¹ბს-673-667(კ-11) 21 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა დ. ს-ის, ლ. კ-ის და სხვათა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
დ. ს-ემ, ნ. გ-იამ, ლ. კ-ემ და სხვებმა (სულ 32 პირი) 29.03.10 წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკე-საბურთალოს სოციალური მომსახურების ცენტრის მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს მოპასუხეს დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც ბათილად ცნობს 01.10.09 წ. გადაწყვეტილებებს ა. უ-ის სახელობის საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკის 32 მოსარჩელისათვის პენსიის შეწყვეტის შესახებ და მოსარჩელეებს აღუდგენს მიუღებელ პენსიის მიღებას მისი შეწყვეტის მომენტიდან 01.10.09 წლიდან პენსიის აღდგენამდე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 23.06.10 წ. განჩინებებით მ. ჩ-ას, ე. ნ-ის, ა. მ-ის ა. ყ-ას, მ. ჟ-ის, ნ. ბ-ის, ნ. ს-ის, ლ. ბ-ის, ი. დ-ის, გ. თ-ის სარჩელი დარჩა განუხილველად მოსარჩელეთა მიერ სარჩელის გამოხმობის გამო. ამავე თარიღის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოიყო თ. ლ-ას, ნ. ხ-ის, თ. კ-ის, ლ. ფ-ის, ლ. ნ-ის, ლ. ფ-იას, თ. მ-ის, მ. ბ-ის, ლ. ა-ის, ა. მ-ის, ლ. გ-ის, ნ. ფ-ის სარჩელი და საქმეს მიენიჭა დამოუკიდებელი ნომერი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.10 წ. გადაწყვეტილებით დ. ს-ის, ნ. გ-იას, ლ. კ-ის, ლ. მ-ის, ლ. ქ-ის, მ. კ-იას, ნ. თ-ის, მ. გ-ის, ნ. კ-ის, ი. თ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.10 წ. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ს-ემ, ნ. გ-იამ და სხვებმა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.10 წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 05.07.10 წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.11 წ. განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს დ. ს-ემ, ნ. გ-იამ და სხვებმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ. ს-ის, ნ. გ-იას და სხვების საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი. შესაბამისად, დ. ს-ის, ნ. გ-იას და სხვების საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ. ს-ის, ნ. გ-იას და სხვების საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 12.11.10 წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.