ბს-1051-1042(2კ-11) 26 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ქ. თბილისის მერიისა და ნ. ი-ის, ა. მ-ის, პ. მ-ის, ნ. ც-ის, მ. ა-ის, ნ. ნ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე (ადმინისტრაციული საქმე ლ. ი-ის, ლ. ც-ის, ა. მ-ის, ე. ა-ის, პ. მ-ისა და ა. ნ-ის სარჩელის გამო, მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირის – ლ. მ-ის მონაწილეობით და ლ. მ-ის სარჩელის გამო თბილისის მერიის მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის შესახებ).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
8.09.2003წ. ლ. ი-მა, ლ. ც-მა, ა. მ-მა, ე. ა-მა, პ. მ-მ და ა. ნ-მ სარჩელი აღძრეს თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების – ქ. თბილისის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის მიმართ, მესამე პირად მიუთითეს ლ. მ-ი და მოითხოვეს ქ. თბილისის პრემიერის 16.08.2001წ. ¹835 განკარგულებისა და ქ, თბილისის მთავარი არქიტექტორის 4.07.2002წ. ¹347 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული მშენებლობის პროექტის ბათილად ცნობა.
20.10.2003წ. ლ. მ-მა სარჩელი აღძრა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქ. თბილისის მერიის მიმართ, მესამე პირებად მიუთითა ლ. ი-ი, ლ. ც-ი, ა. მ-ი, ე. ა-ი, პ. მ-ე, ა. ნ-ე და მოითხოვა ქ. თბილისის პრემიერის 16.08.2001წ. ¹835 განკარგულებით დამტკიცებული ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 7.08.2001წ. ¹25 ოქმის ¹1.20 პუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ ქ. თბილისის პრემიერის მოვალეობის შემსრულებლის 5.09.2003წ. ¹846 განკარგულების ბათილად ცნობა.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 10.09.2003წ. საოქმო განჩინებით მითითებული ადმინისტრაციული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 11.02.2004წ. გადაწყვეტილებით ლ. ი-ის, ლ. ც-ის, ა. მ-ის, ე. ა-ის, პ. მ-ისა და ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის პრემიერის 16.08.2001წ. ¹835 განკარგულება და ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 4.07.2002წ. ¹ღOB-347 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული მშენებლობის პროექტი; ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს 11.02.2004წ. გადაწყვეტილების გაუქმება სრულად და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2004წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 11.02.2004წ. გადაწყვეტილება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ლ. ი-ის, ლ. ც-ის, ა. მ-ის, ე. ა-ის, პ. მ-ისა და ა. ნ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის პრემიერის 16.08.2001წ. ¹835 განკარგულება იმ ნაწილში, რომლითაც დამტკიცდა ქ. თბილისის მიწის მართვისა და განკარგვის კომისიის 7.08.2001წ. ¹25 ოქმის ¹1.20 პუნქტი; ქ. თბილისის მთავარი არქიტექტორის 4.07.2002წ. ¹ღOB-347 ბრძანების საფუძველზე შეთანხმებული მშენებლობის პროექტი; ლ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. მ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლოს 23.06.2005წ. განჩინებით ლ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 19.11.2004წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს 2.05.2006წ. განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.2 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ნ. ა-ე. 8.05.2008წ. საოქმო განჩინებით ე. ა-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა მ. ა-ი, ხოლო ლ. ი-ის უფლებამონაცვლედ – ნ. ი-ი. ამავე განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლის შესაბამისად, საქმეში მესამე პირად ჩაება ამხანაგობა «...». სააპელაციო სასამართლოს 26.03.2009წ. საოქმო განჩინებით ა. ნ-ის უფლებამონაცვლედ დადგინდა ნ. ნ-ი და ნ. ნ-ე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2010წ. გადაწყვეტილებით ლ. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს 11.02.2004წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ლ. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ. Lთბილისის პრემიერის 5.09.2003წ. ¹846 განკარგულება, ლ. ი-ის, ლ. ც-ის, ა. მ-ის, ე. ა-ის, ნ. ნ-ის, პ. მ-ისა და ა. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის მერიამ და ნ. ი-მა, ა. მ-მა, პ. მ-მ, ნ. ც-მა, მ. ა-მა, ნ. ნ-იმა და ნ. ნ-იემ, რომლებმაც მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიისა და ნ. ი-ის, ა. მ-ის, პ. მ-ის, ნ. ც-ის, მ. ა-ის, ნ. ნ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივრებს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ქ. თბილისის მერიისა და ნ. ი-ის, ა. მ-ის, პ. მ-ის, ნ. ც-ის, მ. ა-ის, ნ. ნ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, კასატორს _ პ. მ-ს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით გ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მერიისა და ნ. ი-ის, ა. მ-ის, პ. მ-ის, ნ. ც-ის, მ. ა-ის, ნ. ნ-ისა და ნ. ნ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 28.10.2010წ. გადაწყვეტილებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ პ. მ-ს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მისი სახელით გ. კ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.