Facebook Twitter

¹ ბს-1010-1002(კ-11) 8 სექტემბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

ნინო ქადაგიძე, ლევან მურისიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

განიხილა თ. კ-ის წარმომადგენლების განცხადება საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს 16.11.10 წ. განჩინებით დაკმაყოფილდა თ. კ-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, ყადაღა დაედო ... ¹13-ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელზეც რეგისტრირებულია ი. პ-ის საკუთრების უფლება (ზონა თბილისი ...).

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.11 წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 16.11.10 წ. განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ... ¹13-ში მდებარე უძრავ ქონებას, რომელზეც რეგისტრირებულია ი. პ-ის საკუთრების უფლება (ზონა თბილისი ...).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11 წ. განჩინებით თ. კ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.11 წ. გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა თ. კ-ემ.

საკასაციო პალატას 01.08.11 წ. განცხადებით მომართეს თ. კ-ის წარმომადგენლებმა _ ფ. მ-მ და ვ. მ-მა, რომელთაც უარი განაცხადეს საკასაციო საჩივრის იმ ნაწილზე, რომელიც შეეხება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილში სააპელაციო პალატის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.11 წ. გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, განცხადების განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და საკასაციო საჩივარზე შეწყდეს საქმის წარმოება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, შეხედულებისამებრ, განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლებმა _ ფ. მ-მ და ვ. მ-მა საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმით 27.06.11 წ. გაცემული რწმუნებულების საფუძველზე თ. კ-ის მიერ აღჭურვილი უფლებამოსილების ფარგლებში მოახდინეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნული მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, როგორც პროცესის მონაწილე მხარის ნების გამოვლენა, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება განსაზღვრულია მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამავე კოდექსის 378-ე მუხლის, 272-ე მუხლის «გ» ქვეპუნქტის საფუძველზე მიიჩნევს, რომ თ. კ-ის საკასაციო საჩივარზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11 წ. განჩინებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.11 წ. გადაწყვეტილების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ძალაში დატოვების ნაწილში უნდა შეწყდეს საქმის წარმოება, საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 378-ე, 390-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. კ-ის წარმომადგენლების _ ფ. მ-ისა და ვ. მ-ის განცხადება დაკმაყოფილდეს;

2. თ. კ-ის მიერ საკასაციო საჩივარზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო საქმის წარმოება შეწყდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11 წ. განჩინებაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 07.02.11 წ. გადაწყვეტილების სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების თაობაზე ძალაში დატოვების ნაწილში;

3. აღნიშნულ ნაწილში ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 14.04.11 წ. განჩინება;

4. მხარეებს განემარტოს, რომ სასამართლოსთვის ხელმეორედ მიმართვა სარჩელით იმავე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ დაიშვება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.