¹ბს-400-397(2კ-11) 14 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პ. კ-მ 30.09.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის 09.08.10წ. ¹1106 პასუხის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.09.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ ახალი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.11.10წ. გადაწყვეტილებით პ. კ-ის სარჩელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.08.10წ. ¹1106 პასუხის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.09.10წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების შესახებ დაკმაყოფილდა, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის 09.08.10წ. ¹1106 პასუხი და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 17.09.10წ. გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს დაევალა ქ. ზესტაფონში, ... ბინა 12-ის პ. კ-ისათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 18.11.10წ. გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, რომელებმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკასაციო საჩივრები ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 25.01.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.