Facebook Twitter

¹ბს-707-673(კ-07) 15 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თავმჯდომარე: მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) _ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ თ. რ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ თანამდებობაზე დანიშვნა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 2 აგვისტოს თ. რ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 7 მაისის ¹1 ოქმის საფუძველზე, ... კანდიდატურაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ ექვსი ხმით დაასახელა თ. რ-ე. მოსარჩელემ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა, თუმცა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ბრძანების საფუძველზე, თ. რ-ეს უარი ეთქვა ... თანამდებობაზე დანიშვნაზე. აღნიშნული უარის საფუძვლად შრომის წიგნაკში, კადრების აღრიცხვის პირად ფურცელსა და სხვა დოკუმენტების ჩანაწერებში არსებული უზუსტობები, კერძოდ შრომის წიგნაკში შრომითი სტაჟის 3 წლით გაზრდა მიეთითა.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1988 წლის 4 სექტემბერს იგი ნამდვილად დაინიშნა მე-... საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, საიდანაც იგი პირადი განცხადების საფუძველზე 1995 წლიდან განთავისუფლდა. შრომის წიგნაკში სკოლიდან გათავისუფლების თარიღად მითითებული იყო 1998 წლის 20 აგვისტო, რაც მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა.

ამდენად, მოსარჩელემ თ. რ-ის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ¹271 ბრძანების ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის თ. რ-ის ... დანიშვნის შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ¹271 ბრძანება და მოპასუხეს თ. რ-ის ... დანიშვნის საკითხის განხილვა დაევალა; მოსარჩელეს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. რ-ემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე უარის თქმის ნაწილში; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს თ. რ-ის აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ... დანიშვნის შესახებ ბრძანების გამოცემა დაევალა; დანარჩენ ნაწილში უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 თებერვლის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით თ. რ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში; თ. რ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მოცემული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თ. რ-ის სამუშაოზე მოწყობის თაობაზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ¹271-ე ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში მოპასუხე სამინისტროს მიერ არ გასაჩივრებულა, ამდენად, ამ ნაწილში გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში იყო შესული.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომMმე-... სკოლის 1995 წლის 12 აპრილის ¹66 ბრძანებით პირადი განცხადების საფუძველზე, თ. რ-ე 1995 წლის 1 მარტიდან განთავისუფლდა თანამდებობიდან.Mმე-... სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად, შრომის წიგნაკში აღნიშნული 1998 წლის 20 აგვისტო სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და წარმოადგენდა მექანიკურ შეცდომას.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ყალბი შრომის წიგნაკის დამზადება გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა გამოძიება, თუმცა კონკრეტული პირის ბრალდება მოცემულ ეტაპზე გამოვლენილი არ იყო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებდა ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებდა კანდიდატის წამოყენებაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიამ 2005 წლის 7 მაისს ¹1 ოქმით ... თანამდებობის დასაკავებლად წარადგინა თ. რ-ის კანდიდატურა ექვსი ხმით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე და განმარტა, რომ საკონკურსო საატესტაციო კომისიის მიერ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნებოდა თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს წარუდგენდა ამ კანონის 25-ე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ დოკუმენტებს და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებას. თანამდებობაზე დანიშვნისას საჭირო იყო ამ კანონის 26-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნათა შესრულება, ამავე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით კი, ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. რ-ემ წარადგინა კადრების აღრიცხვის პირადი ფურცელი, ავტობიოგრაფია, კონსულტაციის ანკეტა და შრომის წიგნაკი. აღნიშნული დოკუმენტების წარდგენის დროს ... თანამდებობა იყო ვაკანტური, თუმცა მისი დანიშვნა ამ თანამდებობაზე არ მომხდარა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 10 აპრილის ¹124 ბრძანებით დასტურდებოდა, რომ აჭარის ა/რ მთავრობის 2007 წლის 3 აპრილის ¹40 დადგენილებით დამტკიცდა სამინისტროს ახალი დებულება. ამავე დადგენილებით შეიცვალა სამინისტროს სტრუქტურა და დამტკიცდა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ახალი საშტატო ნუსხა, რომელშიც არ მოიაზრებოდა ... თანამდებობა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით აპელანტმა თ. რ-ემ სააპელაციო სასამართლოში დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოპასუხისათვის ამავე სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში, შესაბამის თანამდებობაზე მისი დასაქმების შესახებ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან, ზემოაღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა სცილდებოდა მის უწყებრივ კომპეტენციას და განეკუთვნებოდა ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ემსჯელა თ. რ-ის სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში დასაქმების შესაძლებლობაზე. კერძოდ, დაედგინა, თუ რა საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში და ხომ არ იყო მოსარჩელის მიერ კონკურსში გამარჯვების გზით მოპოვებული ... თანამდებობის ანალოგიური თანამდებობა ახალი განრიგით, ან ხომ არ იყო შესატყვისი სამსახური და თ. რ-ის თანხმობის პირობებში გამოეცა შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით თ. რ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

