმა სამმართველომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების 1998, 1999, 2000 წლების თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს, კვების (ულუფის) კომპენსაციის და წელთანამსახურის, 2003 წლის ნოემბრის თვის თანამდებობრივი და წოდების სარგოს დაკისრების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქმე ¹ბს-1608-1536(კ-09) 07.06.10 გადაწყვეტილება).

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 2 ივნისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.