¹ბ-1686-12(ა-11) 30 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლევან მურუსიძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე
განმცხადებელი – თ. ჩ-ი, ი. გ-ე, გ. ჯ-ე, მ. მ-ე, ზ. ტ-ე და სხვათა წარმომადგენელი ნ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინება
დავის საგანი – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 19 ნოემბერს ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ ,,...” ყოფილმა თანამშრომლებმა - თ. ჩ-მა, მ. ა-ემ, ი. გ-ემ, გ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, შ. ბ-ემ, ო. ჯ-ემ, ზ. ტ-ემ, ა. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, დ. კ-ა-გ-ამ, ა. თ-ემ, დ. გ-ემ, ვ. ა-ემ და მ. ც-ა-კ-ემ სარჩელით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ. წყალტუბოს ცენტრალური სამხედრო სანატორიუმ ,,...” ყოფილი თანამშრომლების: თ. ჩ-ის, დ. გ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ო. ჯ-ის, აწ. გარდაცვლილი ც. მ-ის უფლებამონაცვლის - შ. ბ-ის, ც. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, ვ. ა-ის, ა. თ-ის, ა. ი-ის, დ. კ-ა-გ-ას, მ. ც-ას სარჩელი;
2. მოსარჩელეებს - მ. ა-ესა და თ. ბ-ეს სასარჩელო მოთხოვნაზე მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო;
3. მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2004 წლების სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, კერძოდ:
3.1. თ. ჩ-ის სასარგებლოდ 128,39 ლარის ანაზღაურება;
3.2. დ. გ-ის სასარგებლოდ 494,53 ლარის ანაზღაურება;
3.3. ი. გ-ის სასარგებლოდ 287,28 ლარის ანაზღაურება;
3.4. გ. ჯ-ის სასარგებლოდ 498,17 ლარის ანაზღაურება;
3.5. მ. მ-ის სასარგებლოდ 327,85 ლარის ანაზღაურება;
3.6. ო. ჯ-ის სასარგებლოდ 1998-1999-2000 წლების დარიცხული ხელფასის - 531,58 ლარის ანაზღაურება;
3.7. ა.წ. გარდაცვლილი ც. მ-ის მემკვიდრის უფლებამონაცვლის, შ. ბ-ის სასარგებლოდ 439,93 ლარის ანაზღაურება;
3.8. ც. ჯ-ის სასარგებლოდ 414,80 ლარის ანაზღაურება;
3.9. ზ. ტ-ის სასარგებლოდ 486,27 ლარის ანაზღაურება;
3.10. ა. ჩ-ის სასარგებლოდ 622,68 ლარის ანაზღაურება;
3.11. ბ. მ-ის სასარგებლოდ 69,70 ლარის ანაზღაურება;
3.12. ვ. ა-ის სასარგებლოდ 237,21 ლარის ანაზღაურება;
3.13. ა. თ-ის სასარგელოდ 558,83 ლარის ანაზღაურება;
3.14. ა. ი-ის სასარგებლოდ 161,87 ლარის ანაზღაურება;
3.15. დ. კ-ა-გ-ას სასარგებლოდ 111,86 ლარის ანაზღაურება;
3.16. მ. ც-ას სასარგებლოდ 501,42 ლარის ანაზღაურება;
4. მოსარჩელეებს: ო. ჯ-ეს, მ. ა-ეს, თ. ბ-ეს, მ. ა-ეს, ვ. ა-ეს, მ. ც-ას სარჩელზე ერთჯერადი გასასვლელი დახმარების დაკისრების თაობაზე ეთქვათ უარი უსაფუძვლობის გამო;
5. მოსარჩელე ო. ჯ-ეს სარჩელზე 1998-1999-2000 წლების დარიცხული კვების კომპენსაციის - 826,00 ლარისა და დარიცხული ჯილდოს - 250,76 დაკისრების ანაზღაურების თაობაზე ეთქვა უარი;
6. მოსარჩელეებს - ა. თ-ეს კვების კოპენსაციის - 344,48 ლარის, ა. ჩ-ეს კვების კომპენსაციის - 297,33 ლარის, მ. ც-ას კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, დ. კ-ა-გ-ას კვების კომპენსაციის - 51,92 ლარის, ა.წ გარდაცვლილი ც. მ-ის უფლებამონაცლეს - შ. ბ-ეს კვების კომპენსაციის - 101,34 ლარის, ი. გ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, მ. მ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, დ. გ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის, ზ. ტ-ეს კვების კომპენსაციის - 543,71 ლარის, გ. ჯ-ეს კვების კომპენსაციის - 347,48 ლარის ანაზღაურების მოთხოვნაზე ეთქვათ უარი.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და ბ. მ-ემ, ა. თ-ემ, ვ. ა-ემ, ა. ჩ-ემ, მ. ც-ა-კ-ემ, დ. კ-ა-გ-ამ, შ. ბ-ემ, თ. ჩ-მა, ი. გ-ემ, მ. მ-ემ, მ. ა-ემ, დ. გ-ემ, ზ. ტ-ემ, გ. ჯ-ემ და ო. ჯ-ემ.
