ბს-517-512(2კ-11) 28 სექტემბერი, 2011წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) _ დ. ღ-ე, ი. ც-ი, ზ. ც-ე, რ. ბ-ი, თ. კ-ე, ა. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – სსიპ შემოსავლების სამსახური
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თ. ჭ-ემ, დ. ღ-ემ, ი. ც-მა, ზ. ც-ემ, რ. ბ-მა, მ. გ-ემ, თ. კ-ემ, შ. ო-ამ, ა. ბ-მა, თ. ყ-მა, ს. ქ-ემ, ნ. გ-მა და ნ. შ-ამ 27.08.10წ. სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე – სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომლითაც მოპასუხისათვის სახელფასო დავალიანებისა და აღნიშნული თანხების გაცემის დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის დაკისრება მოითხოვეს.
სარჩელში აღინიშნა, რომ მოსარჩელეები წლების განმავლობაში მუშაობდნენ საბაჟო დეპარტამენტის სისტემაში სხვადასხვა თანამდებობებზე. მოპასუხე ორგანიზაციას გააჩნდა მათ მიმართ სახელფასო დავალიანება, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით. მოსარჩელეებმა სახელფასო დავალიანების თაობაზე მიმართეს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს, რომელმაც დავალიანების ანაზღაურებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისრა ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების _ თ. ჭ-ის სასარგებლოდ 1590,99 ლარის, დ. ღ-ის სასარგებლოდ _ 932 ლარის, ი. ც-ის სასარგებლოდ _ 607,11 ლარის, ზ. ც-ის სასარგებლოდ _ 419,21 ლარის, რ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1066,47 ლარის, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 698,34 ლარის, თ. კ-ის სასარგებლოდ _ 728,77 ლარის, შ. ო-ას სასარგებლოდ _ 1398,36 ლარის, ა. ბ-ის სასარგებლოდ _ 401,31 ლარის, თ. ყ-ის სასარგებლოდ _ 194,40 ლარის, ს. ქ-ის სასარგებლოდ _ 37,70 ლარის, ნ. გ-ის სასარგებლოდ _ 1358,05 ლარის, ნ. შ-ას სასარგებლოდ _ 436,62 ლარის ანაზღაურება, მოსარჩელეებს უარი ეთქვათ მივლინების, პრემიის, ულუფის კომპენსაციისა და დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,07%-ის მოპასუხისათვის დაკისრებაზე.
მოსარჩელეთათვის პრემიის, ულუფის და მივლინების ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძვლად სასამართლომ მიიჩნია სარჩელის ხანდაზმულობა და მიუთითა, რომ აღნიშნული ვალდებულებები პერიოდულად შესასრულებელია და ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებები არ წესრიგდება “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონით, შრომის კანონთა კოდექსით ან სხვა სპეციალური კანონით, მათ მიმართ უნდა გავრცელდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა (შრომის კანონთა კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად). ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელეთა მოთხოვნა შრომის კანონთა კოდექსის 31.3 მუხლის შესაბამისად ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე თანხის 0.07%-ის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონმა “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” კანონის შესაბამისად შრომის კოდექსისგან განსხვავებულად მოაწესრიგა საბიუჯეტო ორგანიზაციაში წარმოქმნილი წინა წლების დავალიანების დაფარვის საკითხი. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში შრომის კოდექსის 1.1 მუხლის თანახმად, მოსარჩელეების მიმართ ვერ გავრცელდება შრომის კანონთა კოდექსი, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონი არ ითვალისწინებს ანაზღაურებას ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის.
რაც შეეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ხელფასის თანხების დავალიანების აუნაზღაურებლობას, სასამართლო კოლეგიის მოსაზრებით, აღნიშნული ეწინააღმდეგება სამართლის ზოგად პრინციპებს –კეთილსინდისიერებისა და კანონიერების პრინციპებს, სახელმწიფოს პოლიტიკას პრიორიტეტულად დაიცვას ადამიანის უფლებები, მათ შორის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციითა და საქართველოს კონსტიტუციის 30.4 მუხლით აღიარებული და გარანტირებული შრომითი უფლებები და შრომის სამართლიანი ანაზღაურება. სახელფასო დავალიანების ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად სასამართლომ აგრეთვე მიუთითა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე, 1341 მუხლები.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა თ. ჭ-ის, დ. ღ-ის, ი. ც-ის, ზ. ც-ის, რ. ბ-ის, მ. გ-ის, თ. კ-ის, შ. ო-ას, ა. ბ-ის, თ. ყ-ის, ს. ქ-ის, ნ. გ-ის, ნ. შ-ას მიერ.
