Facebook Twitter

¹ბს-633-628(კ-11) 14 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 12 აპრილს ბოლნისის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა კოოპერატიული საწარმო «...მა» მოპასუხეების–ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ბოლნისის რაიონის გამგეობისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 4445,3 ლარის დაკისრებას.

Bბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 28 მაისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის თანახმად საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ,,...ის» წარმომადგენლის ა. ლ-ის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა მოსარჩელე ,,...»-ს სასარგებლოდ 4445,3 (ორმოცდა ოთხი ათას ოთხას სამოცდახუთი ლარი და სამი თეთრი) ლარის გადახდა; მოპასუხეებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 1334 (ათას სამას ოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელე ,,...ს» სასარგებლოდ.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელე «...ის» დირექტორის-ა. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა კოოპერატიული საწარმო «...მა».

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ კოოპერატიული საწარმო «...ის» საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კოოპერატიული საწარმო «...ს» უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2225 ლარის) 70% (1557,05 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კოოპერატიულ საწარმო «...ს» უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;

2. კოოპერატიულ საწარმო «...ს» დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2225 ლარის) 70% _ 1557,05 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.