¹ბს-1180-1169(კ-11) 12 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა მ. ო-ის განცხადება სსსკ-ის 272-ე მუხლის «გ» პუნქტის შესაბამისად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
ლ. ტ-ომ სარჩელი აღძრა მ. ო-ის, ქ. ბათუმის ¹10 მ/რ გამგებლისა და ქ. ბათუმის თამარის დასახლების მიკრორაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ... ¹12/20-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ ცნობა, მ. ო-ის ბინაში რეგისტრაციის გაუქმება და ბინიდან გამოსახლება (იხ. ტ.1. ს.ფ. 4-5).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ლ. ტ-ო და მისი შვილი პ. ტ-ო ცნობილ იქნენ ... ¹12/20-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ; გაუქმდა მ. ო-ის ჩანაწერის რეგისტრაცია და მ. ო-ი გამოსახლებულ იქნა ... ¹12-ში მდებარე ბინა 20-დან (იხ. ტ.1; ს.ფ. 21-22).
მ. ო-მა საჩივრით მოითხოვა ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება (იხ. ტ.1;. ს.ფ. 28-29).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 20 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა 2002 წლის 21 ივნისის დაუსწრებელი განჩინება (იხ. ტ.1; ს.ფ. 35).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 2 ივლისის განჩინებით დაკმაყოფილდა; ლ. ტ-ოს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და ყადაღა დედო ვ. ს-ის საკუთრებად რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარეს ... ¹12/20-ში (იხ. ტ.1; ს.ფ. ).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წლის 4 ივლისის განჩინებით ლ. ტ-ოს სარჩელი დარჩა განუხულველად მხარეთა გამოუცხადებლობის გამო (იხ. ტ.1; ს.ფ. 70).
2003 წლის 14 ივლისს ლ. ტ-ომ ახალი სარჩელი აღძრა მოპასუხეების – მ. ო-ის, ვ. ს-ისა და ქ. ბათუმის ¹10 მ/რ გამგეობისა და ნოტარიუსის ნ. ა-ის მიმართ და მოითხოვა ვ. ს-ასა და ქ. ბათუმის ¹... საბინაო სექსპულატაციო კანტორას შორის ... ¹12/20-ში მდებარე საცხოვრებელი ფართის პრივატიზაციის ხელშეკრულების ნაწილობრივ, კერძოდ, 2/3 ნაწილში, ბათლად ცნობა, ასევე ამავე მისამართზე მ. ო-ის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა (იხ. ტ.2; ს.ფ. 2-3). მოგვიანებით მოსარჩელემ კვლავ გაზარდა მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა ვ. ს-ისათვის, არასრულწლოვანი შვილის, პ. ს-ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება და ასევე მორალური ზიანის დაკისრება (იხ.ტ.2; ს.ფ. 42-43).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ ლ. ტ-ოს სარჩელისა გამო საქმის წარმოებაზე რამდენჯერმე შეჩერდა და განახლდა საქმის წარმოება სისხლის სამართლის საქმისწარმოების გამო. საბოლოოდ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ლ. ტ-ოს სარჩელზე (იხ. ტ.2; ს.ფ. 3-4).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ტ-ოს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; 2/3-ის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ვ. ს-ისა და ქ. ბათუმის ¹... საბინაო საექსპლოატაციო კანტორას შორის, ... სახლი ¹12 ბ. 20-ში მდებარე ფართის 1994 წლის 11 მაისის პრივატიზაციის ხელშეკრულება; ხოლო სარჩელი ... ¹12-ში მდებარე ბინა ¹20-ში მ. ო-ის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით (იხ. ტ.3; ს.ფ. 169-181).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 192-203).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მარტის განჩინებით მ. ო-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ტ.3; ს.ფ. 263-272).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ო-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ტ.3; ს.ფ. 289-297).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. ო-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე, იმ მოტივით რომ საკასაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, შესაბამისად, აღნიშნული ხარვეზის შესავსებად, კასატორს განესაზღვრა საპროცესო ვადა 10 დღე (იხ. ტ.3; ს.ფ. 103-104).
მ. ო-მა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საკასაციო წარმოებაში მყოფ საქმეზე წარმოების შეწყვეტა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, გაეცნო კასატორის _ მ. ო-ის განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო მასზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც მოცემულ საპროცესო სამართალში ნიშნავს მხარეთა ნების თავისუფლებას, შეხედულებისამებრ განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.
კონკრეტულ შემთხვევაში კასატორმა მ. ო-მა განაცხადა რა უარი საკასაციო საჩივარზე, ამგვარად გამოხატა ნება თავისი საპროცესო უფლების რეალიზაციაზე, რაც სავალდებულოა სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის – ნების შეუზღუდავი გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, თუ საკასაციო სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ არსებული ნორმები განსხვავებულ დებულებებს არ ითვალისწინებს. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან წარმოდგენილია განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ და წარმოდგენილია თანხმობა მოწინააღმდეგე მხარეების ნების გამოხატვაზე, საკასაციო სასამართლო იყენებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსსკ-ის 272-ე, 401-ე მუხლებით და წყვეტს წარმოებას საკასაციო საჩივარზე მასზე უარის თქმის გამო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ფიზიკური პირების მიერ პროცესუალური ნების ამგვარი გამოხატვა სრულ შესაბამისობაშია საპროცესო კანონმდებლობით აღიარებულ მხარეთა დისპოზიციურობის პრინციპთან, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნების გამოხატვა დააბრკოლოს სამოსამართლო ჩარევის თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 208-ე, 272-ე მუხლის «გ» პუნქტით, 372-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. კასატორის _ მ. ო-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.