¹ბს-985-978(კ-11) 21 სექტემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ლ. კ-ის, ა. მ-ის, ბ. ბ-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 25 იანვარს ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ს. გ-იას, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ი. დ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ნ. მ-იას, ლ. კ-ის, ა. მ-ის, მ. უ-ის, ბ. ბ-ის, მ. ც-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, ო. ქ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის წარმომადგენელმა – მ. ა-ემ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხეების – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, ქ. ბათუმის მერიის, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ს. გ-იას, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ი. დ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ნ. მ-იას, ლ. კ-ის, ა. მ-ის, მ. უ-ის, ბ. ბ-ის, მ. ც-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, ო. ქ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის წარმომადგენელმა – მ. ა-ემ.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 28 მარტის განჩინებით ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების წარმომადგენლის – მ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლ.დ დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების წარმომადგენელმა – მ. ა-ემ.
კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ისა და სხვათა საკასაციო საჩივარი ს. გ-იას, ი. დ-ის, ნ. მ-იას, მ. უ-ის, მ. ც-ისა და ო. ქ-ის ნაწილში დარჩა განუხილველად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივლისის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ლ. კ-ის, ა. მ-ის, ბ. ბ-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ლ. კ-ის, ა. მ-ის, ბ. ბ-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ¹63 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას» საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მითითებული მუხლის შესაბამისად: ,,თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%». აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ბმა «თ-ას» უნდა დაუბრუნდეს ¹63 საბინაო-საამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის ,,თ-ას” წევრების – ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. სეერგეევას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ლ. კ-ის, ა. მ-ის, ბ. ბ-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% (210 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრებს – ლ. დ-ეს, რ. შ-ეს, მ. ჭ-ს, თ. კ-იას, დ. დ-ეს, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ეს, დ. მ-ეს, ნ. ს-ას, ქ. ა-ეს, რ. ღ-ეს, ჯ. თ-ეს, გ. ძ-ს, თ. ა-ეს, მ. თ-ს, ნ. ნ-ეს, რ. ბ-ეს, ჯ. მ-ეს, ვ. ც-ეს, ო. შ-ეს, ზ. თ-ეს, ლ. კ-ეს, ა. მ-ს, ბ. ბ-ეს, ე. ზ-ს, ა. ფ-ეს, ლ. დ-ეს, გ. წ-ეს და ნ. ს-ეს უარი ეთქვათ საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივ ბმა «თ-ას» დაუბრუნდეს ¹63 საბინაო-სამშენებლო კოოპერატივის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,თ-ას” წევრების-ლ. დ-ის, რ. შ-ის, მ. ჭ-ის, თ. კ-იას, დ. დ-ის, გ. ქ-იას, ვ. ქ-იას, შ. ც-ის, დ. მ-ის, ნ. ს-ას, ქ. ა-ის, რ. ღ-ის, ჯ. თ-ის, გ. ძ-ის, თ. ა-ის, მ. თ-ის, ნ. ნ-ის, რ. ბ-ის, ჯ. მ-ის, ვ. ც-ის, ო. შ-ის, ზ. თ-ის, ლ. კ-ის, ა. მ-ის, ბ. ბ-ის, ე. ზ-ის, ა. ფ-ის, ლ. დ-ის, გ. წ-ისა და ნ. ს-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% _ 210 ლარი. ანგარიშიდან: საბიუჯეტო შემოსავლების სახაზინო კოდი – 300773150, გადახდის დანიშნულება – სახელმწიფო ბაჟი საქართველოს უზენაეს სასამართლოში განსახილველი საქმეებისათვის, მიმღები – ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო (თბილისი), ხაზინის ერთიანი ანგარიშის ¹200122900, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი – 220101222;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.