კასატორმა მიუთითა, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლის მოთხოვნები. კერძოდ, ამ კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, კანონით დადგენილი დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამხდარიყო. თ. რ-ის მიერ კი კანონმდებლობით დადგენილი წესით არ იყო აღმოფხვრილი მის დოკუმენტებში არსებული ხარვეზები და არც გამოძიების მიერ არ იყო დადგენილი დოკუმენტის გაყალბების არარსებობის ფაქტი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 30 ივლისის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება თ. რ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 16 ივნისის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე განახლდა საქმის წარმოება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ივნისის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის 2005 წლის 7 მაისის ¹1 ოქმის საფუძველზე, ... კანდიდატურაზე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ექვსი ხმით დასახელდა თ. რ-ე, თუმცა აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ¹271 ბრძანების საფუძველზე, მას უარი ეთქვა ... თანამდებობაზე დანიშვნაზე. აღნიშნული უარის საფუძვლად შრომის წიგნაკში, კადრების აღრიცხვის პირად ფურცელსა და სხვა დოკუმენტების ჩანაწერებში არსებული უზუსტობები, კერძოდ, შრომის წიგნაკში შრომითი სტაჟის 3 წლით გაზრდა მიეთითა. მე-... სკოლის 1995 წლის 12 აპრილის ¹66 ბრძანებით თ. რ-ე პირადი განცხადების საფუძველზე განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. Mმე-... სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2005 წლის 4 ივლისის ცნობის თანახმად კი, შრომის წიგნაკში აღნიშნული განთავისუფლების თარიღი - 1998 წლის 20 აგვისტო სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და მექანიკურ შეცდომას წარმოადგენდა.

საკასაციო სასამართლო თავდაპირველად განმარტავს, რომ ვინაიდან, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 29 ივნისის ¹271 ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაში არის შესული, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს მხოლოდ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის თ. რ-ის სამუშაოზე მოწყობის შესახებ, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების კანონიერება წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2005 წლის 3 აგვისტოს აჭარის ა/რ შს მთავარი სამმართველოს კრიმინალური პოლიციის სამმართველოში დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის ¹... საქმეზე, თ. ს. ასულ რ-ის მიერ ყალბი შრომის წიგნაკის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარზე შეჩერდა საქმის წარმოება თ. რ-ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში მყოფ სისხლის სამართლის საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 17 მაისს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოუდგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებები. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენით თ. ს. ასული რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. ,,ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე, თ. რ-ეს დანიშნული სასჯელი გაუნახევრდა და საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 14 მაისის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის განაჩენი თ. რ-ის მიმართ დარჩა უცვლელი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2008 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. რ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ. ქ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2008 წლის 14 მაისის განაჩენზე არ იქნა დაშვებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სხდომაზე განსახილველად.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 1 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით თ. რ-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ ყალბი შრომის წიგნაკის დამზადება-გამოყენების ფაქტზე, რაც მოცემული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ახალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი თავად დაადგინოს ახალი ფაქტობრივი გარემოებები და შეაფასოს ახალი მტკიცებულებები, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას, საქმეში წარმოდგენილი კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე ხელახლა უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რა დროსაც შეუძლია ისარგებლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-19 მუხლებით მინიჭებული უფლებამოსილებით.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები, გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილია თ. რ-ის სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენი.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გამოიკვლიოს საქმეში არსებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის «ა” ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს სააპელაციო სასამართლოს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.