Facebook Twitter

ბს-1377-1360(კ-11) 20 ოქტომბერი, 2011 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: ლევან მურუსიძე

პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის ქ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2011 წლის 9 თებერვალს არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ქ. ვ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის – სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის, სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის სადისციპლინო კომიტეტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ.

მოსარჩელის განმარტებით, სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის სადისციპლინო კომიტეტის 2010 წლის 13 ოქტომბრის ¹1 ოქმისა და სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 8 ნოემბრის ¹304/213 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვანი გ. ა-ე გაირიცხა სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლიდან. სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის სადისციპლინო კომიტეტის 2010 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებისა და სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლის დირექტორის 2010 წლის 8 ნოემბრის ¹304/213 ბრძანების გაუქმების მოთხოვნით ქ. ვ-მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. აღნიშნული საჩივარი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დარჩა სათანადო რეაგირების გარეშე.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ თბილისის ¹61-ე სკოლის სადისციპლინო კომიტეტის 2010 წლის 13 ოქტომბრის ¹1 ოქმისა და სსიპ თბილისის ¹61-ე სკოლის დირექტორის 2010 წლის 8 ნოემბრის ¹304/213 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 11 მარტის საოქმო განჩინებით მოპასუხეთა სიიდან ამოირიცხა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმეში ჩაება მესამე პირად. ამავე საოქმო განჩინებით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის საფუძველზე, საქმეში ჩაება არასრულწლოვანი გ. ა-ე. ამასთან, მოსარჩელემ დააზუსტა მოპასუხეთა წრე და მოპასუხედ _ სსიპ თბილისის ¹61-ე საჯარო სკოლა მიუთითა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის ქ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ქ. ვ-მა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინებით არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის ქ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 17 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ქ. ვ-მა. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის ქ. ვ-ის საკასაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენლის ქ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დაშვების ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არასრულწლოვანი გ. ა-ის კანონიერი წარმომადგენელის ქ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 20 ივლისის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.