¹ბს-743-737(კ-11) 14 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ლ. ქ-ე საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. ქ-ემ 30.01.06წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამხარეო სამმართველოს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, მესამე პირების თ. ჭ-ის, ი. გ-ისა და ი. კ-ის მიმართ და სარჩელის არაერთგზის დაზუსტების შემდეგ 30.05.97წ. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის, მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ ზ. ქ-ის სახელზე 28.10.04წ. განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერის, თ. ჭ-ეზე 02.11.04წ. გაცემული სამკვიდრო მოწმობის, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე საჯარო რეესტრში 01.12.04წ. განხორციელებული ჩანაწერის, თ. ჭ-ესა და ი. გ-ეს შორის 12.06.08წ. გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრუერლებისა და საჯარო რეესტრში 12.06.08წ. ი. გ-ის სახელზე განხორციელებული საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობა მოითხოვა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 24.10.08წ. განჩინებით ადმინისტრაციული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოეყო ლ. ქ-ის სასარჩელო მოთხოვნები: 0211.04წ. თ. ჭ-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის, 12.06.08წ. თ. ჭ-ეს და ი. გ-ეს შორის დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის და აღნიშნული მოთხოვნების თანმდევი შედეგი – საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 01.12.04წ. სამკვიდრო მოწმობის თანახმად თ. ჭ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ 12.06.08წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ი. გ-ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის ბათილად ცნობის ნაწილში და განსახილველად გადაეცა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას. მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.01.09წ. გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 07.10.09წ. განჩინებით.
საქმე არაერთგზის იქნა განხილული პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ და ბოლოს მცხეთის რაიონული სასამართლოს 11.11.09წ. გადაწყვეტილებით ლ. ქ-ის სასარჩელო განცხადება მოპასუხე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს, მესამე პირების საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის, ი. კ-ის, თ. ჭ-ისა და ი. გ-ის მიმართ, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტისა და 28.10.04წ. ზ. ქ-ის სახელზე განხორციელებული საჯარო რეესტრის სარეგისტრაციო ჩანაწერის ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.11წ. განჩინებით ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 11.11.09წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ქ-მ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ქ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 26.01.11წ განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. ლ. ქ-ს დაუბრუნდეს მის მიერ 11.04.11წ. ¹90 და 18.05.11წ. ¹18 საგადახდო დავალებებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 210 (ორას ათი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.