ბს-1282-1268(კ-11) 26 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ა. მ-მ 2010 წლის მარტში სასარჩელო განცხადებით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების _ სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ააიპ ...ის, მესამე პირი _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 31 მაისის ¹421 ბრძანების არარად აღიარება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება გამოცემის დღიდანვე; სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2007 წლის 02 ივლისის ¹513 ბრძანების არარად აღიარება, ბათილად ცნობა და გამოცემის დღიდანვე ძალადაკარგულად გამოცხადება; სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 23 ივლისის ¹58 განკარგულების არარად აღიარება, ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება გამოცემის დღიდანვე; ააიპ ...ის ლიკვიდაცია; ააიპ ...ის რეგისტრაციის გაუქმება; ააიპ ...ის წესდების გაუქმება; ააიპ ...ის დირექტორის 2010 წლის 13 აპრილის ¹51 ბრძანების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება გამოცემის დღიდანვე; ააიპ ...ის დირექტორის 2010 წლის 14 მაისის ¹71 ბრძანების ბათილად ცნობა და ძალადაკარგულად გამოცხადება გამოცემის დღიდანვე; ქ. სამტრედიის ...ის აღდგენა და ა. მ-ის სამუშაოზე, კერძოდ მმართველის თანამდებობაზე აღდგენა; ააიპ ...ის დირექტორის 2010 წლის 26 თებერვლის ¹23; 2010 წლის 9 მარტის ¹28, ¹29 და ¹30 ბრძანებების გაუქმება; სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაღებისა და ბაგა-ბაღებისათვის ადგილობრივი დაწესებულების სტატუსის აღდგენა, მათთვის ქონების დაბრუნება; ბაღებისათვის ავტონომიურობისა და თვითმმართველობის მინიჭება და მათი ცალ-ცალკე ააიპ-ებად დარეგისტრირების დავალდებულება; სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის და ააიპ-ის ...ის თანამდებობის პირების და მოსამსახურეების მიმართ წარდგინების გამოცემა; მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების და განაცდურის ანაზღაურება;
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება ააიპ...ის დირექტორის 2010 წლის 09 მარტის ¹28, ¹29, ¹30 ბრძანებების ბათილად ცნობის ნაწილში და ამ ნაწილში ა. მ-ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო; დანარჩენ ნაწილში სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ა. მ-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუქტის ნაწილში დარჩა განუხილველი დაუშვებლობის მოტივით; ამავე ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ა. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქემთა პალატის 2011 წლის 15 ივნისის განჩინების დანარჩენ ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო გასაჩივრებულ განჩინებას, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა მოცემულ საქმესთან მიმართებაში და მიაჩნია, რომ ა. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის და სააპელაციო სასამართლოში საქმე განხილულია საპროცესო დარღვევების გარეშე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით, საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ა. მ-ის საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განსახილველად დაშვებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. მ-ს უარი ეთქვას საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.