Facebook Twitter

¹ბს-1224-1168(კ-09) 9 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა დ. ფ-ისა და ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2005 წლის 30 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს გ. ფ-ემ და ა. ჩ-მა მოპასუხე შპს ,,...ის” მიმართ.

მოსარჩელეები სარჩელით ითხოვდნენ მოპასუხის დავალდებულებას შაჩეროს და მისივე სახსრებით დაშალოს ... ქ. ¹47-ში დაწყებული მშენებლობა.

2005 წლის 30 აგვისტოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით მიმართეს მოსარჩელეებმა მოპასუხე შპს “...ის” და ბათუმის ქალაქგეგემარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის მიმართ, რომლითაც მოითხოვეს ქ. ბათუმის ქალაქგეგემარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹01-22/277 ბრძანებისა და მის საფუძველზე დამტკიცებული 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹143/05 მშენებლობის ნებართვის ბათილად ცნობა და შპს ,,...ის” დავალდებულება, გაათავისუფლოს ის ტერიტორია, რომელზეც მან ააშენა დამხმარე ნაგებობანი ... ქ. ¹132-ში, მოხდეს ამ ნაგებობების დანგრევა მოპასუხის მიერ და დაევალოს შპს ,,...ს” ხელი არ შეუშალოს მოსარჩელეებს ისარგებლონ ამ ფართით, ანუ მიწის ნაკვეთი დარჩეს თავისუფალ მდგომარეობაში, რათა მოსარჩელეების მიერ თავისუფალი ფართი გამოყენებულ იქნას ავტომანქანის გასასვლელად და შესაბამისი მანევრების შესასრულებლად.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. ჩ-ისა და გ. ფ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ემ და ა. ჩ-მა.

აპელანტები სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ისა და ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება; გ. ფ-ისა და ა. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. ბათუმის ქალაქგეგემარებისა და სივრცითი მოწყობის ადგილობრივი სამსახურის 2005 წლის 5 ოქტომბრის ¹01-22/277 ბრძანება და ამ ბრძანების საფუძველზე მიღებული ¹143/05 მშენებლობის ნებართვა; შპს ,,...ის” ხელმძღვანელ უფლებამოსილ პირებს დაევალათ, იმ ტერიტორიის_426 კვ.მ მიწის ნაკვეთის გათავისუფლება, რომელზედაც მათ ააშენეს დამხმარე ნაგებობები ... ქ. ¹132-ში და მოხდეს ამ დამხმარე ნაგებობების დანგრევა მათ მიერ; შპს ,,...ის” ხელმძღვანელ უფლებამოსილ პირებს დაევალათ ხელი არ შეეშალათ ა. ჩ-ის და გ. ფ-ისათვის ისარგებლონ ამ მიწის ნაკვეთით, რომელიც უნდა დარჩეს თავისუფალ მდგომარეობაში; ა. ჩ-მა და გ. ფ-ემ გამოიყენონ ეს ფართი ავტომანქანის გასასვლელად და შესაბამისი მანევრების შესასრულებლად.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურმა და შპს ,,...მა”.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურისა და შპს ,,...ის” საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე განსახილველად დაბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის საპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ისა და ა. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს გ. ფ-ემ და ა. ჩ-მა.

კასატორები საკასაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით კასატორების – გ. ფ-ისა და ა. ჩ-ის საკსაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო. კასატორებს განესაზღვრათ 10 დღიანი ვადა აღნიშნული ხარვეზის გამოსასწორებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით შეჩერდა გ. ფ-ისა და ა. ჩ-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი აწ გარდაცვლილი გ. ფ-ის საპროცესო უფლებამონაცვლის დადგენმადე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით გ. ფ-ის უფლებამონაცვლედ დადგენილ იქნა დ. ფ-ე; ა. ჩ-ისა და დ. ფ-ის (გ. ფ-ის უფლებამონაცვლე) საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება; ა. ჩ-სა და დ. ფ-ეს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო ა. ჩ-ისა და დ. ფ-ის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით ა. ჩ-ისა და დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებულ იქნა ხარვეზზე იმ მოტივით, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კიდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის _ 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. აღნიშნეული ხარვეზის გამოსასწორებლად კასატორებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით მიეცათ 10 დღის ვადა განჩივების ასლის ჩაბარებიდან. განჩინების ასლი გ. ფ-ეს და დ. ფ-ეს პირადად ჩაჰბარდა 2011 წლის 20 მაისს.

2011 წლის 31 მაისს კასატორების წარმომადგენელმა – რ. ფ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა სასამართლოს კასატორების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება იმ მოტივით, რომ კასატორები განიცდიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის განჩინებით დ. ფ-ისა და ა. ჩ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 მაისის განჩინებით განსაზღვრული ვადა გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღით, რათა წარმოედგინათ სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდის ქვითარი.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ კასატორის - ა. ჩ-ის დედას და დ. ფ-ის მულს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 3 ივნისის ხარვეზის თაობაზე განჩინების ასლი ჩაჰბარდათ 2011 წლის 11 ივნისს, ხოლო კასატორების წარმომადგენელს –რ. ფ-ეს - 10 ივნისს შესაბამისად, კასატორებს ხარვეზის გამოსასწორებლად განსაზღვრული ვადა ჰქონდათ 2011 წლის 20 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, მაგრამ სასამართლოს მიერ მითითებულ 7 დღის ვადაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც საკსაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ა. ჩ-ისა და დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ჩ-ისა და დ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.