ბს-1219-1205(კ-11) 13 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 15 თებერვალს ი. ბ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 1984 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე. 2006 წლის ნოემბერში იგი დაითხოვეს სამსახურიდან, რის შემდეგაც დაენიშნა პენსია. მოსარჩელემ მიუთითა იმ დროს მოქმედი «სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახემწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უხრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლზე და განმარტა, რომ პენსიების გადასინჯვა ცხოვრების დონისა და შრომის ანაზღაურების ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა მომხდარიყო.
მოსარჩელის განმარტებით, 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანებით შინაგან საქმეთა მინისტრმა სამინისტროს მოსამსახურეებს თანამდებობრივი ხელფასები გაუზარდა, მაგრამ აღნიშნული ბრძანების ამოქმედების ვადად 2006 წლის 1 იანვარი განისაზღვრა; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ძალოვანი სტრუქტურების დეპარტამენტს პენსიების გადაანგარიშება არ მოუხდენია. 2010 წლის 14 იანვარს მოსარჩელემ მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, «სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» საქართველოს კანონის 45-ე მუხლისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 21 იანვრის ¹55 ბრძანების საფუძველზე, 2005 წელს მოქმედი საპენსიო კანონის შესაბამისად, პენსიის გადასინჯვა-გადაანგარიშების უფლების წარმოშობის მომენტიდან კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2010 წლის 7 თებერვლის წერილით სახელმწიფო კომპენსაციის (პენსიის) გადაანგარიშების საკითხთან დაკავშირებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ძალოვანი სტრუქტურების ბენეფიციართა მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ირკვეოდა, რომ მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაზით სახელმწიფო კომპენსაცია დანიშნული და გადაანგარიშებული ჰქონდა 2006 წლის 4 ოქტომბრიდან «სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ» საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილის «ა» პუნქტის შესაბამისად, გასაცემლის დანიშვნის თაობაზე განცხადების მომართვის დღიდან და იმ ეტაპზე, მოქმედი კანონმდებლობა ძალოვანი სტრუქტურების ხაზით დანიშნული სახელმწიფო გასაცემლების გაანგარიშებას არ ითვალისწინებდა, ხოლო რაც შეეხებოდა 2006 წლის 1 იანვრამდე მოქმედი «სამხედრო შინაგან საქმეთა ორგანოებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ» კომპენსაციის გადაანგარიშებას, მოსარჩელეს ეცნობა, რომ აღნიშნული ნორმით მისი გასაცემლის გადაანგარიშების საფუძველი ვერ წარმოიშვებოდა, ვინაიდან, მითითებული კანონით არ ჰქონდა დანიშნული სახელმწიფო გასაცემელი. 2005 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, 45-ე მუხლი საერთოდ იქნა ამოღებული კანონიდან და კომისიამ ჩათვალა, რომ ი. ბ-ის მოთხოვნა გაუქმებული ნორმებით კომპენსაციის გადაანგარიშების თაობაზე იყო უსაფუძვლო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2011 წლის 7 თებერვლის ¹04/09/2010 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის 2005 წლის 1 აგვისტომდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პენსიის გადაანგარიშების შესახებ ახალი ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცუილ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებით ი. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცუილ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინებით ი. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაცუილ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 22 მარტის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ბ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2.უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 17 მაისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.