¹ბს-904-897(კ-11) 21 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ვ. ლ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ-ემ 12.11.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოსა და მესამე პირის ს. ნ-ის მიმართ, რომლითაც საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 12.10.10წ. ¹20/26-6-9-10321 გადაწყვეტილების, 01.09.10წ. ¹ბდ 662706 საჯარიმო ქვითრის, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 15.10.10წ. ¹ბდ 662706 დადგენილების და მის საფუძველზე 15.10.10წ. გაცემული სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურების თანხის _ 1755,75 ლარისა და ავტოსატრამსპორტო საშუალების საჯარიმო ავტოსადგომზე დგომის თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი 250 ლარის დაბრუნება, ავტოსატრანსპორტო საშუალების - ¹... საჯარიმო სადგომიდან გათავისუფლება და მოპასუხეებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლოს და სასამართლოს გარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 21.01.11წ. განჩინებით ვ. ლ-ის სარჩელისა გამო მოპასუხეების საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისა და ამავე დეპარტამენტის ქ. თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს მიმართ, 15.10.10წ. ¹ბდ 662706-სფ დადგენილების და მის საფუძველზე გაცემული 15.10.10წ. სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის, ასევე ვ. ლ-ის მიერ გადასახდელი თანხის _ 1755,75 ლარის მოხსნის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.11წ. გადაწყვეტილებით ვ. ლ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინებით ვ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 31.01.11წ. გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ლ-ემ, რომელმაც აღნიშნული განჩინების გაუქმება და მისი სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება მოითხოვა. ამასთან, აკასატორმა დააზუსტა, რომ სარჩელის მოთხოვნა ავტოსატრანსპორტო საშუალების საჯარიმო სადგომიდან გათავისუფლების შესახებ აღარ წარმოადგენდა დავის საგანს, რადგან ავტომანქანა გათავისუფლებულია საჯარიმო სადგომიდან.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ლ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 07.04.11წ. განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. მ. ს-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 10.05.11წ. ¹1 საგადახდო დავალებით (საიდენტიფიკაციო კოდი ...) გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% _ 105 (ასხუთი) ლარის ოდენობით;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.