აპელანტი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
აპელანტები - ბ. მ-ე, ა. თ-ე, ვ. ა-ე, ა. ჩ-ე, მ. ც-ა-კ-ე, დ. კ-ა-გ-ა, შ. ბ-ე, თ. ჩ-ი, ი. გ-ე, მ. მ-ე, მ. ა-ე, დ. გ-ე, ზ. ტ-ე, გ. ჯ-ე და ო. ჯ-ე სააპელაციო საჩივრით ითხოვდნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება; ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების მე-5 პუნქტი ჯილდოს ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ო. ჯ-ის სასარჩელო მოთხოვნა ჯილდოს ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა 250,76 ლარის გადახდა ო. ჯ-ის სასარგებლოდ; აპელანტების - ბ. მ-ის, ა. თ-ის, ვ. ა-ის, ა. ჩ-ის, მ. ც-ა-კ-ის, დ. კ-ა-გ-ას, შ. ბ-ის, თ. ჩ-ის, ი. გ-ის, მ. მ-ის, მ. ა-ის, დ. გ-ის, ზ. ტ-ის, გ. ჯ-ისა და ო. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება მოსარჩელეების ნაწილში (გარდა გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის იმ ნაწილისა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო. ჯ-ის სარჩელი ჯილდოს ანაზღაურების შესახებ).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს თ. ჩ-მა, მ. ა-ემ, ი. გ-ემ, გ. ჯ-ემ, მ. მ-ემ, შ. ბ-ემ, ო. ჯ-ემ, ზ. ტ-ემ, ა. ჩ-ემ, ბ. მ-ემ, დ. კ-ა-გ-ამ, ა. თ-ემ და დ. გ-ის, ვ. ა-ისა და მ. ც-ა-კ-ის წარმომადგენელმა – ნ. გ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინებით თ. ჩ-ის, მ. ა-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, შ. ბ-ის, ო. ჯ-ის, ზ. ტ-ის, ა. ჩ-ის, ბ. მ-ის, დ. კ-ა-გ-ას, ა. თ-ისა და დ. გ-ის, ვ. ა-ისა და მ. ც-ა-კ-ის წარმომადგენლის – ნ. გ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.
2011 წლის 11 ივლისს თ. ჩ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა წარმომადგენელმა ნ. გ-ემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება იმ მოტივით, რომ მას არ დაურღვევია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა, ვინაიდან ქ. ჯ-ი არ არის მისი ბიძაშვილი, იგი არის ქ. თბილისში, ... ქ. ¹9-ში მდებარე სახლის ამხანაგობის თავმჯდომარე და იგი არ იყო უფლებამოსილი პირი გზავნილის ჩაბარებაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელს მიაჩნია, რომ საკასაციო სასამართლომ არასწორად დატოვა კაკასაციო საჩივარი განუხილველად, ისე რომ არ გამოურკვევია იყო თუ არა სააპელაციო სასამართლოს გზავნილი (განჩინების ასლი) საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების დაცვით ადრესატისათვის გაგზავნილი და ჩაბარებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, თ. ჩ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება დასაშვებია, თუ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განცხადების წანამძღვრები. შესაბამისად, მითითებული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა უშვებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული წანამძღვრების არსებობისას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფელის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება თ. ჩ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ნ. გ-ის ბიძაშვილმა ქ. ჯ-მა მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე (თბილისი, ... ქ. ¹9) ჩაიბარა კანონით დადგენილი წესით, რაც დასტურდება გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათზე ადრესატის ბიძაშვილის ქ. ჯ-ის ხელმოწერით (ტ. 3, ს.ფ. 70). აღნიშნულს ასევე ადასტურებს ქ. ჯ-ის 2011 წლის 11 ივლისის ცნობა (ტ. 4, ს.ფ. 10), რომლითაც დგინდება, რომ ქ. ჯ-მა ჩაიბარა ნ. გ-ის სახელზე გაგზავნილი საფოსტო გზავნილი 2011 წლის 31 მარტს, ხოლო ადრესატს გადასცა 4 აპრილს. განცხადების ავტორი არ უარყოფს და ადასტურებს, რომ ქ. ჯ-მა ჩაიბარა ნ. გ-ისათვის განკუთვნილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილების შემცველი საფოსტო გზავნილი ისე, რომ სასამართლოს უწყების ჩამბარებლისათვის არ განუმარტავს, რომ არ იყო სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალიწინებული სუბიექტი და გზავნილის ჩაბარებაზე არაუფლებამოსილი პირი. გზავნილის მიღებით კი ქ. ჯ-ს დაეკისრა სსკ-ის 74-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება სასამართლო უწყება დაუყოვნებლივ ჩაებარებინა ადრესატისათვის. ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. ჯ-ი არ იყო გზავნილის ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირი, რამდენადაც მან თავად დაადასტურა აღნიშნული გზავნილის მხარისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარების ფაქტი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გზავნილის (თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილება) ნ. გ-ის ბიძაშვილისათვის _ ქ. ჯ-ისათვის ჩაბარება ითვლება გადაწყვეტილების ნ. გ-ისათვის ჩაბარებად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ განმცხადებლის მხრიდან წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნ. გ-ისათვის დაგვიანებით (2011 წლის 4 აპრილი) გადაცემის ფაქტს, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და თ. ჩ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ. ჩ-ის, ი. გ-ის, გ. ჯ-ის, მ. მ-ის, ზ. ტ-ისა და სხვათა წარმომადგენლის ნ. გ-ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 მაისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.