აპელანტებმა მოითხოვეს სსიპ შემოსავლების სამსახურისათვის თ. ჭ-ის სასარგებლოდ ულუფის 571,12 ლარის, მივლინების 206,40 ლარის, დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 6277,67 ლარის ანაზღაურების დაკისრება; დ. ღ-ის სასარგებლოდ ულუფის 467,28 ლარის, პრემიის 931,04 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 6225,73 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ი. ც-ის სასარგებლოდ ულუფის 467,28 ლარის, პრემიის 931,04 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 5662,99 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ზ. ც-ის სასარგებლოდ ულუფის 415,38 ლარის, პრემიის 34,32 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 2284,52 ლარის ანაზღაურების დაკისრება; რ. ბ-ის სასარგებლოდ ულუფის 363,44 ლარის, პრემიის 75,68 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 3844,90 ლარის ანაზღაურების დაკისრება; მ. გ-ის სასარგებლოს ულუფის 207,68 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 2250,13 ლარის ანაზღაურების დაკისრება; თ. კ-ის სასარგებლოდ ულუფის 311,52 ლარის, პრემიის 75,68 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 2905,60 ლარის ანაზღაურების დაკისრება; შ. ო-ას სასარგებლოდ ულუფის 542,51 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის 5410,78 ლარის ანაზღაურების დაკისრება; თ. ყ-ის სასარგებლოდ ულუფის 259,60 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 1162,42 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ს. ქ-ის სასარგებლოდ ულუფის 51,31 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის _ 160,29 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ნ. შ-ას სასარგებლოდ ულუფის 363,44 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის 1967,9 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ნ. გ-ის სასარგებლოდ ულუფის 571,12 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის 5314,84 ლარის ანაზღაურების დაკისრება; ა. ბ-ის სასარგებლოდ ულუფის 519, 12 ლარის, პრემიის 173,36 ლარის და დაყოვნების ყოველი დღისათვის 2888,42 ლარის ანაზღაურების დაკისრება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ს. ქ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 30.09.10წ. გადაწყვეტილების იმ ნაწილის შეცვლით, რომლითაც თ. ჭ-ეს, დ. ღ-ეს, ი. ც-ს, ზ. ც-ეს, რ. ბ-ს, მ. გ-ეს, თ. კ-ეს, შ. ო-ას, ა. ბ-ს, თ. ყ-ს, ნ. გ-ს და ნ. შ-ას უარი ეთქვათ ულუფის კომპენსაციის თანხის ანაზღაურებაზე, მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სსიპ შემოსავლების სამსახურს თ. ჭ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ულუფის თანხის ანაზღაურება _ 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, დ. ღ-ის სასარგებლოდ _ 1999 წლის ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ი. ც-ის სასარგებლოდ _ 1999 წლის ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ზ. ც-ის სასარგებლოდ _ 1999 წლის ულუფის თანხის _ 103,84 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, რ. ბ-ის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, მ. გ-ის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, თ. კ-ის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, შ. ო-ას სასარგებლოდ _ 1999 წლის ულუფის თანხის _ 184,05 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ა. ბ-ის სასარგებლოდ 1999 წლის ულუფის თანხის _ 207,68 ლარის, ასევე 2000 წლის ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, თ. ყ-ის სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ნ. გ-ის სასარგებლოდ _ ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით, ნ. შ-ას სასარგებლოდ _ 1999-2000 წლების ულუფის თანხის ანაზღაურება 2000 წლის 28 ივნისამდე პერიოდის გათვალისწინებით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებმა ულუფის ანაზღაურება მოითხოვეს ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროისათვის მოქმედი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლით განსაზღვრული იყო საბაჟო ორგანოს თანამშრომელთა სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები. აღნიშნული მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს საჯარო მოხელეებზე ვრცელდებოდა პოლიციის თანამშორმელთა სოციალური დაცვის გარანტიები, რომლებიც განსაზღვრული იყო “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლში. აპელანტების მიმართ დავალიანება წარმოიშვა 1998-2000 და 2003 წლებში. 