Facebook Twitter

¹ბს-1124-1113(2კ-11) 29 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ლ. ვ-ს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებასა და 14 ივნისის დამატებით გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ვ-მ 2010 წლის ნოემბერში სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების _ ა. მ-ის, მ. ჭ-ისა და თ. კ-ის მიმართ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა.

თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. ვ-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 2010 წლის 26 აგვისტოს მიღებული ¹882010753169-03 გადაწყვეტილება და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ¹251248 (01.10.2010) გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა ლ. ვ-ს სახელზე, საკუთრების უფლებით აღრიცხოს ქ. თელავში, ... ¹39-ში მდებარე უძრავი ქონება, რომელიც მითითებულია ¹25/68 პმ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობაში.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ჭ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010753169-03 სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების დავალების ნაწილში შეცვლით, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ვ-ს სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურის 2010 წლის 26 აგვისტოს ¹882010753169-03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თელავის სარეგისტრაციო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ¹251248 (01.10.2010) გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელად.

2011 წლის 8 ივნისს მ. ჭ-ის წარმომადგენელმა თ. მ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას და მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით მ. ჭ-ის წარმომადგენლის თ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ლ. ვ-ს დაეკისრა მ. ჭ-ის სასარგებლოდ 575 (ხუთას სამოცდათხუთმეტი) ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილებები საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ვ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება) ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება, ასევე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 14 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ლ. ვ-ს საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის განჩინებით მიეცა 10 დღის ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მითითებული განჩინება ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (ქ. თელავი, ... ქ. ¹7) გაეგზავნა 2011 წლის 1 აგვისტოს, რომელიც 2011 წლის 6 აგვისტოს ჩაბარდა კასატორის ოჯახის წევრს, ხოლო მან კი განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2011 წლის 12 სექტემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 29 ივლისის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდა 2011 წლის 6 აგვისტოს, შესაბამისად, კასატორს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდა 2011 წლის 16 აგვისტოს ოცდაოთხ საათამდე, კასატორმა კი ხარვეზის გამოსწორების შესახებ განცხადება და სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა 2011 წლის 12 სექტემბერს, ანუ სასამართლოს მიერ ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის დარღვევით, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. აქვე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს შემდეგს, ვინაიდან ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით გადახდილი აქვს ვ. ვ-ის, მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 372-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა დაუბრუნდეს აღნიშნული თანხა სრულად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ვ-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. ვ. ვ-ის დაუბრუნდეს მის მიერ ლ. ვ-ს საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი _ 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.