¹ბს-1194-1183(კ-11) 28 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2006 წლის 5 ივლისის ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს ე. ა-ამ, რ. მ-მა, ჟ. ბ-ემ, ი. შ-ემ, ა. ჯ-მა, მ. ფ-ემ და ლ. გ-ემ მოპასუხეების ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურისა და ქ. ბათუმის საკრებულოს მიმართ.
მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების გარეშე ქ. ბათუმში, ... ქ.@¹13-ში მდებარე ავტოფარეხის დემონტაჟის აკრძალვას.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 24 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ერთ წარმოებად გაერთიანდა ე. ა-ის საქმე ¹3-664, ე. ა-ას, რ. მ-ის და სხვების საქმე ¹3-666 და ა. მ-ის საქმე ¹3-915.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივ სამსახურსა და ქ.ბათუმის საკრებულოს ზიანის ანაზღაურების გარეშე აეკრძალათ ქ.ბათუმში ... ქ.@¹13-ში მდებარე მოსარჩელეების ე. ა-ას, რ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ა. ჯ-ის, მ. ფ-ის, ლ. გ-ის, ა. მ-ის, ი. შ-ის და ე. ა-ის კუთვნილი ავტოფარეხების დემონტაჟი თითოეულზე 3500 ლარის კომპენსაციის გადახდის გარეშე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 29 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკამყოფილდა ქ. ბათუმის ზედამხედველობის ადგილობრივი სამსახურისა და ქ. ბათუმის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 14 ნოემბრის გადაწყვეტილება და სარჩელი დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 30 ოქტომბრის საოქმო განჩინებით არასათანადო მოპასუხე ქ. ბათუმის საკრებულო შეიცვალა სათანადო მოპასუხით ქ. ბათუმის მერიით.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. ა-ას, რ. მ-ის, ჟ. ბ-ის, ა. ჯ-ის, გ. ფ-ის, ლ. გ-ის, ა. მ-ის, ი. შ-ისა და ე. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ჟუჟუნა ბორლქვაძემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 11 თებერვლის განჩინებით ჟ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ჟ. ბ-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 22 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ჟ. ბ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. ბ-ეს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.