ბს-1156-1145(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ის, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 5 ნოემბერს ჟ. მ-მ, მ. კ-მ, მ. მ-მ, ა. ო-მა, ნ. კ-მ, ვ. მ-მ, რ. მ-მა, ზ. ჩ-მ, ა. შ-მ, ა. პ-მ და ნ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ.
მოსარჩელეებმა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 23 აპრილის ¹14 საოქმო გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და კომისიისათვის სადავო მიწის ნაკვეთებზე მათი საკუთრების უფლების აღიარების დავალდებულება მოითხოვეს.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი 1990 წლიდან ფლობდნენ და ამუშავებდნენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს მდებარე ხელვაჩაური, ..., საერთო ფართოთ 3,4 ჰა. 2008 წელს მოსარჩელეებმა მიმართეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მათ მიერ დაკავებულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება მოითხოვეს, რაც კომისიამ არ დააკმაყოფილა. კომისიის უარი მათ გაასაჩივრეს სასამართლოში. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტი და კომისიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკველევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამსართლებრივი აქტის გამოცემა დაევალა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის გადაწყვეტილებით 2010 წლის 23 აპრილს ¹14 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა მოთხოვნა მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა, იმ მოტივით, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთები არ წარმოადგენდნენ განმცხადებელთა საკუთრებაში ან მართლზომიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთების მომიჯნავე მიწის ნაკვეთებს. ამასთან, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთებს განკარგავდა სახელმწიფო და იგი სარგებლობის უფლებით გაცემული ჰქონდა სსიპ «შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს». მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოსარჩელეები აცხადებდნენ პრეტენზიას, მდებარეობდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, სოფ. ...ში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ივლისის ¹655 ბრძანებულებით შეტანილი იყო კურორტების ნუსხაში.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმეში მესამე პირად ჩაება აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მ, მ. კ-მ, მ. მ-მ, ა. ო-მა, ნ. კ-მ, ვ. მ-მ, რ. მ-მა, ზ. ჩ-მ, ა. შ-მ, ა. პ-მ და ნ. ჯ-მ, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინებით ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ჟ. მ-მ, მ. კ-მ, მ. მ-მ, ა. ო-მა, ნ. კ-მ, ვ. მ-მ, რ. მ-მა, ზ. ჩ-მ, ა. შ-მ, ა. პ-მ და ნ. ჯ-მ, რომლებმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 6 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას (საქმე ¹ბს-1164-1111(კ-09) 25.02.10 განჩინება).
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან რ. მ-ს ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მაისის განჩინება;
3. რ. მ-ს დაუბრუნდეს მის მიერ ჟ. მ-ის, მ. კ-ის, მ. მ-ის, ა. ო-ს, ნ. კ-ის, ვ. მ-ის, რ. მ-ის, ზ. ჩ-ის, ა. შ-ის, ა. პ-ისა და ნ. ჯ-ის საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.