2000 წლის 28 ივნისამდე მოქმედი “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის თანახმად, ხელფასში გათვალისწინებული იყო არა მხოლოდ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისთვის დადგენილი განაკვეთი, არამედ ნამსახურობის დანამატი, სასურსათო ულუფის ღირებულება და სხვა, ხოლო 28.07.2000წ. შემდგომ, პოლიციის თანამშრომლის ხელფასის ცნება მოიცავს მხოლოდ ორ კომპონენტს _ თანამდებობრივი და სპეციალური წოდებისათვის დადგენილ განაკვეთს. “პოლიციის შესახებ” კანონის 31-ე მუხლის ძველი რედაქციით გათვალისწინებული კვების ულუფა წარმოადგენს ისეთ დანამატს, რომელზედაც მითითებულია “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37-ე მუხლის პირველ პუნქტში და რომელიც განიხილება საჯარო მოხელის შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) შემადგენელ ნაწილად; ამდენად, მისი გაცემა უნდა განხორციელდეს ამავე კანონის 1341 მუხლის შესაბამისად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მოთხოვნა ულუფის კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და გაზიარებულ უნდა იქნეს მხოლოდ 2000 წლის 28 ივნისამდე არსებული პერიოდის გათვალისწინებით, ხოლო 2000 წლის 28 ივნისის შემდგომი პერიოდის მიმართ სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სამივლინებო თანხებისა და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.07%-ის ანაზღაურებას, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნები და სამართლებრივი შეფასებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ასევე თ. ჭ-ემ, დ. ღ-ემ, ი. ც-მა, ზ. ც-ემ, რ. ბ-მა, მ. გ-ემ, თ. კ-ემ, შ. ო-ამ, ა. ბ-მა, თ. ყ-მა, ს. ქ-ემ, ნ. გ-მა და ნ. შ-ამ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 29.06.11წ. განჩინებით სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
თ. ჭ-ის, დ. ღ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს 29.11.10წ. გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და არ დააკმაყოფილა მოსარჩელეთა მოთხოვნა კვების კომპენსაციის, პრემიის და ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 0.07%-ის ანაზღაურების ნაწილში ხანდაზმულობის გამო. კასატორებმა მიუთითეს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლსა და საქართველოს პრეზიდენტის 08.01.99წ. ¹2 ბრძანებულებით დამტკიცებულ “საქართველოს საბაჟო სახელმწიფო ორგანოებში სამსახურის გავლის შესახებ “ დებულების პირველ მუხლზე და აღნიშნეს, რომ პრემია და სასურსათო ულუფა არის ხელფასის შემადგენელი კომპონენტი. რაც შეეხება ანაზღაურებას ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან შრომის კანონთა კოდექსის 31.3 მუხლის თანახმად დამსაქმებელი ვალდებულია ყოველი ანაზღაურების ან ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის დასაქმებულს გადაუხადოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაყოვნებული თანხის 0.07%.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.06.11წ. განჩინებით თ. ჭ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილებაზე მივლინების, 2000 წლის 28 ივნისის შემდგომი პერიოდის კვების კომპენსაციის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; ხოლო დ. ღ-ის, ი. ც-ის, ზ. ც-ის, რ. ბ-ის, თ. კ-ის და ა. ბ-ისათვის პრემიის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ თ. ჭ-ის, დ. ღ-ის და სხვათა საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილება კასატორებისათვის პრემიის თანხის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს დ. ღ-ის, ი. ც-ის, ზ. ც-ის, რ. ბ-ის, თ. კ-ის და ა. ბ-ის სასარგებლოდ პრემიის თანხის ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ დ. ღ-ე და სხვები სამსახურებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ საქართველოს საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტთან და ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სარგებლობდნენ საჯარო მოსამსახურის სტატუსით. ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. ამდენად, პრემია არის ხელფასის შემადგენელი კომპონენტი. მოსამსახურეზე პრემიის გაცემა ადმინისტრაციის მიერ ხდება საქმიანობის შედეგების მიხედვით, მუშაკის მატერიალური წახალისების, საქმიანობის ეფექტურობისა და ხარისხის ამაღლების მიზნით. მხედველობაშია მისაღები, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს შეადგენს არა იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, არამედ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება, რაც დასტურდება შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობებით. (ტ.1, ს. ფ. 20, 23, 26, 29, 35, 41, 85, 86), კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 13.08.2010წ. ¹21-07/12264 ცნობის თანახმად დ. ღ-ის მიმართ ხელზე მისაღები 1998 წლის პრემიალური თანხა 898,48 ლარს, ხოლო 1999 წელს _ 32,56 ლარს, სულ _ 931,04 ლარს შეადგენს; 13.08.2010წ. ¹21-07/12259 ცნობის თანახმად ი. ც-ის მიმართ ხელზე მისაღები 1998 წლის პრემიალური თანხა 899,36 ლარს, ხოლო 1999 წელს _ 32,56 ლარს შეადგენს; 13.08.2010წ. ¹21-07/12263 ცნობის თანახმად ზ. ც-ის მიმართ ხელზე მისაღები 1999 წლის პრემიალური თანხა 34.32 ლარს შეადგენს; 13.08.2010წ. ¹21-07/12262 ცნობის თანახმად რ. ბ-ის მიმართ ხელზე მისაღები 1998 წლის პრემიალური თანხა 75.68 ლარს შეადგენს; 13.08.2010წ. ¹21-07/12260 ცნობის თანახმად თ. კ-ის მიმართ ხელზე მისაღები 1998 წლის პრემიალური თანხა 75.68 ლარს შეადგენს; 03.08.2010წ. ¹21-07/11372 ცნობის თანახმად ა. ბ-ის მიმართ ხელზე მისაღები 1998 წლის პრემიალური თანხა 75,68 ლარს, 1999 წელს _ 32,56 ლარს, 2000 წელს _ 65,12 ლარს, სულ _ 173,36 ლარს შეადგენს. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის 10.09.2010წ. ¹20716 ცნობის თანახმად ხელზე მისაღები პრემიის თანხა დ. ღ-ის მიმართ შეადგენს 931,04 ლარს, ი. ც-ის მიმართ _ 931,04 ლარს, ზ. ც-ის მიმართ _ 34,32 ლარს, რ. ბ-ის მიმართ _ 75,68 ლარს, თ. კ-ის მიმართ _ 75,68 ლარს, ა. ბ-ის მიმართ _ 173,36 ლარს.
აღნიშნული ცნობებით დასტურდება გაწეული სამუშაოსათვის შემოსავლების სამსახურის მიერ პრემიის თანხების გამოყოფა, რაც თავის მხრივ უქმნიდა მოსარჩელეებს მისი მიღების სამართლიან მოლოდინს. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341 მუხლის (“ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას”) შესაბამისად, სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელებულიყო წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად. ამავე კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად ხელფასი მოიცავს პრემიას, პრემიის თანხის დავალიანება არ განეკუთვნება კომპენსაციას. პრემიის, როგორც ხელფასის შემადგენელი კომპონენტის გაცემის საკითხი რეგულირდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნის ამ ნაწილის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულად მიჩნევა. აღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე და 1341 მუხლები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც განსაზღვრულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა, რის გამოც საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება შემოსავლების სამსახურისათვის კასატორთა სასარგებლოდ პრემიალური თანხის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ამ ნაწილში მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ. ღ-ის, ი. ც-ის, ზ. ც-ის, რ. ბ-ის, თ. კ-ის, ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს საკასაციო საჩივრის დაშვებულ ნაწილში;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც დ. ღ-ეს, ი. ც-ს, ზ. ც-ეს, რ. ბ-ს, თ. კ-ეს, ა. ბ-ს უარი ეთქვა პრემიის თანხის ანაზღაურებაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. დ. ღ-ის, ი. ც-ის, ზ. ც-ის, რ. ბ-ის, თ. კ-ის, ა. ბ-ის სარჩელი პრემიის თანხის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაეკისროს: დ. ღ-ის სასარგებლოდ _931 ლარის და 04 თეთრის, ი. ც-ის სასარგებლოდ _ 931 ლარის და 04 თეთრის, ზ. ც-ის სასარგებლოდ _ 34 ლარის და 32 თეთრის, რ. ბ-ის სასარგებლოდ _ 75 ლარის და 68 თეთრის, თ. კ-ის სასარგებლოდ _ 75 ლარის და 68 თეთრის, ა. ბ-ის სასარგებლოდ _ 173 ლარის და 36 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 29.11.10წ. განჩინება დარჩეს უცვლელად;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.