Facebook Twitter

ბს-1196-1185(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა რ. ი-ის, ნ. კ-ის, შ. თ-ის, ა. ზ-ის, ა. ფ-ის, ვ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. თ-ის, ჯ. ა-ის, რ. ხ-ის, ნ. ა-ის, ნუ. ა-ის, შ. ფ-ის, ა. ფ-ის, ნ. ვ-ის, ქ. ვ-ის (თ-ის), ვ. (ნ.) მ-ის და ვ. ქ-ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 2 აპრილს რ. ი-მ, ნ. კ-მ, შ. თ-მ, ა. ზ-მ, ა. ფ-მ, ვ. ფ-მ, ნ. ფ-მ, ზ. თ-მ, ჯ. ა-მ, რ. ხ-მა, ნ. ა-მ, ნუ. ა-მ, შ. ფ-მ, ა. ფ-მ, ნ. ვ-მ, ქ. ვ-მ (თ-მ), ვ. (ნ.) მ-მ და ვ. ქ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მესამე პირის _ ნ. დ-ს მიმართ.

მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი 1984 წლიდან ფლობდნენ ოზურგეთის რაიონის, დაბა ...ის ჩაის პლანტაციის სამეურნეო მიწის ნაკვეთებს. 2009 წლის თებერვალში მოსარჩელეებმა გაიგეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთები იყო ნ. დ-ს (ბ. დ-ს მემკვიდრის) საკუთრება. მოსარჩელეებისათვის ასევე ცნობილი გახდა, რომ 1998 წელს ოზურგეთის რაიონის გამგეობას და ბ. დ-ს შორის სოფ. ...ში მდებარე 8 ჰა მიწის ნაკვეთზე გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით. 2000 წელს ოზურგეთის რაიონის გამგეობამ ბ. დ-ს გაუგრძელა იჯარის ვადა 49 წლის ვადით, ხოლო 2006 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ გასცა მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი ¹216, რომლის თანახმად, ნ. დ-ს საკუთრებაში გადაეცა 8 ჰა მიწის ნაკვეთი ოზურგეთის რაიონში, ...ის ტერიტორიაზე.

მოსარჩელეებმა ბ. და ნ. დ-სთან დადებული საიჯარო ხელშეკრულებების, ოზურგეთის რაიონული გამგეობის 2000 წლის 10 ოქტომბრის ¹107 დადგენილების, რაიონული კომისიის 2000 წლის 8 სექტემბრის ¹29 ოქმის, 2001 წლის 20 ნოემბრის ¹41 ოქმის, ოზურგეთის რაიონული გამგეობის 2001 წლის 12 დეკემბრის ¹174 დადგენილებისა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოზურგეთის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ ნ. დ-ს სახელზე გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ¹216 ოქმის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის სადავო მიწის საჯარო რეესტრში სახელმწიფო საკუთრებაში აღრიცხვის დავალდებულება მოითხოვეს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით რ. ი-ის, ნ. კ-ის, შ. თ-ის, ა. ზ-ის, ა. ფ-ის, ვ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. თ-ის, ჯ. ა-ის, რ. ხ-ის, ნ. ა-ის, ნუ. ა-ის, შ. ფ-ის, ა. ფ-ის, ნ. ვ-ის, ქ. ვ-ის (თ-ის), ვ. (ნ.) მ-ის და ვ. ქ-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს რ. ი-მ, ნ. კ-მ, შ. თ-მ, ა. ზ-მ, ა. ფ-მ, ვ. ფ-მ, ნ. ფ-მ, ზ. თ-მ, ჯ. ა-მ, რ. ხ-მა, ნ. ა-მ, ნუ. ა-მ, შ. ფ-მ, ა. ფ-მ, ნ. ვ-მ, ქ. ვ-მ (თ-მ), ვ. (ნ.) მ-მ და ვ. ქ-მ. აპელანტებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინებით რ. ი-ის და სხვების (სულ 18 ფიზიკური პირის) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს რ. ი-მ და სხვებმა (სულ 18 ფიზიკური პირი). კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის დაბრუნება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 9 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ი-ის და სხვების (სულ 18 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ი-ის და სხვების (სულ 18 ფიზიკური პირის) საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, ვინაიდან, ნ. კ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. რ. ი-ის, ნ. კ-ის, შ. თ-ის, ა. ზ-ის, ა. ფ-ის, ვ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. თ-ის, ჯ. ა-ის, რ. ხ-ის, ნ. ა-ის, ნუ. ა-ის, შ. ფ-ის, ა. ფ-ის, ნ. ვ-ის, ქ. ვ-ის (თ-ის), ვ. (ნ.) მ-ის და ვ. ქ-ს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 აპრილის განჩინება;

3. ნ. კ-ს დაუბრუნდეს მის მიერ რ. ი-ის, ნ. კ-ის, შ. თ-ის, ა. ზ-ის, ა. ფ-ის, ვ. ფ-ის, ნ. ფ-ის, ზ. თ-ის, ჯ. ა-ის, რ. ხ-ის, ნ. ა-ის, ნუ. ა-ის, შ. ფ-ის, ა. ფ-ის, ნ. ვ-ის, ქ. ვ-ის (თ-ის), ვ. (ნ.) მ-ის და ვ. ქ-ს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი _ 210 ლარი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.